სიახლეები

Arrow Down Icon
Image 07 ნოემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს „იმიტაციების გალერეა“ — ადგილი, სადაც ხელოვნება, ფანტაზია და ილუზია ერთიანდება საინტერესო და მხიარულ თავგადასავალში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით და მონდომებით დაათვალიერეს გამოფენა, მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტიულ აქტივობებში და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად სასარგებლოც და სახალისოც  ექსკურსიას ორგანიზება გაუწია კლასის დამრიგებელმა ლია ინჯიამ. ბედნიერი სახეები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები — საუკეთესო მტკიცებულებაა, რომ ასეთი გასვლები ამდიდრებს ბავშვების ცოდნასა და წარმოსახვას!

სრულად
Image 07 ნოემბერი 2025 წელი

წმინდა ნინოს სკოლის Xბ კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები — მეტეხის ტაძარი (სადაც არის წმინდა შუშანიკის საფლავი) და წმინდა აბოს ტაძარი (აშენებულია აბოს ცხედრის დაწვის ადგილას).მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა ძველი თბილისის ისტორიისა და ქართული ქრისტიანული კულტურის შესახებ.მეტეხის ტაძარში მათ მოილოცეს წმინდა შუშანიკის საფლავი. ღონისძიება დაკავშირებული იყო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების — იაკობ ხუცესის „წმინდა შუშანიკის წამებისა“ და იოვანე საბანისძის „წმინდა აბოს წამების“ შესწავლასთან. მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ირინე კვანჭიანს, საინტერესო და შთამაგონებელი ექსკურსიის ორგანიზებისთვის.

სრულად
Image 07 ნოემბერი 2025 წელი

2025 წლის 6 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დირექტორმა, ქალბატონმა ლალი მელივამ, ოქროს მედლები და სერტიფიკატები გადასცა 2023-2024 სასწავლო წლის XIIა და XIIბ კლასის (დამრიგებლები: ირინე კვანჭიანი, მარინა ტოხიშვილი) შემდეგ კურსდამთავრებულებს: ბარბარე გრიგალაშვილს;  გიორგი ბუჩუკურს; სალომე ზიბზიბაძეს; ელისაბედ ტვილდიანს; მარიამ ავაზაშვილს; საბა ჩხაიძეს; ლუკა ინაშვილსა; მარიამ კაცაძეს.  ამჟამად თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში წარმატებით აგრძელებს სწავლას. არ არის მარტივი იყო გამორჩეული და გარშემომყოფებს, სკოლას, ქვეყანას თავი დაამახსოვრო. ამისთვის თავდაუზოგავი შრომა, უშურველად გაღებული სიკეთე და პასუხისმგებლიანი ცხოვრებაა საჭირო. გვჯერა, რომ სიკეთის კვალს დატოვებთ და ქვეყნის აღმშენებლობაში საკუთარ წვლილს შეიტანთ! სკოლა ამაყობს თქვენით! კიდევ ბევრი წარმატება მოგველოცოს! 

სრულად
Image 06 ნოემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა ფრენბურთის ჩემპიონატი VI-VII კლასებს შორის. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ VIIა და VIა კლასები. დაძაბულ და საინტერესო მატჩში გამარჯვება მოიპოვა VIIა კლასმა!   მადლობა ჩვენს სპორტის მასწავლებლებს და ტურნირის ორგანიზატორებს — ბექა კვარაცხელიას და ქეთევან მიქელაძეს — ინიციატივისა და ჩართულობისთვის!   ვულოცავთ VIIა კლასს დამსახურებულ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს სპორტული სულისკვეთებისა და აქტიური მონაწილეობისთვის!   

სრულად
Image 04 ნოემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის თეატრალურმა დასმა „რამპამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემოქმედება, ერთიანობა და პასუხისმგებლობით შესრულებული საქმე ყოველთვის შედეგს იძლევა.თეატრალური ფესტივალის „მზიანი საქართველო 2025“ ფარგლებში ჩვენი სკოლის თეატრალური დასი "რამპა" მაყურებლისა და ჟიურის წინაშე წარდგა სპექტაკლით „ერთი მუჭა მიწა“ და მოიპოვა შემდეგი ნომინაციები:  საუკეთესო სცენარი – სპექტაკლი „ერთი მუჭა მიწა“ საუკეთესო სცენოგრაფია – სპექტაკლი „ერთი მუჭა მიწა“ ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება – მარიამ ანთიძე მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულება – დემეტრე ლიპარტელიანი ეს წარმატება თითოეული ჩვენი პატარა მსახიობის ერთობლივი შრომისა და შემოქმედებითი თავდადების შედეგია.   სცენარის ავტორი და რეჟისორი: მარი თაბაგარიპროდიუსერი: ლალი მელივამუსიკალური ხელმძღვანელი: ნინო ბიბილური საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გულწრფელად ულოცავს თეატრალურ დასს „რამპას“ ამ წარმატებას და მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებსა და ჟიურის პროფესიონალური შეფასებისთვის. გისურვებთ შემოქმედებით შთაგონებას, ახალ როლებსა და კიდევ მრავალ წარმატებას!

სრულად
Image 03 ნოემბერი 2025 წელი

30 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა თამუნა ლაცაბიძესთან (დამრიგებელი) და მარინა ტოხიშვილთან ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად მოინახულეს ძველი და ახალი თბილისის ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ადგილები. შთამბეჭდავი აღმოჩნდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიისა და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მონახულება, რომლის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორივე წმინდანის ცხოვრება, მოღვაწეობა და თავგანწირვა ქრისტიანობისთვის. ტაძრების მოლოცვის შემდეგ ისინი ეწვივნენ ილიასა და აკაკის ძეგლს რუსთაველის გამზირზე. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პატრიოტიზმის ამაღლებას, წარსულის პატივსაცემად, მეგობრობისა და სიყვარულის გაღრმავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.

სრულად
Image 03 ნოემბერი 2025 წელი

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე მომზადებული პრეზენტაციები — „პირობითი და უპირებო რეფლექსები“ და „ძილი და ძილის ფენომენი“. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი გარეგან გამღიზიანებლებზე, რა განსხვავებაა რეფლექსების სახეებს შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი სწორად გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მეორე თემის ფარგლებში კი ისინი შეეხნენ ძილის ფენომენს — რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ძილის სხვადასხვა ფაზაში, რატომ გვჭირდება დასვენება და როგორ მოქმედებს ძილის რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობაზე.  პრეზენტაციები გამოირჩეოდა მოსწავლეთა კვლევითი ინტერესით, შემოქმედებითი მიდგომით და აქტიური ჩართულობით. გაკვეთილს უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი ლიკა სირანაშვილი.  

სრულად
Image 31 ოქტომბერი 2025 წელი

მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები თემაზე: „ცხოველური და მცენარეული უჯრედებისგან შექმნილი სამყარო და სიცოცხლის უმცირესი — ატომური დონიდან იერარქიის უმაღლეს წერტილამდე — ადამიანი“.    მოსწავლეებმა დამსწრეებს გააცნეს ბიოლოგიური იერარქიის ეტაპები, უჯრედების სტრუქტურა და მათი მნიშვნელობა სიცოცხლის არსებობისთვის. პრეზენტაციები გამოირჩეოდა ცოდნის სიღრმით, ვიზუალური მასალების მრავალფეროვნებით და გუნდური მუშაობით.    პროექტს ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი.

სრულად
Image 28 ოქტომბერი 2025 წელი

მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საოცარი პრეზენტაციები თემაზე „ქიმიური ნივთიერებები“! გაკვეთილი სავსე იყო: საინტერესო აღმოჩენებით; სახალისო ექსპერიმენტებით; შემოქმედებითი აქტივობებით.  პრეზენტაციას უძღვებოდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი

სრულად
Image 28 ოქტომბერი 2025 წელი

მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმართეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე „ცხოველების საბინადრო გარემო“.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები და მაკეტები, მოუყვნენ თანაკლასელებს სხვადასხვა ცხოველის საცხოვრებელ გარემოზე, მათ ადაპტაციის თავისებურებებსა და ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.    პრეზენტაცია იყო ცოდნის, შემოქმედებისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი ნიმუში — ბავშვები დიდი ინტერესითა და შემოქმედებით მიუდგნენ დავალებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და ცხოველების სამყაროს დაფასება.     აქტივობას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი. მადლობა მასწავლებელს და ყველა მოსწავლეს საინტერესო, შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის!

სრულად