მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
12 ნოემბერი 2025 წელი

სივრცული ფიგურების სამყაროში — მე-3ბ კლასის შემოქმედებითი გაკვეთილი

მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე სივრცულ ფიგურებს განსაკუთრებული ინტერესითა და შემოქმედებით მიუდგნენ.

გაკვეთილი სწავლა-კეთებით წარიმართა — ბავშვებმა თავად მოამზადეს ფიგურების მოდელები, დააკვირდნენ მათ ფორმასა და თვისებებს, შეადარეს ერთმანეთს და გააცნობიერეს, როგორ ვხვდებით მათ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

გაკვეთილი ჩაატარა მათემატიკის მასწავლებელმა - ლალი მელივამ, რომელმაც სწავლა კიდევ უფრო სახალისო და შემოქმედებითი გახადა.