ჩვენს შესახებ

შინაგანაწესი

Arrow Down Icon

შინაგანაწესი

დამტკცებლია ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს  

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური  

სკოლის აღმასრულებელი დირექტორის   სN96ა   ბრძანებით 

 

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შინაგანაწესი 

თბილისი 

2020 

 

 

თავი 1. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

1. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლის (შემდგომში-,,სკოლა”) შინაგანაწესი არეგულირებს დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს, მოსწავლეთა ქცევის წესებს და განისაზღვრება:

ა) სამუშაო და დასვენების დრო; 

ბ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;

გ) შრომითი ურთიერთობის პირობები;

დ) სამსახურეობრივი მივლინება;

ე) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ვ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა / საბოლოო ანგარიშსწორება;

ზ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;

თ) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;

ი)მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე;

კ) მოსწავლის პირადი გასინჯვა;

ლ) უსაფრთხოების ღონისძიებები.

2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 

3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და  დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.

5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.

6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.  

 

 

მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:

შინაგანაწესის მიზანია:

ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;

ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;

გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება; 

ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.

 

 

თავი 2. სამუშაო და დასვენების დრო

მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო

სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურეობრივი უფლება - მოვალეობანი.

სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება  სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.

სკოლაში დადგენილია კვირაში 5 დღიანი სასწავლო პროცესი.

საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია: 

ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე; 

ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.

გ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.

5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, პანდემია, ფორსმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.  გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.

6. სკოლაში დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდნენ არაუგვიანეს 8:45 საათისა, (პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციბის შესრულებასთან დაკავშირებით სკოლაში დასაქმებულები  უნდა გამოცხადდნენ  8 საათსა და 15 წუთზე) მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს. 

7. მასწავლებელი სკოლაში უნდა გამოცხადდეს 15 წუთით ადრე (პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებით სკოლაში პედაგოგები  უნდა გამოცხადდნენ  8 საათსა და 15 წუთზე) შესაბამისი გაკვეთილის დაწყებმადე. იგი ვალდებულია, დარჩეს სკოლაში გაკვეთილის/გაკვეთილების დასრულების შემდეგ მასწავლებლის სხვა მოვალეობების (ჟურნალის შევსება, საგნობრივი პროგრამების მომზადება, კათედრისა და პედსაბჭოს სხდომები და ა.შ.) შესრულებამდე.

8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები არის დასვენების დღეები.

9. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე და   მიაწოდოს ინფორმაცია მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ. (პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს დისტანციურად.)

10. აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა  სკოლის შენობაში შესვლა სკოლის დირექციასთან შეთანხმების გარეშე. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლებისა)  დასაშვებია 14:00 საათიდან 16:00 საათამდე. (პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესრულებასთან დაკავშირებით მშობლებთან/მოქალაქეებთან ინფორმაციის გაცვლა ძირითადად იწარმოებს დისტანციურად, გარდა აუცილებელი შემთხვევისა).

11. სკოლა უფლებამოსილია შემოიღოს მორიგეობის განრიგი, რომლის დაცვა სკოლის ყველა მასწავლებლისათვის სავალდებულოა, მიუხედავად მათი დატვირთვისა.

12. დაუშვებელია მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება სკოლის დირექციის თანხმობის გარეშე, რომელიც ეფუძნება მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თხოვნას და/ან სკოლის ექიმის რეკომენდაციას გაშვების შესახებ. დირექციის ნებართვით მოსწავლის გათავისუფლების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის მოსწავლის მშობელს/კანონიერ  წარმომადგენელს.

13. სასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

14. დამრიგებელი ვალდებულია თავისი სადამრიგებლო კლასისათვის გაკვეთილების ცხრილით განსაზღვრული გაკვეთილების დასრულებამდე იმყოფებოდეს სკოლაში.

15. კლასის დამრიგებლის ინიციატივით, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, შესაძლოა მოეწყოს სასწავლო ექსკურსია.

16. ექსკურსიის შესათანხმებლად კლასის დამრიგებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს  და ავსებს სპეციალურ ბლანკში (იხ. დანართი N2) მითითებულ მონაცემებს, რომელსაც უნდა დაურთოს, მძღოლის პირადობის მოწმობისა და მართვის მოწმობის ასლები.

17. პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულად ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ეკისრება დამრიგებელს და სკოლის დირექციას.

 

 

თავი 3.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები

მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები

სკოლამ შეიძლება გამოიყენოს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგი ფორმები:

ა)  მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტით; 

ბ) გაკვეთილებზე დასწრება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და აგრეთვე  დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭვირვალობის მიზნით, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მშობლის ჩართვა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ზოგიერთ ეტაპზე;

გ) წინასწარ შემუშავებული სპეციალური კითხვარები.

სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, დირქტორის მოადგილეები, ხარისხის მართვის მენეჯერი. 

 

 

მუხლი 5. საკლასო ჟურნალით სარგებლობასა და შენახვაზე პასუხისმგებელი პირები

1. საკლასო (მატერიალური) ჟურნალების შენახვაზე პასუხისმგებელი პირია ბიბლიოთეკარი; საკლასო ჟურნალები ინახება არქივში.

2. ელექტრონული ჟურნალით მასწავლებლები სარგებლობენ თავიანთი პირადი ანგარიშებით, მხოლოდ იმ კლასების/მოსწავლეების ფარგლებში, რომლებსაც უშუალოდ ასწავლიან.

3. ჟურნალის მონიტორინგზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია პერიოდულად ჩაატაროს ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით მონიტორინგი. ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და შესაბამისად, დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველს. 

 

თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

მუხლი 6. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა

1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ფოტოსურათი  3/4, დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;

გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;

დ) ავტობიოგრაფია/CV;

ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (მხოლოდ მასწავლებლებზე); ცნობა სქესობრივი თავიუფლებისა და ხელშეუხებლობის შესახებ, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

ზ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

თ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;

ი) სტატუსის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (მოქმედი მასწავლებლის შემთხვევაში).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

3. სკოლაში დასაქმებულთა პირადი საქმეების აღრიცხვას და წარმოებას ახორციელებს სკოლის ადმინისტრაცია.

 

 

მუხლი 7. სკოლაში პედაგოგის მიღება

1. სკოლაში პედაგოგის მიღება ხდება კონკურსის წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.

2. სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური ადგილის (საგნის ვაკანტური საათების) არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით ვაკანსიის შერჩევის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.

3. საკონკურსო პირობებსა და ვადებს, საკონკურსო კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს განსაზღვრავს აღმასრულებელი დირექტორი ბრძანებით.

4. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება ინტერნეტ სივრცეში ან/და ბეჭდურ მედიაში. (მასწავლებლის ვაკანსიის შემთხვევაში -  www.pedagogi.ge/www.teacherjob.ge-ზე), ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს სკოლაში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

5. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და უნდა წარადგინოს: განცხადება, პირადობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების (დიპლომის) ასლები; ბიოგრაფია (CV).  

6. საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საკონკურსო კომისია შეიძლება შედგებოდეს  სკოლის თანამშრომლებისაგან, ასევე, მოწვეული წევრებისაგან. საკონკურსო კომისია იხილავს საკონკურსო დოკუმენტაციას და გადაარჩევს იმ კანდიდატებს რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. გადარჩეული განცხადებებიდან გაითვალისწინება კონკურსანტის შეფასებისას  მისი პროფესიული განვითარების დონე (პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა) და პიროვნული უნარჩვევები.

7. საკონკურსო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრი.

8. საკონკურსო კომისია კონკურსის შედეგებს აცხადებს საკონკურსო განცხადებებისა და საბუთების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღისა და შერჩეულ კანდიდატებს, შრომითი ხელშეკრულებების დადების მიზნით, წარუდგენს აღმასრულებელ დირექტორს.

9. პედაგოგის შრომის ანაზღაურება და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მათთან დადებული შრომითი ხელშეკრულებებით.

10. სკოლის სასწავლო პროცესის უხარვეზოდ განსახორციელებლად, აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია კონკურსის გარეშე დანიშნოს პედაგოგი მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით, რის შემდეგაც სკოლა ვალდებულია ვაკანსია კონკურსის წესით შეავსოს. 

11. დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს, თუ ამ სამუშაოს შესრულება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

 

თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები

მუხლი 8. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი

1. წინასწარ ცნობილი მიზეზით, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით. 

2. გადაუდებელი სამედიცინო ან/და ოჯახური პირობების გამო  სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის/სამსახურის დატოვების მიზეზი. 

3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობს შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.

4. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

 

 

მუხლი 9.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე

1. მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სკოლის მიერ შერჩეული სასწავლო ფორმით, რომელიც მოსწავლეთა გემოვნებაზე იქნა მორგებული. კერძოდ სავალდებულო სკოლის ფორმა შემდეგნაირად განისაზღვრება:

მაისური: თეთრი, ცისფერი ან ლურჯი პოლო სტილის მაისური, ან პერანგი.

ქვედა ნაწილი:

ა) გოგონებისთვის - მუქი ლურჯი, ან შავი ქვედაბოლო ან შარვალი.

ბ) ბიჭებისთვის - მუქი ლურჯი, ან შავი შარვალი, ან მოკლე შარვალი (ცხელ ამინდიში ტარებისთვის I-VI კლასი).

ზედა ნაწილი (ცივ ამინდში): მუქი ლურჯი ჟაკეტი ან ჯემპრი,

 

2. სკოლის ფორმა ვალდებულია ეცვას სკოლის ყველა კლასის ყველა მოსწავლეს.

 

მუხლი 10. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები

სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა ყოველი კალენდარული თვის დასრულებისთანავე. ანაზღაურება ხდება ვალდებულების წარმოშობიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღის ვადაში. ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. 

 

 

თავი 6. სამსახურეობრივი მივლინება 

მუხლი 11. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება

1.  სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის  ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.

2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.

3.     დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად. 

4. მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

 

 

თავი 7.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

მუხლი 12.  ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

დასაქმებულს  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. 

დასაქმებულს შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.

დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის აღმასრულებელ დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს. 

ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.

მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.

შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.

 

 

მუხლი 13. საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

 

 

მუხლი 14. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი

1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.

2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

 

 

მუხლი 15. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით.       

2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

 

 

მუხლი 16. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება. 

 

 

თავი 8. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება

მუხლი 17. დასაქმებულთან  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის საკუთარი ნებით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია სკოლას აღნიშნულის შესახებ აცნობოს წერილობით 30 კალენდარული დღით ადრე;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ)  სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;

თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;

ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული შვებულება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.

 

თავი 9. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა

მუხლი 18. წახალისების ფორმები

1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთან მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;

ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;

ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;

ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა.

 

მუხლი 19. წახალისების გამოყენების წესი

1. დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც  ფორმდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.

2. აღმასრულეებელი დირექტორის მოადგილე/მოადგილეები უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის აღმასრულებელ დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.

3. დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.

 

მუხლი 20. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება

1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი.

2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;

გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი,  ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა;

დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;

ე) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა;

ვ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;

ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;

ი)  ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე;

კ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;

ლ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;

მ) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;

ნ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს /ელექტრონული სიგარეტის მოხმარება;

ო) სკოლის ტერიტორიაზე / სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;

პ) სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის დებულების  შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;

ჟ) სკოლის დოკუმენტაციის (ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა.

3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:

ა) შენიშვნა;

ბ) სიტყვიერი გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;

ვ) სამსახურიდან გათავისუფლება.

4.  დისციპლინური სახდელის სახით სიტყვიერი შენიშვნა გამოიყენება:

ა) დაგვიანების ერთი ფაქტისათვის;

ბ) გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის პირველი შემთხვევისთვის;

5. დისციპლინური სახდელის სახით სიტყვიერი გაფრთხილება გამოიყენება: 

ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში; 

ბ) სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა;

გ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.

6. დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური გამოიყენება: 

ა) შენიშვნის შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;

ბ) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;

გ) განმეორებითი შემთხვევა – სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის  წარმოების წესის დარღვევა;

დ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევა.

7. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:

ა) სამი და მეტი შემთხვევა - სასწავლო პროცესში წარმოებული დოკუმენტაციის  წარმოების წესის დარღვევა;

ბ) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის; 

გ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;

გ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;

დ)  სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;

ე)  უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;

ვ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა.

8. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება: 

ა) სასტიკი საყვეურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის რაც ითვალისწინებს   დისციპლინურ სახდელს;

ბ) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში.

9.  დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:    

ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;

ბ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;

გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის  შემთხვევაში.

10. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე.

12. დაუშვებელია სკოლის მიერ დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.

13. დასაქმებულისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შეიტანება მის პირად საქმეში.

14. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი ის შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 

15. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას არ არის სავალდებულო თანმიმდევრობის დაცვა; ამასთან, გადაცდომის სიმძიმის გათვალისწინებით შესაძლებელია ნებისმიერი გადაცდომისთვის გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი ამ მუხლის 4-9 პუნქტებით განსაზღვრული წესის დაუცველად.

მუხლი 21. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება და მოხსნა

1. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელს, მოსწავლეთა თვითმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებით) დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ, რასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება.

2. დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: დასაქმებულის სახელი, გვარი, თანამდებობა, დისციპლინური გადაცდომის არსი და მტკიცებულებები, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი.

3. ამ შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს აღმასრულებელ დირექტორს. წინამდებარე შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი დასაქმებულს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე აღმასრულებელი დირექტორის მიერ.

4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია.

5. დისციპლინური დევნის წარმოების პროცესში დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.

6. დისციპლინური სახდელის (გარდა მე-20 მუხლის მე-3 ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების ვადაა 1 წელი. 

7. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.

8. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა  და  სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც.

9. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

10. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი. 

 

 

მუხლი 22. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება

 

1. მოსწავლის მოვალეობააპატივი სცეს დაწესებულებას. დაიცვას მოსწავლის ქცევის კოდექსი და დაწესებულებაში მოქმედი სხვა აქტების მოთხოვნები, ხელი შეუწყოს დაწესებულების ავტორიტეტის ამაღლებას. მოსწავლე ვალდებულია დაიცვას, როგორც ზემოაღნიშნული ეთიკის ნორმები და პრინციპები მათი შინაარსის გათვალისწინებით, ასევე დაიცვას შემდეგი წესები:

ა) პატივი სცეს დაწესებულების სახელს, რეპუტაციას, პერსონალს და სხვა მოსწავლეებს, არ მიაყენოს მათ შეურაცყოფა;

ბ) პირადი სარგებლის სანაცვლოდ, პერსონალის წარმომადგენლებს არ შესავაზოს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი თანხა;

გ) არ ჩაიდინოს აკადემიური სიყალბე/ პლაგიატობა. კერძოდ:

გ.ა) გადაიწეროს სხვა მოსწავლის ნამუშევრიდან;

გ.ბ) სხვა მოსსწავლის ნაცვლად ჩააბაროს/დაწეროს გამოცდა, დავალება (შემაჯამებელი, კომპლექსური, საშინაო) ან წერა (დიაგნოსტიკური) და სხვა ან სთხოვოს სხვა პირს მის მაგივრად ჩაბარება / დაწერა;

გ.გ) მოიპოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია გამოცდის შესახებ;

გ.დ) სხვა პირის ნამუშევარი წარმოაჩინოს როგორც საკუთარი ან თავისი ნამუშევარი წარმოადგინოს როგორც სხვისი;

გ.ე) შესაბამისი წყაროსმითითების გარეშე მოახდინოს სხვისი ნამუშევრის ან გამონათვამის ციტირება;

გ.ვ) გააყალბოს თავისი მონაცემები;

გ.ზ) გაანადგუროს ან შეცვალოს სხვა მოსწავლის ნამუშევარი;

გ.თ) ხელი შეუშალოს სხვა მოსწავლეებს სწავლის პროცესში საჭირო რესურსებით სარგებლობაში, დამალვიტ, დაუფლებით ან განადგურებით;

2. მოსწავლეს ეკრძალება:

ა) დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა;

ბ) გაკვეთილებზე დაგვიანება და უმიზეზოდ გაცდენა;

გ) სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან მასწავლებლის ნებართვის გარეშე გამოსვლა;

დ) საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის არამიზნობრივი გამოყენება;

ე) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;

ვ) გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა ან გაკვეთილის ჩაშლა;

ზ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

თ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა;

ი) მოსწავლის დისკრიმინაცია;

კ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

ლ) სკოლის დოკუმენტაციის, მათ შორის ელექტრონულის ხელყოფა;

მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

ნ) მოსწავლის, თანამშრომლის ან სხვა გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან ფსიქოლოგიური ზეწოლა;

ო) მოსწავლის, თანამშრომლის ან სხვა გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა;

პ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება.

3. მოსწავლეს ეკრძალება დაწესებულებაში შემდეგი ნივთების შემოტანა და გამოყენება:

ა) ცივი (სხვა სახის ბასრი) და ცეცხლსასროლი იარაღი;

ბ) ასაფეთქებელი ნივთიერებებ ან პიროტექნიკა;

გ) ნარკოტიკული საშუალებები;

დ) თამბაქოს ნაწარმი/ელ. სიგარეტი;

ე) აღმგზნები საშუალებები;

ვ) ალკოჰოლის შემცვლელი სასმელები;

ზ) ტექნიკური საშუალებები, არასასწავლო დანიშნულების ნივთები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესის სრულყოფილად მიმდინარეობას;

თ) სანთებელა ან ასანთი;

ი) ზარტული თამაშის საშუალებები.

4. მოსწავლეები ვალდებული არიან ატარონ უნიფორმა. დაწესებულებაში იკრძალება ყველა სახის სამოსი და აქსესუარები, რომელიც ხელს შეუშლის საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას:

ა) სამოსი, რომელზეც წერია შეურაცმყოფელი სიტყვები ან გამოსახულია ვულგარული სურათი თუ კარიკატურა;

ბ) სამოსი, რომელიც რეკლამირებას უკეთებს სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებას (მაგ: თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და სხვა);

გ) ქუდის, კეპის, ბენდენის, შარფის და ნებისმიერი სახის თავსახვევის ტარება.

5. მოსწავლეს ეკრძალება დაწესებულებაში წამლის მოტანა და მიღება თუ მას არა აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა ან მშობლის შეტყობინება დაწესებულების დირექტორისადმი, ექიმისადმი ან დამრიგებლისადმი მისი მიღების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ წამალი უნდა მიიღოს დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში:

ა) წამალი უნდა გადასცეს სამედიცინო სამსახურის თანამშრომელს ან მისი არყოფნის შემთხვევაში დამრიგებელს (მშობლის მიერ დაწერილ წერილთან ერთად);

ბ) წამლის მიღება უნდა ხდებოდეს სამედიცინო სამსახურის თანამშრომლის ზედამხედველობის ქვეშ.

 

 

მუხლი 23.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება

1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) საყვედური;

დ) სასტიკი საყვედური;

ე) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;

ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა (10 დღემდე ვადით);

ზ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე);

თ) ზიანის ანაზღაურენბა.

2. ზიანის ანაზღაურება შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ასევე რომელიმე სახდელთან ერთად სკოლის ან სხვა პირის (მოსწავლის, თანამშრომლის) ქონების დაზიანების ემთხვევაში.

3. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ  შემთხვევებში:

ა) გაკვეთილზე სისტემატური დაგვიანება (2კვირის მანძილზე 10 და მეტი დაგვიანება);

ბ) გაკვეთილის ჩაშლის მცდელობა;

გ) სასწავლო პროცესში მობილური გამოყევება არამიზნობრივად;

დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, საჩუქრის შეთავაზება.

4. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევაში:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე წინა ზომა ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) გაკვეთილის ჩაშლა;

გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;

დ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა;

ე) ჩაცმის წესის დარღვევა;

ვ) პლაგიატობა.

5. დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე წინა ზომა ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) მოსწავლის დისკრიმინაცია;

დ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა;

ე) სკოლის დოკუმენტაციის, მათ შორის, ელექტრონულის ხელყოფა;

ვ) სკოლის სახელის, რეპუტაციის შელახვა და შეურაცხყოფა.

6.  დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე წინა ზომა  ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა;

გ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება;

დ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; 

ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ე.ა) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ 

იქნეს იარაღად;

ე.ბ) ელექტროშოკური მოწყობილობა;

ე.გ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ე.დ.) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენება; 

ე.ვ.) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:

ე.ზ.) ნარკოტიკული საშუალებები;

ე.თ.) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები ან პიროტექნიკა.

7. დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნა, დროებით, 10 სასწავლო დღემდე   დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე წინა ზომა ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დათხოვნის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე;

ბ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა;

გ) მოსწავლის მიერ სკოლის ტერიტორიაზე 18.3. პუნქტით გათვალისწინებული ნივთების შემოტანა და გამოყენება, რომელსაც არ მოჰყოლია სხვა პირის ჯანმრთელობის მოშლა;

გ) სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფა (ტკივილი, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მოშლა ან დაზიანება);

8.მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქევშ ჰყავდეს. 

9.  წინამდებარე შინაგანაწესის მე-18 მუხლით განსაზღვრული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის სახით, სასარგებლო საქმიანობის დაკისრება შეიძლება გამოყენებულ იქნეს, თუ მოსწავლემ სკოლას მიაყენა მატერიალური ან/და ქონებრივი ზიანი.

10.  დისციპლინური სახდელის სახით, საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა, სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე წინა ზომა ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე, თუ მოსწავლის მიერ ჩადენილი ქმედება  განზრახ არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს, თუ საფრთხე ექმნება სხვა მოსწავლის ან სკოლაში დასაქმებული პირის ჯანმრთელობას ან/და უსაფრთხოებას.  გარიცხვა შესაძლებელია თუ მოსწავლემ სკოლის თანამშრომელს ან მოსწავლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

11. ამ მუხლის პუნქტებით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად, მოსწავლეს შესაძლებელია დაეკისროს ამავე შინაგანაწესის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი დისციპლინური სახდელები კონკრეტული შემთხვევის ხასიათის, მოსწავლისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლემ ჩაიდინა ჯერ მძიმე და შემდგომ უფრო მსუბუქი გადაცდომა, მას შეიძლება დაეკისროს ან ამ გადაცდომისთვის გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი ან იმავე, რაც უკვე გამოყენებულ იქნა მის მიმართ. ასეთ დროს არ შეიძლება დამძიმდეს მოსწავლის მდგომარეობა.

12.  დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ სკოლიდან დროებით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის (საშუალო საფეხურზე) გამოყენების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე სკოლამ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

13. მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დისციპლინური კომიტეტი, რომელიც იქმნება აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით სკოლის დისციპლინური კომიტეტის დებულების (მუშაობის წესის) შესაბამისად. 

14. დისციპლინური კომიტეტის საქმიანობა, მოსწავლისთვის დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი, დისციპლინური სახდელის დაკისრებისა და მოხსნის წესი, სამართალწარმოების ეტაპები და  ვადები, კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილები, ასევე, დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლის დისციპლინური კომიტეტის დებულების (მუშაობის წესის) შესაბამისად. 

შენიშვნა: სახდელი განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ ის ჩადენილია უკვე დაკისრებული სახდელის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე.

 

 

უხლი 24. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნა, დისციპლინური სამართალწარმოების ვადები

მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას:

ა) თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, აქვს გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც; 

ბ) ამ მუხლის ,,ა“ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, აღმასრულებელი დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.

2. მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია კლასის დამრიგებელს,  მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, პედაგოგიურ საბჭოს,  საგნობრივ კათედრებს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს და აღმასრულებელ დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით).

3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში.

4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელი, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

 

 

 

თავი 10. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები

მუხლი 25. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა

1. სკოლაში პირველ კლასში მოსწავლეები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან. პირველკლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი პრინციპით. მოსწავლის პირადი საქმის აღრიცხვას და წარმოებას ახორციელებს სკოლის ადმინისტრაცია.

2. სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.1. განცხადება სკოლის აღმასრულებელი დირექტორის სახელზე;

1.2. მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);

1.3. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი;

1.4. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

1.5. ბავშვის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხევაში));

1.6. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხევაში));

1.7. კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

1.8. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე. 

4. მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში დამატებით წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) მოსწავლის პირადი საქმე;

ბ) მიმდინარე შეფასება;

გ) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;

დ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ.

5. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით.  

6. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება  აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.

7.  სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.

 

 

თავი 11. უსაფრთხოების ღონისძიებები

მუხლი 26. პირადი გასინჯვა

პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის აღმასრულებელი დირექტორის  მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.  

მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილ პირს. სკოლის აღმასრულებელი დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. 

დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. 

პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.

დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. 

 

 

მუხლი 27. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები  

1. სკოლა ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობები, შეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.

2.  სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.

3. სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება. 

4. დასაქმებული ვალდებულია:

ა) დაიცვას შინაგანაწესის პირობები;

ბ) შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები

გ)  გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებას, დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის აღმასრულებელ დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;

დ)  კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;

ე) წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილი, დაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;

ვ) იყოს კოლეგიალური, თავაზიანი, კორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან.

5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და  სხვა ნორმატიული აქტებით.

6. სკოლაში  წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია: 

ა) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე; 

ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; 

გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.

 

მუხლი 28. საჯაროობა

შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.

სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ამ შინაგანაწესის გაცნობა მოსწავლეებისა და დასაქმებულებისთვის.