სასწავლო წლის

კალენდარი

Arrow Down Icon

2026 - 2027 სასწავლო წლის კალენდარი

2026-2027 სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მათ სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები. I სემესტრი იწყება 2026 წლის 15 სექტემბერს და მთავრდება 2026 წლის 30 დეკემბერს. I-XI კლასებისთვის II სემესტრი იწყება 2027 წლის 20 იანვრიდან და მთავრდება 2027 წლის 15 ივნისს. მე-12 კლასისთვის II სემესტრი იწყება 2026 წლის 20 იანვრიდან და  მთავრდება 2027 წლის 20 მაისს.

2026 - 2027 სასწავლო წელს სწავლის ხანგრძლივობა მოიცავს:

I-XI კლასებისათვის:

  • პირველი სემესტრი - 75 სასწავლო დღე;       
  • მეორე სემესტრი - 93 სასწავლო დღე;                       
  • სულ - 168 სასწავლო დღე.

XII კლასისთვის:

  • პირველი სემესტრი - 75 სასწავლო დღე;                   
  • მეორე სემესტრი - 76 სასწავლო დღე;                         
  • სულ - 151 სასწავლო დღე.

ზამთრის არდადეგები იწყება 31 დეკემბრიდან და გრძელდება 20 იანვრამდე. სააღდგომო არდადეგები იწყება წითელ პარასკევს  და გრძელდება რვა კალენდარული დღის განმავლობაში.

უქმე დღეებია:

  • 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა (შრომის კოდექსი)
  • 23 ნოემბერი - გიორგობა (შრომის კოდექსი)
  • 31 დეკემბერი - 18 იანვარი - ზამთრის არდადეგები
  • 19 იანვარი - ნათლისღება (შრომის კოდექსი)
  • 3 მარტი - დედის დღე (შრომის კოდექსი)
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე ( შრომის კოდექსი)
  • 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ( შრომის კოდექსი)
  • 30 აპრილი - 7 მაისი - სააღდგომო დღეები
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე (შრომის კოდექსი)
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (შრომის კოდექსი)
  • 17 მაისი - ოჯახის სიწმინდის დღე (შრომის კოდექსი)
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (შრომის კოდექსი)