სიახლეები

Arrow Down Icon
Image 09 ოქტომბერი 2026 წელი

ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი. გაეცნენ პარლამენტის შენობისა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, დაათვალიერეს ისტორიული ფოტოები და დოკუმენტები, მოინახულეს პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის ტაძარი და საპარლამენტო დარბაზები. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა განიმტკიცეს და თეორიული მასალა რეალურ გარემოს დაუკავშირეს. ვიზიტი საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.

სრულად
Image 18 მაისი 2026 წელი

გვინდა, სიამაყითა და სიხარულით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გაგიზიაროთ!საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების X ეროვნულ კონკურსზე, ჩვენმა სკოლამ უდიდეს წარმატებას მიაღწია! სკოლის გოგონათა ანსამბლ „იაკამმა“, ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, ორივე წარდგენილ კატეგორიაში (B b-2 და C b-2) შესანიშნავად იმღერა და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. შედეგმაც არ დააყოვნა – მონაწილეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს! ვერ აღგიწერთ, რამხელა შრომა, მონდომება და ნიჭი დევს ამ აღიარების მიღმა. თითოეული რეპეტიცია და დაუღალავი მზადება ამ გამარჯვებად ღირდა. მთელი გულით ვულოცავთ „იაკამის“ თითოეულ წევრს, მათ საოცარ ხელმძღვანელსა და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას. ბავშვებო, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რა შეუძლია დაუღალავ შრომასა და საქმის სიყვარულს!წინ კიდევ ბევრი ლამაზი და შემოქმედებითი მწვერვალია თქვენი უბადლო ნიჭით დასაპყრობი!

სრულად
Image 27 აპრილი 2026 წელი

დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია: ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, ნატალი ჩიტაიშვილი, ASSIST-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია! კონკურსის შედეგად, ნატალიმ მოიპოვა დაფინანსება და მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კაროლინაში, O'Neal School-ში გააგრძელებს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მთელი გულით ვულოცავთ ნატალის ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ საინტერესო გამოცდილებას, ახალ შესაძლებლობებსა და წარმატებულ სასწავლო წელს!   გვჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ გვასახელებს.  

სრულად
Image 27 აპრილი 2026 წელი

დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია: ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამ მეტრეველი, HMC-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია! კონკურსის შედეგად, მარიამმა მოიპოვა დაფინანსება და მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ინგლისში, Queenswood School-ში A-Level-ის პროგრამაზე გააგრძელებს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მთელი გულით ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას!ვუსურვებთ ახალ თავგადასავლებს და დაუვიწყარ სასკოლო წლებს ბრიტანეთში!ჩვენ გვჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ გვასახელებს.

სრულად
Image 24 აპრილი 2026 წელი

დედამიწას სიყვარული ატრიალებს 22 აპრილი დედამიწის დაბადების დღეა. ჩვენმა პირველკლასელებმა სიყვარულით სავსე წერილები მისწერეს დედამიწას. პირობაც დაუდეს, რომ ყიველთვის იზრუნებენ მასზე და არ მისცენენ მოწყენის საშუალებას.

სრულად
Image 24 აპრილი 2026 წელი

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში III კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს. ქართული ენისა და ბუნების მასწავლებლები მარი თაბაგარი და ნათია ხუჭუა მათ დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების გაფრთხილებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ესაუბრნენ - დედამიწა ჩვენი სახლია, ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლე ყვავის და რომ მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. ბავშვებმა შექმნეს ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები. ზოგიერთმა დედამიწა აამეტყველა, ზოგი კი მიეფერა და დედას შეადარა. მერე თავიანთი ჩანაწერები თემატური ილუსტრაციითაც გააფორმეს და თანაკლასელებს გააცნეს.მათი ფუსფუსი და საქმიანი ჟრიამული ნამდვილად იყო დასტური იმისა, რომ ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს" და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე: ,,იზრუნე დედამიწაზე და დედამიწა იზრუნებს შენზე, გაანადგურე დედამიწა და ისიც გაგანადგურებს!" ამ ბავშვებმა ძალიან კარგად იციან, რომ განსაკუთრებულად საყვარელი და გასაფრთხილებელია ყველაფერი ის, რასაც სიტყვა დედა ამშვენებს და ალამაზებს. დედამიწავ, გვიყვარხარ და გაგიფრთხილდებით! - ესაა III კლასელების გზავნილი.

სრულად
Image 24 აპრილი 2026 წელი

ჩვენი სკოლის მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე ნამდვილი კოსმოსური თავგადასავალი მოაწყვეს.    მასწავლებელ ლალი მელივას ხელმძღვანელობით, პატარა მკვლევარებმა რთული ციფრები საინტერესო აღმოჩენებად აქციეს: დაამუშავეს პლანეტების დიამეტრები; ისწავლეს დიდი რიცხვების დამრგვალება; კოსმოსური მანძილები „ნაბიჯებად“ გადათვალეს და მზის სისტემის მასშტაბები უკეთ აღიქვეს. შედეგად მივიღეთ სასწაული ნამუშევრები, სადაც მათემატიკური სიზუსტე და ბავშვური ფანტაზია ერთმანეთს იდეალურად შეერწყა. ვამაყობთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეებით!  

სრულად
Image 24 აპრილი 2026 წელი

სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლეების მორიგი დიდი წარმატება! „კინგსის“ სასკოლო ლიგაზე ჩვენმა მე-3 და მე-4 კლასელებმა ქართულ ენასა და მათემატიკაში საპრიზო ადგილები დაიკავეს და სკოლას ოქროსა და ვერცხლის მედლები მოუტანეს!    გაიცანით ჩვენი პატარა ჩემპიონები და მათი პედაგოგები: ნიკოლოზ ხულორდავა (III კლასი) — ოქროს მედალი მათემატიკაში, მასწავლებელი - ეკა ლომინაძე დაჩი გაგოშიძე (IV კლასი) — ვერცხლის მედალი ქართულ ენაში, მასწავლებელი - ლეილა თვალაბეიშვილი დავით ზაქაიძე (IV კლასი) — ვერცხლის მედალი მათემატიკაში, მასწავლებელი- ლალი მელივა „წარმატება თავისით არ მოდის, ის შრომის, მონდომებისა და ცოდნის სიყვარულის შედეგია.“ ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ამ ბრწყინვალე შედეგს! გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია.

სრულად
Image 24 აპრილი 2026 წელი

ჩვენი სკოლის მეხუთე (5ა და 5ბ) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საოცარი პროექტი განახორციელეს! პატარა მკვლევრებმა ნამდვილი კოსმოსური მოგზაურობა მოაწყვეს: დეტალურად მიმოიხილეს მზის სისტემა და ყველა პლანეტა, იმსჯელეს ციური სხეულების აგებულებასა და კლიმატზე, კიდევ ერთხელ დაინახეს ჩვენი დედამიწის უნიკალურობა.მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად კოსმოსის უსასრულობისა, დედამიწა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლისთვის ყველა პირობა (წყალი, ჟანგბადი, ტემპერატურა) ჰარმონიულად არის შერწყმული. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე. მათ დედამიწის რესურსები „წითელ წიგნში“ შეტანილ იშვიათ სახეობებს შეადარეს, რომლებიც განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებენ.ჩვენმა მოსწავლეებმა არა მხოლოდ კვლევისა და პრეზენტაციის უნარები აჩვენეს, არამედ დიდი სიყვარული ჩვენი საერთო სახლის მიმართ!    

სრულად
Image 12 აპრილი 2026 წელი

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!   ამ სიტყვებით მთელი სამყარო ივსება იმედით, სიყვარულითა და რწმენით.რამხელა ბედნიერებაა, ვიყოთ ამ დიდი საიდუმლოს თანამონაწილენი და არა უბრალოდ შორიდან დამკვირვებელნი.მადლობა უფალს ყოველი დღისთვის, რომელიც გვაახლოებს მასთან. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებდა:„სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“ წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!ჩვენთან არს ღმერთი!

სრულად