• შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება;
• ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;
• ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და აღზარდოს ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით;
• შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა თუ მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად;
• ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
• ჩამოუყალიბოს მოსწავლეს საფუძვლები შემწყნარებელ (ტოლერანტ) მოქალაქედ ჩამოსაყალიბებლად.
• დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
• შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
• შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
• შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
• დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად);
• მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
კათედრები აერთიანებს საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს.
• საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
• კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
• გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
• სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა;
• რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
• რეკომენდაციების შემუშავება სწავლა–სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
• შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
• კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე. კათედრის პირველ სხდომაზე, მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმის, საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების განხილვა. განიხილება ასევე თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში, რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი, რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.