ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის (შემდგომში - სკოლა) მისიაა მოსწავლეებმა მიიღონ მაღალი აკადემიური განათლება, გამოიმუშაონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში. ინგლისური ენისა და ქართული კულტურის საფუძვლიანი შესწავლით, სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების საფუძველზე შეძლოს გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ, რაც მოამზადებს მათ არამარტო ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.
სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობას ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეეძლოს გუნდური მუშაობის წარმართვა, განვითარდეს მრავალმხრივად და შეეძლოს თანამედროვე სწრაფად ცვლად და დინამიურ გარემოში ორიენტაცია და ადაპტაცია. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს აირჩიოს მომავალი განვითარების მიმართულება და შეძლოს ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.