როცა ოჯახში ბავშვისათვის სკოლის არჩევის დრო დგება, როგორც წესი, კერძო სკოლის არჩევის საკითხი აქტუალური ხდება. მოგეხსენებათ, რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია. არჩევანი თამამად, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაზე შეგიძლიათ გააკეთოთ.
ამგვარი არჩევანის მრავალი მიზეზი არსებობს, რადგან უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს :

საზოგადოდ, კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა უსაფრთხოების მაღალ დონესთან, სწავლის განსხვავებულ მეთოდთან, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა დადებით ფაქტორებთან ასოცირდება.

სკოლა დაინტერესებულია საბოლოო შედეგით, მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობეს, გამორჩეულობას, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობას. განსაკუთრებულად საინტერესოა ის, რომ ჩვენს მოსწავლეებს დამატებითი რეპეტიტორის აყვანა არ სჭირდებათ. სკოლა ორიენტირებულია მოსწავლე გაიყვანოს შედეგზე, რაც გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში საგრანტო ქულებით ჩაბარებას.

ადამიანური რესურსი- გულისხმობს საუკეთესო პედაგოგებს; მასწავლებელი თავად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებ, სთავაზობს მოსწავლეს ახალს, განსხვავებულსა და საინტერესოს.

ასევე მნიშვნელოვანია, სკოლის მატერიალური რესურსი, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო გარემო.

წმინდა ნინოს სკოლა ერთი დიდი ოჯახია. სკოლის სავიზიტო ბარათი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება და გუნდურობაა.