შეტყობინებები სიახლეებსა და მოსალოდნელ განახლებებზე
მიმდინარე სიახლეები
17 აპრილი 2025 წელი
დღეს განსაკუთრებული დღე ჰქონდათ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეექვსე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს. ისინი მასწავლებელთან ერთად ეწვივნენ წმინდა ლუკა მახარებლის ტაძარს, სადაც გულთბილად უმასპინძლა ტაძრის წინამძღვარმა მამა სპირიდონმა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ტაძარში ჩატარებულ ღვთისმსახურებაში, მოისმინეს მამა სპირიდონის ქადაგება და ისაუბრეს ქრისტიანულ ფასეულობებზეც - სინანულსა და სიყვარულზე.
მომლოცველთათვის მთავარი და ამაღლებული ნაწილი იყო ზიარება — მოსწავლეები წირვის დასრულების შემდეგ წმინდა საიდუმლოს ეზიარნენ, საკურნებელად სულისა და ხორცისა, სადიდებელად უფლისა!
მოსწავლეებისთვის ეს არ იყო მოლოცვისა და ზიარების პირველი შემთხვევა. ისინი ყოველთვის ზრუნავენ შინაგან სიმშვიდესა ღვთის მადლის მოპოვებისთვის. მადლობას ვუხდით ჩვენს სულიერ მოძღვარს, მამა სპირიდონს, ამ მადლიან გზაზე თანადგომისთვის.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დედაენის დღეს ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღინიშნავს. მე-6 კლასის მოსწავლეები, SEU-ში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, შემეცნებით ლექციაზე იმყოფებოდნენ კლასის დამრიგებლებთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად.
მათ მოისმინეს საინტერესო მოხსენებები:
დამწერლობის ისტორიაზე,
უცნაურ წიგნებზე,
გამორჩეულ ბიბლიოთეკებზე,
იაკობ გოგებაშვილსა და „დედა ენაზე“.
განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საბეჭდი მანქანის გამოყენების ცდამ. ეს იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიული და სახალისო აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, შეხებოდნენ წარსულის საგანძურს და უფრო ღრმად გაცნობოდნენ მშობლიური ენის მნიშვნელობას.
აქტივობის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანესია: მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს ლექცია, არამედ თავად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ ათვისებას.
სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები ზრდის მოსწავლეების ინტერესს საგნის მიმართ და აძლიერებს მათ მოტივაციას.მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის ისტორიასა და მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს მათში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას.
აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობასა და კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური განვითარებისთვის.
ლექციები, პრაქტიკული აქტივობები და დისკუსიები ქმნის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რომელიც აკმაყოფილებს მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროებას.
შეხვედრის ბოლოს შეჯამებამ და შთაბეჭდილებების გაზიარებამ ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ: იოანე აბესაძე, ნიკოლოზ მამედოვი, ერეკლე ბეგიაშვილი, დემეტრე რუსია, იოანე ბახტურიძე, კოტე კვანჭიანი და ტაისია ბუჩუკური.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ბუნების, ქართულისა და ხელოვნების კომბინირებული გაკვეთილიდან, სადაც მოსწავლეებმა უხერხემლო ცხოველების მნიშვნელობაზე, პეპლის სასიცოცხლო ციკლზე ისაუბრეს და საკუთარი ხელით დამზადებული მაკეტები წარადგინეს, სწავლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში ვიზიტით.
საგანმანათლებლო პროგრამა - ,,4 სიცოცხლე" მოსწავლეები გაეცნენ აბრეშუმის მუზეუმის ისტორიას, აბრეშუმის ტრადიციული წარმოების მეთოდებს, ნახეს, როგორ იღებდნენ ძვირფას აბრეშუმის ძაფს და როგორ იყენებდნენ მას ტექსტილის წარმოებაში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მატერიის შესაღებად განკუთვნილმა ბუნებრივმა და ქიმიურმა საღებავებმა.
გაკვეთილის სახალისო და შემეცნებითი ნაწილი იყო თუთის აბრეშუმხვევიას სასიცოცხლო ციკლის ვიდეო მასალის ჩვენება და ბუკლეტების დარიგება. მოსწავლეებმა თავად დაასურათეს სტიკერებით. მუზეუმისგან მიღებულმა საჩუქრებმა კი დღე კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა.
ასეთი კომბინირებული და პრაქტიკული სწავლება საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა ცოდნის გასამდიდრებლად და სამყაროსადმი ინტერესის გასაღვივებლად.
წმინდა ნინოს სკოლის პედაგოგები და დამრიგებლები: ნათია ხუჭუას, ლეილა თვალაბეიშვილი, ქეთი დევნოზაშვილი, თამარ თაქთაქიშვილი და ელენე მიროტაძე საინტერესო აქტივობის ინიციატორები იყვნენ.