19 ნოემბერს, მე-4ბ და მე-5ა კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან — ლია ინჯიასთან, ეკა ლომინაძესთან და ლიკა სირანაშვილთან ერთად ეწვივნენ გრიბოედოვის თეატრს.
მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერულმა დასმა ბავშვებისთვის წარმოადგინა საოცრად ნაზი და ამაღელვებელი ბალეტი „ურჩხული და მზეთუნახავი“.
პატარა მაყურებლებისთვის ეს იყო არა მხოლოდ ფრანგული ზღაპრის ხელახლა გაცნობა, არამედ ნამდვილ ემოციებით სავსე მხატვრული გამოცდილება — მუსიკით, ბალეტის მოძრაობებითა და თეატრალური სამყაროს ჯადოთი.
ბავშვები დიდი ენთუზიასმით ადევნებდნენ თვალს თითოეულ მომენტს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ხელოვნება ყველასათვის არის ჯადოსნური სამყარო.