24 ნოემბერი 2025 წელი
პროექტი „ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“ — მე-10ა კლასში
მე-10ა კლასში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი „ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელოვანი მიმართულებების, ცერნის კვლევების არსისა და მათი გავლენის შესახებ ცოდნის გაღრმავება.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
- ცერნის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია – ცენტრის შექმნის საფუძვლები და განვითარების ეტაპები;
- დიდი ადრონული კოლაიდერი – მისი სტრუქტურა, დანიშნულება და მიმდინარე ექსპერიმენტები;
- ბირთვული ფიზიკის ძირითადი ცნებები, მათ შორის: სტანდარტული მოდელი, ანტინაწილაკები, ბოზონები, ჰიქსის ნაწილაკი;
- დიდი აფეთქების თეორია – სამყაროს წარმოშობის თანამედროვე მეცნიერული ახსნა;
- ცერნის კვლევების გამოყენება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მედიცინაში, როგორიცაა ადრონებით კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდები.
პროექტი განხორციელდა თემატურ ჯგუფებად. მიმართულებები და ხელმძღვანელები:
- ცერნის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია — ხელმძღვანელი: მზია მელივა
- დიდი ადრონული კოლაიდერი — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე
- დიდი აფეთქების თეორია — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე
- სტანდარტული მოდელი — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე
- ატომის აღნაგობა — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე
- იზოტოპები და მათი გამოყენება — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე
- ცერნის მიღწევების გამოყენება მედიცინაში — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე
- ღმერთი სამყაროს შემოქმედი — ხელმძღვანელი: გრიგოლ ბენდელიანი
პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ასევე თანამედროვე სამეცნიერო პროცესების უკეთ გააზრებას.
ვულოცავთ მე-10ა კლასს წარმატებით განხორციელებულ პროექტს და ვუხდით მადლობას პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის.