დიდი სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ სასიხარულო ინფორმაცია: ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, მარიამ მეტრეველი, HMC-ის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია!
კონკურსის შედეგად, მარიამმა მოიპოვა დაფინანსება და მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას ინგლისში, Queenswood School-ში A-Level-ის პროგრამაზე გააგრძელებს.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მთელი გულით ვულოცავთ მარიამს ამ დიდ წარმატებას!
ვუსურვებთ ახალ თავგადასავლებს და დაუვიწყარ სასკოლო წლებს ბრიტანეთში!
ჩვენ გვჯერა, რომ ის კიდევ არაერთხელ გვასახელებს.