მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 აპრილი 2026 წელი

„დედამიწა — ჩვენი ერთადერთი სახლი კოსმოსში“

ჩვენი სკოლის მეხუთე (5ა და 5ბ) კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით საოცარი პროექტი განახორციელეს!

პატარა მკვლევრებმა ნამდვილი კოსმოსური მოგზაურობა მოაწყვეს: დეტალურად მიმოიხილეს მზის სისტემა და ყველა პლანეტა, იმსჯელეს ციური სხეულების აგებულებასა და კლიმატზე, კიდევ ერთხელ დაინახეს ჩვენი დედამიწის უნიკალურობა.
მოსწავლეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიუხედავად კოსმოსის უსასრულობისა, დედამიწა არის ერთადერთი ადგილი, სადაც სიცოცხლისთვის ყველა პირობა (წყალი, ჟანგბადი, ტემპერატურა) ჰარმონიულად არის შერწყმული.

პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ასევე ისაუბრეს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობაზე. მათ დედამიწის რესურსები „წითელ წიგნში“ შეტანილ იშვიათ სახეობებს შეადარეს, რომლებიც განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებენ.
ჩვენმა მოსწავლეებმა არა მხოლოდ კვლევისა და პრეზენტაციის უნარები აჩვენეს, არამედ დიდი სიყვარული ჩვენი საერთო სახლის მიმართ!