სიახლეები

Arrow Down Icon
Image 23 დეკემბერი 2025 წელი

4ა კლასის დამრიგებლის, ელენე მიროტაძის ორგანიზებით, სკოლაში მოეწყო თბილი და სიხარულით სავსე საშობაო გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი სასკოლო საზოგადოების ერთიანობა, შემოქმედებითი სული და ქველმოქმედების მნიშვნელობა. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ 4ა კლასის მოსწავლეებმა, არამედ სხვა კლასების ბავშვებმაც, რამაც გამოფენა-გაყიდვას განსაკუთრებული მასშტაბი და მრავალფეროვნება შესძინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 6ა კლასის მოსწავლეებისა და მათი დამრიგებლის, ანა ხელაიას თანადგომა და აქტიური მონაწილეობა. საგამოფენო სივრცე სავსე იყო სადღესასწაულო განწყობით, ბავშვების სიხარულითა და სტუმრების ინტერესით. გასაყიდად წარმოდგენილი იყო მშობლების მიერ სიყვარულითა და ზრუნვით მომზადებული სხვადასხვა სახის ტკბილეული და საკვები: ნამცხვრები, დონატები, ფელამუში, ჩურჩხელა, ქათმის ბურგერები და მრავალი სხვა საშობაო გემრიელობა  . თითოეულ დახლს თან ახლდა ბავშვების ენთუზიაზმი და სურვილი, საკუთარი წვლილი შეეტანათ კეთილ საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენამ, რომელიც მოეწყო ხატვის მასწავლებლების — ქეთევან დევნოზაშვილისა და ნინო ცარციძის ხელმძღვანელობით. თავდაპირველად ნამუშევრები მხოლოდ საგამოფენო დანიშნულებით იყო წარმოდგენილი, თუმცა სტუმრების მხრიდან დიდი მოწონება და ინტერესი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ნახატების ავტორებთან შეთანხმებით მათი გაყიდვაც გადაწყდა. ეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა – როგორ შეიძლება შემოქმედება სიკეთის სამსახურში ჩადგეს. მთლიანი შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საშობაო გამოფენა-გაყიდვა იქცა არა მხოლოდ სადღესასწაულო აქტივობად, არამედ სიკეთის, თანადგომისა და სოციალური პასუხისმგებლობის ცოცხალ მაგალითად. აღნიშნული ინიციატივა ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის, მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების თანამშრომლობა საერთო ღირებულებების გასაზიარებლად და მომავალი თაობის სწორად აღსაზრდელად. ასეთი ღონისძიებები ბავშვებს უყალიბებს გულმოწყალებას, პასუხისმგებლობას და ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილს – იმ ფასეულობებს, რომლებიც საშობაო სულისკვეთების არსს წარმოადგენს.  

სრულად
Image 23 დეკემბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სტუდია „რამპას“ პატარა მსახიობებმა მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „სათაგური“ წარმოადგინეს. დადგმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე იყო აგებული და ერთი კონკრეტული მოთხრობით არ შემოიფარგლებოდა - იგი დიდი მწერლის პოეზიასაც მოიცავდა. მსახიობები საოცარი ოსტატობით განასახიერებდნენ თავიანთ როლებს. სცენაზე ნათლად იგრძნობოდა, რომ თითოეულ მათგანს როლი არა მხოლოდ ნასწავლი, არამედ შინაგანად განცდილი ჰქონდა, რასაც მათი ბუნებრივი არტისტიზმიც ამყარებდა. ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას ეზიარო, დიდი ბედნიერებაა, ხოლო სცენაზე მისი პერსონაჟების გაცოცხლება შეძლო - უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც პატარა მსახიობებმა ღირსეულად გაართვეს თავი. სპექტაკლის სცენარის ავტორი და რეჟისორი გახლდათ მარი თაბაგარი,პროდიუსერი - ლალი მელივა,მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური,ქორეოგრაფი - ნათია ხუჭუა. სცენიდან ისმოდა სიტყვები: „ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“. სწორედ ეს „ღმერთები“ ისხდნენ დარბაზში - მშობლები, რომელთა თვალებში სიამაყე და სიყვარული ერთად ბრწყინავდა, როცა თავიანთი შვილების ნიჭს ადევნებდნენ თვალს.   სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე - მამა სპირიდონ მუმლაძე, რომელმაც დალოცა პატარა მსახიობები და ბედნიერი ახალი წელი უსურვა. დაე, სიკეთე და ბედნიერება არასოდეს მოშლოდეს მთელი მსოფლიოს ბავშვებს.    

სრულად
Image 22 დეკემბერი 2025 წელი

ჩვენი სკოლის IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეებთან ბუნებისმეტყველების გაკვეთილები „სწავლა–კეთებით“ პრინციპით წარიმართა. თემაზე „მზე და მთვარე“ მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს და სხვადასხვა პრაქტიკული აქტივობა განახორციელეს. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა: შექმნეს მზის სისტემისა და მთვარის ფაზების მოდელები; დააკვირდნენ მათ ფორმასა და ფერს, ისაუბრეს ციური სხეულების მნიშვნელობაზე ბუნებაში; იმსჯელეს დღის და ღამის მონაცვლეობაზე; შექმნეს თემატური ნახატები და წარადგინეს მცირე პრეზენტაციები; მოაწყვეს „ჩრდილების თეატრი“, სადაც ციური სხეულების მოდელებისა და სინათლის წყაროს გამოყენებით დააკვირდნენ ჩრდილის ფორმისა და ზომის ცვლილებას. განხორციელებული აქტივობების საშუალებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს სამყაროს აგებულება და ციური სხეულების როლი ადამიანის ცხოვრებაში. სასწავლო პროცესი იყო საინტერესო, შემოქმედებითი და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული, რაც მოსწავლეთა ჩართულობას კიდევ უფრო ზრდიდა. გაკვეთილი ჩაატარა მასწავლებელმა ნათია ხუჭუამ, რომლის ხელმძღვანელობითაც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტიურობით მუშაობდნენ. მსგავსი გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის ზრდას, დაკვირვების, ანალიზისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას.  

სრულად
Image 16 დეკემბერი 2025 წელი

ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე პირველკლასელებმა საინტერესო და სახალისო შემოქმედებითი აქტივობა — „წელიწადის დროების ალბომი“ — განახორციელეს. გაკვეთილს უძღვებოდა მასწავლებელი ეთო აფციაური, რომელმაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მიღებული ცოდნა პრაქტიკული და შემოქმედებითი გზით გაეღრმავებინათ. აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა გაიცნეს წელიწადის ოთხივე დროის ძირითადი ნიშნები: ამინდის ცვლილებები, ბუნებაში მიმდინარე პროცესები, მცენარეებისა და ცხოველების მდგომარეობა, ასევე ადამიანის საქმიანობა სხვადასხვა სეზონზე. ხატვისა და ფერების გამოყენებით მათ შექმნეს ალბომის გვერდები, სადაც თითოეული სეზონი საკუთარი აღქმითა და წარმოსახვით ასახეს. გაკვეთილი ხელს უწყობდა მოსწავლეთა დაკვირვების უნარის, შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი ინტერესის განვითარებას. ჯგუფური მუშაობის პროცესში ბავშვებმა ისწავლეს ერთმანეთის მოსმენა, თანამშრომლობა და საკუთარი აზრების გაზიარება, რაც დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასწავლო პროცესი იყო დინამიური, პოზიტიური და ასაკის შესაბამისი. მსგავსი აქტივობები სწავლას უფრო საინტერესოსა და დასამახსოვრებელს ხდის და მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულსა და ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო აძლიერებს.

სრულად
Image 13 დეკემბერი 2025 წელი

12 ნოემბერს ჩვენს სკოლაში გაიმართა განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ღონისძიება — არქიტექტორმა, ბატონმა ლაშა ხულორდავამ მოსწავლეებისთვის ჩაატარა საინტერესო და შემეცნებითი მასტერკლასი, რომელმაც ბავშვებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. შეხვედრა თავიდანვე გამოირჩეოდა თბილი და მეგობრული ატმოსფეროთი. ბატონმა ლაშამ არქიტექტურის არსი მოსწავლეებს მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე აუხსნა. მან აღნიშნა, რომ არქიტექტურა არის სივრცის დაგეგმვისა და შენობების შექმნის ხელოვნება და მეცნიერება, რომელიც აერთიანებს ესთეტიკას, პრაქტიკულობასა და ინჟინერიას. მისი განმარტებით, არქიტექტურის მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველი იქნება, არამედ ფუნქციური და ადამიანებისთვის კომფორტულიც. მასტერკლასის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ვიზუალურ პრეზენტაციას, რომელმაც მოსწავლეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. პრეზენტაციის საშუალებით ბავშვებმა იმოგზაურეს არქიტექტურის ისტორიაში — ანტიკური ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე პერიოდის ჩათვლით. მათ დაათვალიერეს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლები და შენობები, გაეცნენ სხვადასხვა ეპოქის სტილს, ფორმებსა და იდეებს. ბატონმა ლაშამ მოკლედ და საინტერესოდ დაახასიათა თითოეული ეპოქა და მაგალითების დახმარებით აჩვენა, როგორ იცვლებოდა ადამიანის ხედვა საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეების მიმართ საუკუნეების განმავლობაში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საუბარი იმაზე, თუ როგორ აისახება არქიტექტურა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ არქიტექტურა მხოლოდ შენობების აგება არ არის — ეს არის ჩვენი გარემოს აღქმა, სივრცის შეგრძნება და ის, თუ როგორ ვურთიერთობთ ჩვენს საცხოვრებელ სამყაროსთან. ამან ბავშვებში ახალი ინტერესები და კითხვები გააჩინა, რაც შეხვედრის ინტერაქტიულობას კიდევ უფრო ზრდიდა. მასტერკლასის ბოლოს მოსწავლეებმა დიდი კმაყოფილება და სიხარული გამოხატეს. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ არქიტექტურა სრულიად ახალი კუთხით დაინახეს და ზოგიერთმა მომავალ პროფესიაზეც კი დაიწყო ფიქრი. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი შემეცნებითი შეხვედრები ბავშვების მსოფლმხედველობის გაფართოებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ლაშა ხულორდავას საინტერესო, შინაარსიანი და შთამაგონებელი მასტერკლასისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც არაერთ ასეთ ნაყოფიერ შეხვედრას ვუმასპინძლებთ.

სრულად
Image 12 დეკემბერი 2025 წელი

English Book Education-თან თანამშრომლობით ჩვენს სკოლაში ჩატარდა Pearson Level Test 7–11 კლასის მოსწავლეებისთვის. სკოლა მუდმივად ზრუნავს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მოსწავლეთა ცოდნის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის შეფასებაზე. აღნიშნული მიზნის ფარგლებში, English Book Education-თან პარტნიორობით განხორციელდა Pearson Level Test — ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ონლაინ ენობრივი შეფასების სისტემა. ტესტირება მოიცავდა სამი ძირითადი ენობრივი უნარის შეფასებას:– Reading– Listening– Writing ტესტი ჩატარდა თანამედროვე ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ და ობიექტურ შედეგებს CEFR-ის (A1–C2) მიხედვით. ტესტირების შედეგად მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ რეალური სურათი საკუთარი ცოდნის დონეზე, ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შესახებ, რაც ხელს უწყობს მათ ენობრივი მოტივაციის ზრდას. მიღებული შედეგები მნიშვნელოვანი იქნება როგორც ინგლისური ენის პედაგოგებისთვის, ისე სკოლის ადმინისტრაციისთვის, რათა უფრო ეფექტურად დაიგეგმოს სასწავლო პროცესი და ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გაძლიერდეს მოსწავლეთა მხარდაჭერა. სკოლა მადლობას უხდის English Book Education-ს პროფესიონალიზმისა და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ჩვენი სკოლის მთავარი მიზანია მოსწავლეებს შევუქმნათ თანამედროვე, ხარისხიანი და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.

სრულად
Image 10 დეკემბერი 2025 წელი

სწავლების პროცესის გასახალისებლად და მოსწავლეთა ჩართულობის გასაზრდელად, I კლასში ჩატარდა მოთამაშე-შემეცნებითი აქტივობა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანში. გაკვეთილის ფარგლებში დაფაზე განთავსებული იყო მარცვლები, სიტყვები და ხმოვნები. მოსწავლეებმა თამაშის ფორმატში შეასრულეს შემდეგი დავალებები:– მარცვლებით შეადგინეს სიტყვები;– სიტყვებით — წინადადებები. აქტივობამ დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველკლასელებმა ხალისით იმუშავეს და თამაშის გზით შეძლეს მიღებული ცოდნის განმტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება. აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი — ლეილა თვალაბეიშვილი.

სრულად
Image 10 დეკემბერი 2025 წელი

მე-2ა კლასის მოსწავლეები სტუმრად იყვნენ “Kiki Ceramics”-ში და მონაწილეობა მიიღეს საახალწლო თიხის ხელოვნების მასტერკლასში. ბავშვებმა საკუთარი ხელებით შექმნეს საოცარი ნამუშევრები — ჭიქები, ვაზები და ნაძვისხის სათამაშოები.    მოსწავლეებმა საკუთარ თავს ნამდვილი კერამიკოსის როლი მოარგეს: მოამზადეს და დაამუშავეს თიხა ფრთხილად ჩამოაყალიბეს სურვილისამებრ ფორმები მიანიჭეს დიზაინი და ამოჭრეს თავიანთი ნამუშევრები საოცარი ენერგიით შექმნილი ნამუშევრები მალე გამოიცხობა და დაახლოებით 2 კვირაში სკოლაში მოგვიტანს — ბავშვები კი მოუთმენლად ელიან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთების ნახვას!   კლასს აქტივობაზე ახლდა კლასის დამრიგებელი მაია ხელაძე, ასევე ჩვენი სკოლის პედაგოგი გვანცა ტალახაძე.   ასეთი შემოქმედებითი გამოცდილებები პატარა ხელოვანებს თვითგამოხატვის, დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში ეხმარება.

სრულად
Image 09 დეკემბერი 2025 წელი

ჩვენმა მე-7 კლასელებმა შემოქმედებითად და დიდი პასუხისმგებლობით იმუშავეს ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე — ბავშვთა უფლებებზე. გუნდებად გაერთიანებულმა მოსწავლეებმა შეისწავლეს ბავშვთა უფლებების კონვენცია, შეარჩიეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი და თანაკლასელებს აუხსნეს, რატომ მიიჩნევდნენ მათ პრიორიტეტულად. ასევე გაავლეს პარალელები კონსტიტუციასთან და ადამიანთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასთან. მათ მოიტანეს საინტერესო ისტორიული და ლიტერატურული მაგალითები, რითაც უკეთ წარმოაჩინეს, როგორ იცავს საზოგადოება ბავშვის უფლებებს და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი იყო მცირე მაკეტები — „ბავშვთა სამყაროები“, სადაც მოსწავლეებმა ვიზუალურად ასახეს უსაფრთხო, თავისუფალი და დაცული გარემო ბავშვებისთვის. პროექტის მთავარი მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს გაეღრმავებინათ სამართლებრივი ცოდნა და უკეთ გაეგოთ საკუთარი უფლებები. ვულოცავთ ჩვენს მე-7 კლასელებს პასუხისმგებლობითა და კრეატიულობით შესრულებულ დიდ საქმეს! პროექტის ხელმძღვანელი: ჯუბა თომაძე

სრულად
Image 09 დეკემბერი 2025 წელი

პლატფორმა „შეხვედრა მშობელთამ“ განსაკუთრებული საშუალებაა მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის გასაერთიანებლად. აღნიშნულმა აქტივობამ უფრო საინტერესო გახადა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ცხოვრება. 2025 წლის 5 დეკემბერს სკოლაში სტუმრად გვეწვია Vბ და VIIბ კლასის მოსწავლეების სოფია და ნიკოლოზ მამედოვების დედა - ქალბატონი ანა ნინუა. მასთან შესახვედრად დიდი მონდომებით მოემზადნენ Vა და Vბ კლასის მოსწავლეები. ქალბატონმა ანამ ბავშვებს საკუთარი ცხოვრებისეული არჩევანისა და პროფესიის შესახებ ბევრი მოუთხრო. აუხსნა, როგორ გადაწყვიტა იურისტობა, რატომ იზიდავდა მას ეს პროფესია და როგორ აღმოჩნდა პოლიციაში გამომძიებლად. ისიც უთხრა, რომ ადამიანთა უსაფრთხო ცხოვრებას დიდი ძალისხმევა და მონდომება სჭირდება, თუმცა, როცა კარგ საქმეს აკეთებ, საამაყოცაა და საპასუხისმგებლოც. ქალბატონმა ანამ მოსწავლეებს აჩვენა თავისი საქმიანობის ფოტო და ვიდეომასალა, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.ბავშვებმა უამრავი კითხვა დასვეს. მათ შორის დაინტერესდნენ ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაულებით. კითხვები შეეხებოდა ქურდობას, ძარცვას, ოჯახურ ძალადობას, ნარკოტიკსა და სხვა უამრავ ფაქტსა თუ ვარაუდს. საუბრის შეჯამებისას ყველამ აღნიშნა, რომ ამ გზას არავინ უნდა დაადგეს და როცა ხედავ, რომ დანაშაული ხდება, სასწრაფოდ უნდა დარეკოს 112-ში. მადლობა ქალბატონ ანას საკუთარი პროფესიის ასე მიმზიდველად და საინტერესოდ წარმოჩენისთვის.

სრულად