წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, 2 თებერვალს მე-5ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი განსაკუთრებულად შემოქმედებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა, მასწავლებელ გვანცა ტალახაძის ხელმძღვანელობით, წაიკითხეს ეკატერინე გაბაშვილის უკვდავი მოთხრობა — „მაგდანას ლურჯა“, რის შემდეგაც სცადეს „წიგნის გაცოცხლება“.
ბავშვებმა ნაწარმოებიდან თავად აირჩიეს სცენები და სიტყვების გარეშე, მხოლოდ ჟესტებითა და მიმიკებით, წარმოადგინეს პერსონაჟების ემოციები და განწყობები.
აქტივობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ღრმად შეიძლება წიგნის განცდა, როცა კითხვა ფანტაზიასა და შემოქმედებითობას ერწყმის. წიგნი ბავშვებისთვის ცოცხლდება მაშინ, როცა ისინი მას გულით კითხულობენ.