საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა ნამდვილ ზღაპარში გვამოგზაურეს. სცენაზე გაცოცხლდა საახალწლო სითბო, სიხარული და ბავშვური გულწრფელობა, რომელმაც მაყურებელი პირველივე წუთებიდანვე მოაჯადოვა.
პატარების გულწრფელმა ღიმილმა, მონდომებამ და ენთუზიაზმმა კიდევ ერთხელ შეგვახსენება, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი სასკოლო ნაბიჯები სიყვარულითა და სიხარულით იყოს სავსე.
ზეიმი მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ნინო ბიბილურმა, ხოლო დადგმა განახორციელა პირველი კლასის დამრიგებელმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ თაქთაქიშვილმა.
ეს დღე პირველკლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად დარჩება, ხოლო ჩვენთვის — ბავშვური სიხარულის ყველაზე სუფთა და ნათელ გამოხატულებად