სიახლეები

Arrow Down Icon
Image 26 ნოემბერი 2025 წელი

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის — ბექა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში — „სპორტის სახეობების“ შესახებ პრეზენტაციებში. ბავშვები 5 გუნდად იყვნენ დაყოფილები და თითოეულმა გუნდმა საკუთარი სპორტული მიმართულება შეარჩია, მოამზადა და თანაკლასელებს გააცნო. პრეზენტაციებმა არა მხოლოდ ცოდნა გააღრმავა, არამედ ბავშვებს გუნდურად მუშაობის, ერთმანეთის მოსმენისა და საკუთარი აზრის წარმოთქმის უნარიც გაუღრმავდათ. ვულოცავთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს წარმატებით ჩატარებულ საქმიანობას და მადლობას ვუხდით მასწავლებელს — ბექა კვარაცხელიას, ინტერესიანი და მოტივაციური გარემოს შექმნისთვის!

სრულად
Image 26 ნოემბერი 2025 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარი თაბაგარის მოწვევით, სკოლას მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. იგი შეხვდა III, IV, VI, VII, VIII კლასის მოსწავლეებს.   საუბარი ჯერ წიგნის სიყვარულს შეეხო – რა ძალა აქვს სიტყვას, როგორ აღვიძებს ლიტერატურა ადამიანსის ლამაზ გრძნობებს და რატომ უნდა დაუბრუნდეს ბავშვი წიგნს ისე, როგორც სახლს უბრუნდება. შემდეგ საუბრის თემა გახდა მწერლის წიგნები - „ცერცვისტოლა ამბები“, „ტყუილების ქვეყანა", ,,ონანა"...  პერსონაჟებზეც ისე ისაუბრეს, თითქოს ისინიც  ბავშვებთან ერთად იქვე, დარბაზში ისხდნენ. განსაკუთრებული აქტიურობით მე-3 კლასელები გამოირჩეოდნენ. მათ მწერალს წერილებიც მისწერეს და ხატვის მასწავლებელ ნინო ცარციძესთან ერთად შექმნილი  ილუსტრაციებიც გადასცეს.  თითოეული წერილი და ნახატი ბავშვური გულწრფელობით იყო გაჯერებული. გაუჩნდათ უამრავი კითხვა: სიმართლის თქმით მართლა თუ იზრდება ტყუილებით დაპატარავებული ქვეყანა; იმუშავებდა თუ არა ,,ზარმაცების სკოლაში" მასწავლებლად;  რატომ ტირიან ადამიანები და სინამდვილეში რა განსხვავებაა სიხარულისა და დარდის ცრემლებით დაბადებულ ვარსკვლავებს შორის; რაზე იტირა ,,ცრემლების შემგროვებელი ბიჭის" ავტორმა ბოლოს; ჰგავს თუ არა რომელიმე პერსონაჟი თავად ავტორს და ლაპარაკობს თუ არა ღამით მისი სახლი.  ნინო ქადაგიძე მშვიდად უსმენდა, თბილად პასუხობდა და ისე ხატოვნად აკავშირებდა რეალობასა და ფანტაზიას, რომ ბავშვებს წამითაც არ დაუკარგავთ რწმენა, რომ წიგნებში ყველაფერი შესაძლებელია. შეხვედრის დასასრულს მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა ნინო ქადაგიძის მხატვრული ხერხებით გაჯერებული ლექსები წაიკითხეს და წიგნებზე სამახსოვრო წარწერები და ავტოგრაფებიც მიიღეს. შეხვედრა მეტად თბილი, შემეცნებითი და შთამბეჭდავი იყო.

სრულად
Image 25 ნოემბერი 2025 წელი

სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო მომენტი სწორედ ის არის, როდესაც ჩვენი შრომა და მოსწავლეთა მიღწევები გარედანაც ფასდება. დიდი სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა და აგრარულმა უნივერსიტეტმა ჩვენს სკოლას გადასცა მადლობის სიგელები – წლების განმავლობაში მაღალი აკადემიური სტანდარტების, მოტივირებული გარემოსა და გამორჩეული აბიტურიენტების აღზრდისთვის. ეს დიდი პატივია თითოეული ჩვენგანისთვის – სკოლის ადმინისტრაციისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და, რა თქმა უნდა, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა წარმატებამაც გზა გაუხსნა ამ აღიარებას. ჩვენი სკოლის მისია ყოველთვის იყო და არის ისეთი ახალგაზრდების აღზრდა, რომლებიც სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და ცოდნით ქმნიან საკუთარ მომავალს. დღევანდელი სიგელები კი კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ერთად სწორ გზაზე ვდგავართ. მადლობა უნივერსიტეტებს ყურადღებისთვის და თანამშრომლობისთვის.მადლობა ჩვენს მასწავლებლებს თავდადებისთვის და პროფესიონალიზმისთვის.და მადლობა ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს - თქვენი მიღწევები ჩვენი სკოლისთვის მუდმივი სტიმული, ძალა და სიამაყის წყაროა.

სრულად
Image 24 ნოემბერი 2025 წელი

19 ნოემბერს ჩვენს სკოლაში გაიმართა შიდა სასკოლო ჩემპიონატი ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-8–მე-11 კლასების გუნდები. შეჯიბრებამ დიდი ინტერესი და სპორტული ენთუზიაზმი გამოიწვია. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ 10ა და 10ბ კლასები. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვება მოიპოვა 10ა კლასმა!  ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე გუნდს აქტიურობისა და სპორტული ეთიკისთვის. განსაკუთრებული მადლობა სპორტის მასწავლებლებს — ბექა კვარაცხელიას და ქეთევან მიქელაძეს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ მოსწავლეთა ფიზიკური და სპორტული უნარების განვითარებაში. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი აქტივობები?მსგავსი ჩემპიონატები ხელს უწყობს: გუნდურ მუშაობასა და ლიდერობის განვითარებას ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოზარდების სოციალურ და ემოციურ განვითარებას პატიოსან კონკურენციასა და სპორტულ ეთიკას სკოლის ერთიანობისა და მეგობრული გარემოს გაძლიერებას ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ველით მომავალ სპორტულ ღონისძიებებს ჩვენს სკოლაში!

სრულად
Image 24 ნოემბერი 2025 წელი

მე-10ა კლასში განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი „ცერნის კვლევები და მისი გლობალური მნიშვნელობა“. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელოვანი მიმართულებების, ცერნის კვლევების არსისა და მათი გავლენის შესახებ ცოდნის გაღრმავება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: ცერნის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია – ცენტრის შექმნის საფუძვლები და განვითარების ეტაპები; დიდი ადრონული კოლაიდერი – მისი სტრუქტურა, დანიშნულება და მიმდინარე ექსპერიმენტები; ბირთვული ფიზიკის ძირითადი ცნებები, მათ შორის: სტანდარტული მოდელი, ანტინაწილაკები, ბოზონები, ჰიქსის ნაწილაკი; დიდი აფეთქების თეორია – სამყაროს წარმოშობის თანამედროვე მეცნიერული ახსნა; ცერნის კვლევების გამოყენება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით მედიცინაში, როგორიცაა ადრონებით კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდები. პროექტი განხორციელდა თემატურ ჯგუფებად. მიმართულებები და ხელმძღვანელები: ცერნის გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია — ხელმძღვანელი: მზია მელივა დიდი ადრონული კოლაიდერი — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე დიდი აფეთქების თეორია — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე სტანდარტული მოდელი — ხელმძღვანელი: ირმა წითაძე ატომის აღნაგობა — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე იზოტოპები და მათი გამოყენება — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე ცერნის მიღწევების გამოყენება მედიცინაში — ხელმძღვანელი: ელენე მელიქიძე ღმერთი სამყაროს შემოქმედი — ხელმძღვანელი: გრიგოლ ბენდელიანი პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ასევე თანამედროვე სამეცნიერო პროცესების უკეთ გააზრებას. ვულოცავთ მე-10ა კლასს წარმატებით განხორციელებულ პროექტს და ვუხდით მადლობას პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის.  

სრულად
Image 21 ნოემბერი 2025 წელი

19 ნოემბერს, მე-4ბ და მე-5ა კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან — ლია ინჯიასთან, ეკა ლომინაძესთან და ლიკა სირანაშვილთან ერთად ეწვივნენ გრიბოედოვის თეატრს. მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერულმა დასმა ბავშვებისთვის წარმოადგინა საოცრად ნაზი და ამაღელვებელი ბალეტი „ურჩხული და მზეთუნახავი“.     პატარა მაყურებლებისთვის ეს იყო არა მხოლოდ ფრანგული ზღაპრის ხელახლა გაცნობა, არამედ ნამდვილ ემოციებით სავსე მხატვრული გამოცდილება — მუსიკით, ბალეტის მოძრაობებითა და თეატრალური სამყაროს ჯადოთი. ბავშვები დიდი ენთუზიასმით ადევნებდნენ თვალს თითოეულ მომენტს და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ხელოვნება ყველასათვის არის ჯადოსნური სამყარო. 

სრულად
Image 21 ნოემბერი 2025 წელი

18 ნოემბერს, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან — ელენე მიროტაძესა და გვანცა ტალახაძესთან ერთად ილუზიების მუზეუმი მოინახულეს.    ბავშლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ შეიძლება მეცნიერება, ოპტიკა და გართობა ერთ დიდ თავგადასავლად იქცეს. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტში და აღმოაჩინეს ილუზიები, რომლებიც რეალობას თამაშად გარდაქმნის. ეს იყო დღე, სადაც სწავლა და სიამოვნება ერთ სივრცეში შეხვდა — უამრავი სიცილით, ემოციებითა და ახალი ცოდნით! მადლობა დამრიგებელებს აქტიური და შემეცნებითად დატვირთული დღის ორგანიზებისთვის.

სრულად
Image 20 ნოემბერი 2025 წელი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან — ლეილა თვალაბეიშვილთან ერთად ბავშვებმა პეპისა და კარლსონის პერსონაჟები გააცოცხლეს, დაწერეს გაგრძელება ულესა და ევას მეგობრობაზე, მისწერეს წერილები პეპისა და კარლსონს.ბოლოს დაგვპირდენენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე პეპისა და კარლსონს აუცილებლად წაიკითხავენ. ლინდგრენის შთამაგონებელი სიტყვები:• ,,ჩვენს შიგნით მცხოვრები ბავშვი არ უნდა მოვკლათ. აცადეთ ბავშვებს ხეებზე ცოცვა, სირბილი და ტალახში თამაში - ისინი ასე სწავლობენ ცხოვრებას.”• “მე მჯერა მშვიდობის, მჯერა სიკეთის და მჯერა ბავშვების.“• “ბავშვის სიცილი - ყველაზე წმინდა ხმაა მსოფლიოში.“• “ნუ იჩქარებ გაზრდას - ბავშვობა ერთადერთი ზღაპარია, რომელსაც ვეღარასდროს დავიბრუნებთ.“• “ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვებს - ისინი სიმართლეს თვალთმაქცობის და შიშის გარეშე ამბობენ.“• “გიყვარდეს შენი ცხოვრება - ეს ერთადერთი ისტორიაა, რომელიც შენ გეკუთვნის.“• “აცადეთ ბავშვებს იყვნენ ბავშვები.“• ,,თუ ვინმეს ბავშვობა გავაფერადე, ესე იგი ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმიღწევია". ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს როგორ შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებას. 14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. ასტრიდ ლინდგრენი ამბობდა:,,ჩემში ცხოვრობს ბავშვი , რომელსაც გაზრდა არ უნდ…ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში , რას ვარიგებ ბავშვებს , რა მინდა რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია - მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი, მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპისა და კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს მათთან ერთად. ნაწარმოების შექმნის დროს ჩემი ერთადერთო მრჩეველი ჭეშმარიტებაა. გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა.არასოდეს უნდა მოატყუო. " მარტო ამ სიტყვებისთვის უნდა წავაკითხოთ ბავშვებს პეპი:,, ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?• მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში , დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?” "ვერანაირმა ქეციანმა მიზეზმა, ვერ უნდა გვაიძულოს უარი ვთქვათ ჩვენს ოცნებებზე."

სრულად
Image 19 ნოემბერი 2025 წელი

კალიგრაფ რუსუდან ხორბალაძის მიერ ქართული ანბანით შექმნილი კალიგრამები ნამდვილად გვახსენებს, რომ დამწერლობა უბრალოდ წიგნის ასოები არ არის — ეს ხელოვნებაა. დღეს საქართველოში ერთ-ერთი პირველი სწორედ ქალბატონი რუსუდანია, ვინც ანბანს ამ ფორმით ქმნის. პარასკევს, 14 ნოემბერს, ქალბატონი რუსუდანი ჩვენს სკოლას ესტუმრა და მესამე კლასის მოსწავლეებს საინტერესო, სითბოთი და შთაბეჭდილებებით სავსე მასტერკლასი ჩაუტარა. გაკვეთილზე ბავშვებმა: გაიცნეს ქართული დამწერლობის თავისებურებები და ისტორია, საკუთარი ხელით შექმნეს კალიგრამები, რომლებიც მათ სამახსოვროდ დარჩებათ, გამოსცადეს წერის ჯადოსნური და სასიამოვნო პროცესი, ხოლო დასრულების შემდეგ სერთიფიკატებიც მიიღეს. დიდი მადლობა ჩვენს დამრიგებლებს - ნინო გაგოევსა და ეკატერინე ბიბილურს ამ შესანიშნავი აქტივობის ორგანიზებისთვის!  

სრულად
Image 19 ნოემბერი 2025 წელი

მე-6 ბ და მე-7 ა კლასის მოსწავლეები თბილისში ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ძეგლს, მწერალთა სახლს ესტუმრნენ.   მოდერნისა და ბაროკოს სტილით აღფრთოვანებულები ყურადღებით უსმენდნენ ქალბატონ ანა გოგაძეს, რომელმაც ბავშვებს მოუთხრო იმ სახლის ისტორია, სადაც დავით სარაჯიშვილმა სიცოცხლის უკანასკნელი ექვსი წელი გაატარა. კიდევ ბევრი საზოგადო მოღვაწის სახელი უკავშირდება სარაჯიშვილისეულ სახლს, ახლა რომ მწერალთა სახლად ქცეულა და ყოველი კუთხე-კუნჭულით საინტერესო და შთამაგონებელი გამხდარა მნახველისათვის.  მასწავლებლები, მზია მელივა და მარი თაბაგარი, მოსწავლეებს დაპირდნენ, რომ მომავალ წლებშიც ეწვევიან მწერალთა სახლს და რეპრესირებული მწერლების ისტორიაზე ისაუბრებენ. ახლა კი საბას მიერ ტიციანით დაინტერესებამ ცისფერყანწელებისკენ მიაპყრო მათი ყურადღება. მწერალთა სახლიდან მოსწავლეებმა ორმოცი სებასტელი მოწამის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს. ტაძრის ეზოში მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში მათ თბილისის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ამსახველი ექსპონატები იხილეს. თითოეული ნამარხი, არტეფაქტი თუ ნივთი ქალაქის უძველეს ეპოქაზე საუბრობდა. ბოლოს, გაღმიდან გადმომზირალი მეტეხის ტაძარიც მოილოცეს და შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ სკოლას. მოსწავლეებისათვის ეს ნამდვილად შთამბეჭდავი და საგანმანათლებლო დღე იყო.

სრულად