მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
26 ნოემბერი 2025 წელი

მე-4ა კლასში — სპორტის სახეობების თემატური პრეზენტაციები!

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის — ბექა კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემეცნებით აქტივობაში — „სპორტის სახეობების“ შესახებ პრეზენტაციებში.

ბავშვები 5 გუნდად იყვნენ დაყოფილები და თითოეულმა გუნდმა საკუთარი სპორტული მიმართულება შეარჩია, მოამზადა და თანაკლასელებს გააცნო.

პრეზენტაციებმა არა მხოლოდ ცოდნა გააღრმავა, არამედ ბავშვებს გუნდურად მუშაობის, ერთმანეთის მოსმენისა და საკუთარი აზრის წარმოთქმის უნარიც გაუღრმავდათ.

ვულოცავთ ჩვენს პატარა მოსწავლეებს წარმატებით ჩატარებულ საქმიანობას და მადლობას ვუხდით მასწავლებელს — ბექა კვარაცხელიას, ინტერესიანი და მოტივაციური გარემოს შექმნისთვის!