18 ნოემბერს, მე-4ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან — ელენე მიროტაძესა და გვანცა ტალახაძესთან ერთად ილუზიების მუზეუმი მოინახულეს.
ბავშლებმა საკუთარი თვალით ნახეს, როგორ შეიძლება მეცნიერება, ოპტიკა და გართობა ერთ დიდ თავგადასავლად იქცეს. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტში და აღმოაჩინეს ილუზიები, რომლებიც რეალობას თამაშად გარდაქმნის.
ეს იყო დღე, სადაც სწავლა და სიამოვნება ერთ სივრცეში შეხვდა — უამრავი სიცილით, ემოციებითა და ახალი ცოდნით!
მადლობა დამრიგებელებს აქტიური და შემეცნებითად დატვირთული დღის ორგანიზებისთვის.