მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 ნოემბერი 2025 წელი

მე-2ა კლასში ასტრიდ ლინდგრენის კვირეული დასრულდა!

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან — ლეილა თვალაბეიშვილთან ერთად ბავშვებმა პეპისა და კარლსონის პერსონაჟები გააცოცხლეს, დაწერეს გაგრძელება ულესა და ევას მეგობრობაზე, მისწერეს წერილები პეპისა და კარლსონს.
ბოლოს დაგვპირდენენ, რომ ზაფხულის არდადეგებზე პეპისა და კარლსონს აუცილებლად წაიკითხავენ.

ლინდგრენის შთამაგონებელი სიტყვები:
• ,,ჩვენს შიგნით მცხოვრები ბავშვი არ უნდა მოვკლათ. აცადეთ ბავშვებს ხეებზე ცოცვა, სირბილი და ტალახში თამაში - ისინი ასე სწავლობენ ცხოვრებას.”
• “მე მჯერა მშვიდობის, მჯერა სიკეთის და მჯერა ბავშვების.“
• “ბავშვის სიცილი - ყველაზე წმინდა ხმაა მსოფლიოში.“
• “ნუ იჩქარებ გაზრდას - ბავშვობა ერთადერთი ზღაპარია, რომელსაც ვეღარასდროს დავიბრუნებთ.“
• “ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვებს - ისინი სიმართლეს თვალთმაქცობის და შიშის გარეშე ამბობენ.“
• “გიყვარდეს შენი ცხოვრება - ეს ერთადერთი ისტორიაა, რომელიც შენ გეკუთვნის.“
• “აცადეთ ბავშვებს იყვნენ ბავშვები.“
• ,,თუ ვინმეს ბავშვობა გავაფერადე, ესე იგი ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმიღწევია".

ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს როგორ შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებას.

14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე.

ასტრიდ ლინდგრენი ამბობდა:
,,ჩემში ცხოვრობს ბავშვი , რომელსაც გაზრდა არ უნდ…ხშირად მეკითხებიან, რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში , რას ვარიგებ ბავშვებს , რა მინდა რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია - მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი, მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპისა და კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს მათთან ერთად. ნაწარმოების შექმნის დროს ჩემი ერთადერთო მრჩეველი ჭეშმარიტებაა. გულიდან უნდა წერდე და ყველაფერი გამოვა.არასოდეს უნდა მოატყუო. "

მარტო ამ სიტყვებისთვის უნდა წავაკითხოთ ბავშვებს პეპი:
,, ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?
• მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში , დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?”

"ვერანაირმა ქეციანმა მიზეზმა, ვერ უნდა გვაიძულოს უარი ვთქვათ ჩვენს ოცნებებზე."