სიახლეები

Arrow Down Icon
Image 03 ნოემბერი 2025 წელი

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე მომზადებული პრეზენტაციები — „პირობითი და უპირებო რეფლექსები“ და „ძილი და ძილის ფენომენი“. პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი გარეგან გამღიზიანებლებზე, რა განსხვავებაა რეფლექსების სახეებს შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი სწორად გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.  მეორე თემის ფარგლებში კი ისინი შეეხნენ ძილის ფენომენს — რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ძილის სხვადასხვა ფაზაში, რატომ გვჭირდება დასვენება და როგორ მოქმედებს ძილის რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობაზე.  პრეზენტაციები გამოირჩეოდა მოსწავლეთა კვლევითი ინტერესით, შემოქმედებითი მიდგომით და აქტიური ჩართულობით. გაკვეთილს უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი ლიკა სირანაშვილი.  

სრულად
Image 31 ოქტომბერი 2025 წელი

მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და შემოქმედებითი პრეზენტაციები თემაზე: „ცხოველური და მცენარეული უჯრედებისგან შექმნილი სამყარო და სიცოცხლის უმცირესი — ატომური დონიდან იერარქიის უმაღლეს წერტილამდე — ადამიანი“.    მოსწავლეებმა დამსწრეებს გააცნეს ბიოლოგიური იერარქიის ეტაპები, უჯრედების სტრუქტურა და მათი მნიშვნელობა სიცოცხლის არსებობისთვის. პრეზენტაციები გამოირჩეოდა ცოდნის სიღრმით, ვიზუალური მასალების მრავალფეროვნებით და გუნდური მუშაობით.    პროექტს ხელმძღვანელობდა ბიოლოგიის მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი.

სრულად
Image 28 ოქტომბერი 2025 წელი

მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საოცარი პრეზენტაციები თემაზე „ქიმიური ნივთიერებები“! გაკვეთილი სავსე იყო: საინტერესო აღმოჩენებით; სახალისო ექსპერიმენტებით; შემოქმედებითი აქტივობებით.  პრეზენტაციას უძღვებოდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი

სრულად
Image 28 ოქტომბერი 2025 წელი

მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმართეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია თემაზე „ცხოველების საბინადრო გარემო“.მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაშრომები და მაკეტები, მოუყვნენ თანაკლასელებს სხვადასხვა ცხოველის საცხოვრებელ გარემოზე, მათ ადაპტაციის თავისებურებებსა და ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე.    პრეზენტაცია იყო ცოდნის, შემოქმედებისა და გუნდური მუშაობის შესანიშნავი ნიმუში — ბავშვები დიდი ინტერესითა და შემოქმედებით მიუდგნენ დავალებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს, რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების დაცვა და ცხოველების სამყაროს დაფასება.     აქტივობას ხელმძღვანელობდა ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - ლიკა სირანაშვილი. მადლობა მასწავლებელს და ყველა მოსწავლეს საინტერესო, შთამბეჭდავი პრეზენტაციისთვის!

სრულად
Image 28 ოქტომბერი 2025 წელი

დღეს 1ბ კლასში გაიმართა საოცრად ემოციური და დასამახსოვრებელი ღია გაკვეთილი — „ანბანის შემობრძანება“, რომელსაც უძღვებოდა ქართულის მასწავლებელი თამარ თაქთაქიშვილი. პატარა მოსწავლეებმა დაწერეს თავისი პირველი სიტყვები – „აი ია“   და ასე გადადგეს პირველი ნაბიჯები ქართული ანბანის სამყაროში. ბავშვებმა ასოები არამხოლოდ დაწერეს, არამედ ქვიშაზე მოხაზეს, რაც გაკვეთილს შემოქმედებით და მხიარულ ელფერს სძენდა. გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს უამბო, რომ მსოფლიოში არსებობს 3 000-ზე მეტი ენა, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ 14-ს აქვს — და ქართული მათ შორის ერთ-ერთია: უძველესი, უნიკალური და ულამაზესი!ბავშვებმა გაიგეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მნიშვნელობა — იმ პირველი წიგნისა, რომელიც ენას ასოებით კი არა, წინადადებით აცნობს, რითაც კიდევ უფრო ხაზგასმულია მათი პირველი „აი იას“ მნიშვნელობა — ქართული წერა-კითხვის ნამდვილი აღმოჩენა. თითოეულ პირველკლასელის თვალებში იკითხებოდა აღტაცება, აღმოჩენის სიხარული და დიდი სურვილი, უკეთ გაეცნოთ საკუთარი ენის სილამაზე და სიღრმე. გილოცავთ თქვენს პირველ „აი იას“, პირველკლასელებო! ეს მხოლოდ დასაწყისია თქვენი დიდი და საინტერესო შემეცნებითი მოგზაურობისა.

სრულად
Image 27 ოქტომბერი 2025 წელი

23-25 ოქტომბერს საგარეჯოში ფესტივალი ,,მზიანი საქართველო" გაიმართა, სადაც თეატრალებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოიყარეს თავი და სპექტაკლები წარმოადგინეს. ჩვენი სკოლის თეატრალური დასი ,,რამპა" წელს მაყურებლისა და კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგა სპექტაკლით ,,ერთი მუჭა მიწა", რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარი თაბაგარი გახლავთ, პროდიუსერი - ლალი მელივა, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური. ემოციური, ცრემლითა და იმედით სავსე სპექტაკლის შემდეგ ხელმძღვანელები და მსახიობები დიპლომებითა და სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ. ასევე დასს გადაეცა, ივლისში გამართულ ფესტივალზე მინიჭებული, ნომინაციები: საუკეთესო ლიტერატურული კომპოზიცია - სპექტაკლი ,,ჩემო კარგო ქვეყანავ"; საუკეთესო მუსიკალური შესრულება; ქალის საუკეთესო როლი - მარიამ ანთიძე. საინტერესო სამმა დღემ ხელოვნების სურნელი დაატრიალა და შთაბეჭდილებებით სავსე დაგვაბრუნა სკოლის კედლებში.ისღა დაგვრჩენია, მადლობა ვუთხრათ ფესტივალის ორგანიზატორებს - თეა დავითაიასა და ხვიჩა ახალაიას და დაველოდოთ როგორც ნომინაციებს, ისე ახალ გამოწვევებს თეატრალური ფესტივალების სახით.

სრულად
Image 27 ოქტომბერი 2025 წელი

26 ოქტომბერს, საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ჩვენი სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „მეგაკახი“ პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე — ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალის „მზიანი საქართველო 2025 – საგარეჯო“ ფარგლებში.ანსამბლის დებიუტური შესრულება განსაკუთრებული ემოციებითა და მაყურებლის თბილი აპლოდისმენტებით აღინიშნა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ანსამბლის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები მადლობა ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს — ელა კვარაცხელიასა და ილია მახარაშვილს — შესანიშნავი დებიუტისთვის და ქართული სიმღერის სიყვარულის გაზიარებისთვის.

სრულად
Image 27 ოქტომბერი 2025 წელი

26 ოქტომბერს, საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ჩვენი სკოლის ანსამბლმა „იაკამი“ მონაწილეობა მიიღო ტრადიციულ ფოლკლორულ ფესტივალში „მზიანი საქართველო 2025 – საგარეჯო“. ფესტივალში მონაწილეობისთვის ანსამბლის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ აქტიურ ჩართულობასა და ერთგულებას ქართული ფოლკლორის მიმართ. გულითადი მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელს — ნინო ბიბილურს — და თითოეულ მონაწილეს შესანიშნავი შესრულებისთვის, ქართული სიმღერის სიყვარულისა და ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის

სრულად
Image 24 ოქტომბერი 2025 წელი

მე-8 ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დაათვალიერეს ბიბლიოთეკის ისტორიული და თანამედროვე სექციები, გაეცნენ უნიკალურ გამოცემებსა და ხელნაწერებს და მოინახულეს ილიას დარბაზი წიგნის მუზეუმში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ძველი წიგნები, ილუსტრაციები და ექსპონატები, რომლებიც ასახავს ქართული წიგნისა და ბეჭდვის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.   ექსკურსია იყო არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ შთამაგონებელიც — ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს ცოდნის, წიგნისა და კულტურის მნიშვნელობა. ბიბლიოთეკაში შეხვედრა საინტერესო და თბილ ატმოსფეროში წარიმართა.  ვიზიტის ორგანიზება მე-8ბ კლასის დამრიგებელ - ირინე კვანჭიანს ეკუთვნის, რომლის ძალისხმევითაც მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

სრულად
Image 24 ოქტომბერი 2025 წელი

მე-3ა და მე-3ბ კლასის მოსწავლეები გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში ესტუმრნენ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს, სადაც მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და შემეცნებით ღონისძიებაში — „სამეფო გვირგვინი“.აქტივობამ ბავშვები ისტორიისა და ხელოვნების შთამბეჭდავ სამყაროში მოავლინა. მათ იხილეს უნიკალური სიძველეები, გაიცნეს ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრეობა და მოისმინეს მრავალი საინტერესო ისტორია სამეფო გვირგვინებისა და ქართული სამეფო ტრადიციების შესახებ. ექსკურსიის შემოქმედებით ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს სამეფო სიმბოლო — გვირგვინი  , სადაც ფანტაზიამ, ფერებმა და ბავშვურმა შთაგონებამ ერთად შექმნა ნამდვილი მხატვრული სამყარო. მოსწავლეები იქ არამხოლოდ მსმენელები, არამედ ნამდვილი შემოქმედებიც იყვნენ — მათთან ერთად ისტორიაც გაცოცხლდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ წარსულის გაცნობა შეიძლება იქცეს ყველაზე მხიარულ, შთამაგონებელ და თავგადასავლებით სავსე დღევანდელობად! განსაკუთრებული მადლობა კლასის დამრიგებლებს — ეკატერინე ბიბილურსა და ნინო გაგოევს, რომლებმაც აქტივობა სიყვარულით, ენერგიითა და ინოვაციური მიდგომით წარმართეს.

სრულად