მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორ მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე მომზადებული პრეზენტაციები — „პირობითი და უპირებო რეფლექსები“ და „ძილი და ძილის ფენომენი“.
პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეებმა განიხილეს, როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი გარეგან გამღიზიანებლებზე, რა განსხვავებაა რეფლექსების სახეებს შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი მათი სწორად გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მეორე თემის ფარგლებში კი ისინი შეეხნენ ძილის ფენომენს — რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში ძილის სხვადასხვა ფაზაში, რატომ გვჭირდება დასვენება და როგორ მოქმედებს ძილის რეჟიმი ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პრეზენტაციები გამოირჩეოდა მოსწავლეთა კვლევითი ინტერესით, შემოქმედებითი მიდგომით და აქტიური ჩართულობით.
გაკვეთილს უძღვებოდა ბიოლოგიის მასწავლებელი ლიკა სირანაშვილი.