მე-8 ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დაათვალიერეს ბიბლიოთეკის ისტორიული და თანამედროვე სექციები, გაეცნენ უნიკალურ გამოცემებსა და ხელნაწერებს და მოინახულეს ილიას დარბაზი წიგნის მუზეუმში.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ძველი წიგნები, ილუსტრაციები და ექსპონატები, რომლებიც ასახავს ქართული წიგნისა და ბეჭდვის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.
ექსკურსია იყო არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ შთამაგონებელიც — ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს ცოდნის, წიგნისა და კულტურის მნიშვნელობა. ბიბლიოთეკაში შეხვედრა საინტერესო და თბილ ატმოსფეროში წარიმართა.
ვიზიტის ორგანიზება მე-8ბ კლასის დამრიგებელ - ირინე კვანჭიანს ეკუთვნის, რომლის ძალისხმევითაც მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.