მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 ოქტომბერი 2025 წელი

ანსამბლ „მეგაკახის“ პირველი შესრულება დიდ სცენაზე – ფესტივალზე „მზიანი საქართველო 2025 – საგარეჯო“

26 ოქტომბერს, საგარეჯოს კულტურის სახლის დიდ დარბაზში, ჩვენი სკოლის ფოლკლორული ანსამბლი „მეგაკახი“ პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე — ტრადიციული ფოლკლორული ფესტივალის „მზიანი საქართველო 2025 – საგარეჯო“ ფარგლებში.
ანსამბლის დებიუტური შესრულება განსაკუთრებული ემოციებითა და მაყურებლის თბილი აპლოდისმენტებით აღინიშნა. ფესტივალში მონაწილეობისთვის ანსამბლის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები

მადლობა ანსამბლის წევრებსა და ხელმძღვანელებს — ელა კვარაცხელიასა და ილია მახარაშვილს — შესანიშნავი დებიუტისთვის და ქართული სიმღერის სიყვარულის გაზიარებისთვის.