დღეს 1ბ კლასში გაიმართა საოცრად ემოციური და დასამახსოვრებელი ღია გაკვეთილი — „ანბანის შემობრძანება“, რომელსაც უძღვებოდა ქართულის მასწავლებელი თამარ თაქთაქიშვილი.
პატარა მოსწავლეებმა დაწერეს თავისი პირველი სიტყვები – „აი ია“ და ასე გადადგეს პირველი ნაბიჯები ქართული ანბანის სამყაროში. ბავშვებმა ასოები არამხოლოდ დაწერეს, არამედ ქვიშაზე მოხაზეს, რაც გაკვეთილს შემოქმედებით და მხიარულ ელფერს სძენდა.
გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს უამბო, რომ მსოფლიოში არსებობს 3 000-ზე მეტი ენა, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ 14-ს აქვს — და ქართული მათ შორის ერთ-ერთია: უძველესი, უნიკალური და ულამაზესი!
ბავშვებმა გაიგეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მნიშვნელობა — იმ პირველი წიგნისა, რომელიც ენას ასოებით კი არა, წინადადებით აცნობს, რითაც კიდევ უფრო ხაზგასმულია მათი პირველი „აი იას“ მნიშვნელობა — ქართული წერა-კითხვის ნამდვილი აღმოჩენა.
თითოეულ პირველკლასელის თვალებში იკითხებოდა აღტაცება, აღმოჩენის სიხარული და დიდი სურვილი, უკეთ გაეცნოთ საკუთარი ენის სილამაზე და სიღრმე.
გილოცავთ თქვენს პირველ „აი იას“, პირველკლასელებო! ეს მხოლოდ დასაწყისია თქვენი დიდი და საინტერესო შემეცნებითი მოგზაურობისა.