სიახლეები

Arrow Down Icon
Image 22 ოქტომბერი 2025 წელი

22 ოქტომბერს ჩატარდა შიდა სასკოლო ფეხბურთის ჩემპიონატი VI–VII კლასებს შორის. ტურნირმა დამსწრეებს დიდი სპორტული ემოცია და გუნდური სულისკვეთება აჩუქა! ჩემპიონი გახდა 7ა კლასი, რომელმაც გამორჩეული თამაშით მოიპოვა პირველი ადგილი! მეორე ადგილი დაიკავა 7ბ კლასმა, რომელიც ასევე ღირსეულად ასპარეზობდა ტურნირზე. მოსწავლეებმა დიდი აქტიურობითა და გუნდური თამაშის სულისკვეთებით დაამტკიცეს, რომ სპორტი ჩვენი სკოლის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.   ტურნირი წარიმართა სპორტის მასწავლებლების — ბექა კვარაცხელიასა და ქეთევან მიქელაძის — ხელმძღვანელობით.

სრულად
Image 21 ოქტომბერი 2025 წელი

მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილებზე შექმნეს და წარმოადგინეს საკუთარი “შედოუბოქსები” (Shadow Boxes) — საინტერესო, ფერადი და წარმოსახვითი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს მათ საყვარელ თემებსა და იდეებს.პროექტის მიზანი იყო სიტყვებისა და ვიზუალური გამოთქმის შერწყმა, ინგლისური ენის გამოყენება შემოქმედებით კონტექსტში და საკუთარი ინტერესების პრეზენტაცია ინგლისურად. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით იმუშავეს, წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები კლასის წინაშე და გააზიარეს, თუ რას გამოხატავდა თითოეული „შედოუბოქსი“. პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი მაკა საკანდელიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ შეიძლება სწავლა იყოს ინტერაქტიული, სახალისო და შთამაგონებელი.

სრულად
Image 21 ოქტომბერი 2025 წელი

პირველ კლასში გაიმართა საოცრად ემოციური და დასამახსოვრებელი ღია გაკვეთილი — „ანბანის შემობრძანება“.პატარა მოსწავლეებმა თავიანთი პირველი „ია“ დაწერეს და ამით ქართული ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯი გადადგეს.გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენის პედაგოგმა ლეიკო თვალაბეშვილმა, რომელმაც ბავშვებს ქართულ ასოებთან ერთად გააცნო ის ისტორიები, რომლითაც ბევრმა ჩვენგანმა დაიწყო წერა-კითხვა — „ია“, „ბომბორა“ და ძველი ქართული მულტფილმი, სადაც ბომბორა კითხვას სწავლობს და ეცნობა ასოებს. მასწავლებელმა მოსწავლეებს უამბო, რომ მსოფლიოში 3000-ზე მეტი ენა არსებობს, მაგრამ დამწერლობა მხოლოდ 14-ს აქვს — და ქართული მათ შორის ერთ-ერთია: უძველესი, უნიკალური და ულამაზესი! ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენაზეც“ — იმ პირველ წიგნზე, რომელიც ბავშვებს ენას ასოებით კი არა, წინადადებით აცნობს, რითაც კიდევ უფრო ხაზგასმულია ჩვენი „აი იას“ მნიშვნელობა — ქართული წერა-კითხვის ნამდვილი აღმოჩენა! გაკვეთილი გაფორმდა ლექსებითა და ანდაზებით. კლასში სუფევდა სიხარულის, ემოციისა და სიამაყის ატმოსფერო — პირველკლასელების თვალებში იკითხებოდა აღტაცება, აღმოჩენის სიხარული და დიდი სურვილი, უკეთ გაეცნოთ საკუთარი ენის სილამაზე და სიღრმე. როგორც ლეიკო მასწავლებელი ამბობს:„ყოველ ჯერზე, როცა პირველ კლასთან მაქვს შეხება, მეც პირველკლასელი ვხდები... ბავშვობაში მოგზაურობა საოცარი ენერგიით ავსებს ადამიანს.დედიკოს კალთას მოცილებულნი შენში ეძებენ სითბოსა და სიყვარულს...‘ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს...’ასე თავიდან იბადები, როცა პატარებს ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა უნდა შეაყვარო — დედასავით რომ ჩაიკრან გულში და არ გაუშვან...ვისაუბრეთ ანისა და ბანის შეერთებით მიღებულ ანბანზე, ხმოვანთა და თანხმოვანთა მეგობრობაზე, იის სისპეტაკეზე — იმ პირველი კარის გასაღებზე, რომელიც ბავშვობასა და ცოდნის სამყაროს აერთებს.კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის საუნჯეში, ჩემო პირველკლასელებო!  “ გილოცავთ თქვენს პირველ „აი იას“, პირველკლასელებო!ეს მხოლოდ დასაწყისია თქვენი დიდი და საინტერესო შემეცნებითი მოგზაურობისა!

სრულად
Image 20 ოქტომბერი 2025 წელი

15 ოქტომბერს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა ტრადიციული შიდა სასკოლო საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VIII-XI კლასის მოსწავლეებმა. ტურნირის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის, სპორტული სულისკვეთებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარება. მთელი დღის განმავლობაში საფეხბურთო მოედანზე სუფევდა ნამდვილი სპორტული ემოცია, მეგობრობა და გულშემატკივრების მხურვალე ოვაციები.    მოსწავლეებმა განსაკუთრებული შემართებით იბრძოლეს გამარჯვებისთვის — თითოეულმა გუნდმა გამოავლინა პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და კოლექტიური თანამშრომლობის მაღალი დონე. თამაშები მიმდინარეობდა სამართლიანად და სპორტული ეთიკის სრული დაცვით. ტურნირის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები: პირველი ადგილი — მე-9ა კლასი! მეორე ადგილი — მე-11ა კლასი!  დიდი მადლობა სპორტის პედაგოგებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ტურნირის წარმატებული ჩატარება და მხიარული ატმოსფერო. მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას — ჯანსაღი, აქტიური და მორალურად ძლიერი თაობის აღზრდას.

სრულად
Image 20 ოქტომბერი 2025 წელი

მე-4 კლასის მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის ზღაპრული მოთხრობის – „სალამურას თავგადასავალის“ – საოცარ სამყაროში იმოგზაურეს. ბავშვებმა არამხოლოდ წაიკითხეს ნაწარმოები, არამედ უყურეს სპექტაკლსაც, რის შემდეგაც თავიანთი შთაბეჭდილებები ნახატების საშუალებით გადმოსცეს.     ფურცლებზე გაცოცხლდა სალამურა და მისი მეგობრები — ფერებითა და ფანტაზიით სავსე ილუსტრაციებში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და ხალისით შეასრულეს შემოქმედებითი დავალებები, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა საკუთარი ხედვა და ემოცია გამოეხატათ. გაკვეთილი გადაიქცა ნამდვილ ფერთა და ფანტაზიის დღესასწაულად, სადაც წიგნი და ხელოვნება ერთ მთლიანობაში გაერთიანდა.

სრულად
Image 20 ოქტომბერი 2025 წელი

მე-2 ბ კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოირგეს კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის “პინოქიოს თავგადასავალი” მთავარი პერსონაჟის – ხის კაცუნა პინოქიოს – როლი. პატარა მსახიობებმა საკუთარი ხელით დაამზადეს პინოქიოს ქუდი, საყელო და გრძელი ცხვირი, რითაც კიდევ უფრო იგრძნეს ზღაპრის საოცარი სამყაროს ატმოსფერო. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა ისაუბრეს პინოქიოს ფიქრებზე, განცდებზე, ემოციებზე, ინტერესებსა და მიზნებზე. მათ სცადეს დაეფიქრებინათ, რას გრძნობდა პინოქიო სხვადასხვა სიტუაციაში და როგორ იცვლებოდა იგი თავგადასავლების მსვლელობისას. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო აღმოჩნდა აქტივობა „პერსონაჟის სკამი“, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლო წამოდგომა და პინოქიოს სახელით საუბარი – თითქოს თავად ყოფილიყვნენ ხის კაცუნა, რომელიც ცდილობს გულწრფელი და ჭკვიანი ბიჭი გახდეს.გაკვეთილი სიხარულით, სიცილით და უამრავი საინტერესო ფიქრით დასრულდა.

სრულად
Image 19 ოქტომბერი 2025 წელი

ჩვენი სკოლის ანსამბლმა „იაკამი“ ღირსეულად წარადგინა სკოლა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების IX ეროვნულ კონკურსის II ტურზე. ანსამბლმა მოიპოვა შთამბეჭდავი 97,25 ქულა და გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი!  ეს წარმატება არ არის მხოლოდ იღბალი — ის არის დაუღალავი შრომის, ერთგულების, გუნდის თანამშრომლობისა და მუსიკის მიმართ სიყვარულის შედეგი. თითოეული მოსწავლის თავდადება, შრომისმოყვარეობა და შემოქმედებითი ენერგია ერთობლივი ჰარმონიით გარდაიქმნა წარმატებად, რომელიც ამ აღიარებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. განსაკუთრებული მადლობა ანსამბლის ხელმძღვანელს ნინო ბიბილურს, რომლის პროფესიონალიზმმა, ენთუზიაზმმა და სითბომ კიდევ ერთხელ უბიძგა ნიჭიერ მოსწავლეებს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში.  გულით ვულოცავთ ჩვენს ჯადოსნურ ხმებს და მათ ხელმძღვანელს ამ საამაყო მიღწევას! ეს წარმატება ყველასთვის მაგალითია იმისა, თუ რა შეუძლიათ მოთმინებით, ერთგულებითა და გუნდის სულისკვეთებით ნიჭიერ ახალგაზრდებს.

სრულად
Image 17 ოქტომბერი 2025 წელი

დღეს ჩვენს სკოლაში გაიმართა ძალიან საინტერესო და ლამაზი აქტივობა პირველკლასელებისთვის — შემოდგომის თემაზე.   ბავშლებმა საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები, მოაწყვეს ნამდვილი შემოდგომის სურნელით სავსე სუფრა და გადაიღეს ულამაზესი ფოტოები.   სკოლის ეზო მოეწყო ფერად-ფერადი დეკორაციებითა და მოსწავლეების შემოქმედებითი ნამუშევრებით. აქტივობა განსაკუთრებულად თბილ და შემოქმედებით გარემოში ჩატარდა — ბავშვებმა არა მხოლოდ ისწავლეს ტრადიციული ჩურჩხელის ამოვლება, არამედ ერთად შექმნეს ულამაზესი შემოდგომის ატმოსფერო, სადაც იგრძნობოდა სიხარული, გუნდურობა და შემოქმედებითი განწყობა.    ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემოდგომის თემატიკაზე ჩვენი მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა ბავშვების ნიჭსა და შემოქმედებით უნარებს.    ხატვის მასწავლებელთა — ქეთევან დევნოზაშვილისა და ნინო ცარციძის — შემოქმედებითმა ხედვამ და გემოვნებამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას. მათ მიერ შექმნილმა დეკორაციებმა ნამდვილი შემოდგომის სილამაზე გააცოცხლა სკოლის ეზოში.    განსაკუთრებული მადლობა პირველკლასელების დამრიგებლებს - ეკა ლომინაძესა და თამარ თაქთაქიშვილს, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მზადების პროცესში და სიყვარულით გაუძღვნენ ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში.  ასევე მადლობას ვუხდით ყველა პედაგოგს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ არაჩვეულებრივი დღის მოწყობაში და ბავშვებს დღესასწაულის განწყობა შეუქმნა! 

სრულად
Image 02 ოქტომბერი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა უერთდება დაზოგვის მსოფლიო დღის (31 ოქტომბერი) აღნიშვნას, რომელიც წელს მსოფლიოში უკვე 101-ედ ტარდება! საქართველო ამ მნიშვნელოვან თარიღს 2012 წლიდან აღნიშნავს და მისი მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფინანსური განათლების გაღრმავება. ამ დღის სიმბოლოა შრომისმოყვარე ჭიანჭველა "გროვია". სპეციალური საიუბილეო პროექტი: "მოიწვიე ფინედუ კლასში"წლევანდელი კამპანია განსაკუთრებულია, რადგან იგი ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს!  სწორედ ამ ორმაგი დღესასწაულის ფარგლებში, ჩვენს სკოლას ესტუმრებიან ფინედუს დესპანები პროექტის "მოიწვიე ფინედუ კლასში" ფარგლებში! დესპანებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო და გამორჩეული აქტივობა თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რომელიც ბავშვებს დაზოგვისა და ფინანსების საბაზისო ცოდნას ინტერაქტიული გზით გაუღრმავებს. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ ფულის გონივრულად მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა და გაიგონ მეტი ჩვენი ეროვნული ვალუტის ისტორიის შესახებ! გისურვებთ წარმატებას და გროვიასავით შრომისმოყვარეობას დაგროვების საქმეში!  

სრულად
Image 01 ოქტომბერი 2025 წელი

მოსწავლეების სპორტული აქტივობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენი სკოლა მთელი წლის განმავლობაში გამართავს შიდა სასკოლო ტურნირებს სხვადასხვა სახეობაში:   ფეხბურთი,   მაგიდის ჩოგბურთი და   ფრენბურთი. ტურნირების განრიგი უკვე ცნობილია – მოსწავლეებს VI-XII კლასებიდან ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი კლასის ღირსება დაიცვან სპორტულ არენაზე და იბრძოლონ ჩემპიონობისთვის! ყველა მონაწილეს გისურვებთ წარმატებას!მოდით ერთად ვუქომაგოთ ჩვენს სპორტსმენებს!

სრულად