სიახლეები

Arrow Down Icon
Image 30 სექტემბერი 2024 წელი

"მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობაო, გვეუბნებოდა ილია ჭავჭავაძე. წარსულის პატივისცემა კი ოჯახებსა და სკოლიდან  იწყება და წიგნებსა და მუზეუმებში თავს გვახსენებს. ამიტომაც წიგნის სიყვარულმა, თუ ქართული ფესვების პატივისცემამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მდე  მიგვიყვანა. ბიბლიოთეკის III კორპუსში შესული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეხუთეკლასელები ინტერესით უსმენდნენ ქალბატონ მარი ჭყონიას, რომელმაც ყველა სართული შემოგვატარა.  განსაკუთრებული გულისყურითა და სითბოთი საყმაწვილო განყოფილებაში დაგვხვდნენ. ეს ყურადღება ბავშვებმაც იგრძნეს და წიგნის სიყვარული აქ მეტად გამოხატეს. მხოლოდ იმ პირობით დატოვეს სამკითხველო, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს ვაჩვენებდით. საკონფერენციო დარბაზში, მიკროფონების დანახვისას,  ინტერვიუს სურვილიც გაუჩნდათ და ბევრიც იხალისეს. ელექტრონული წიგნებითაც დაინტერესდნენ. თუმცა  დარბაზში მკითხველები დაგვხვდნენ და ჩვენც ჩურჩულითა და ფეხაკრეფით დავტოვეთ იქაურობა. პირველ კორპუსში გადავინაცვლეთ. გავუყევით ლაბირინთს, რომელსაც წიგნის მუზეუმთან მივყავდით. გზად ჯერ კატალოგებით აღფრთოვანდნენ, შემდეგ კი იმ ქართული ხუროთმოძღვრებით, თავის დროზე არქიტექტურის განვითარებასაც რომ  შეუწყო ხელი. როცა ბავშვებმა გაიგეს, ამ  დიდებულ შენობაში უწინ სათავადაზნაურო ბანკი იყო და მას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდაო, ილიას მუზეუმში შარშანდელი სტუმრობაც გაიხსენეს.  წიგნის მუზეუმში ქალბატონი ნინო ხვედელიძე შეგვიძღვა. ,,ილიას ბიბლიოთეკამ" თუ გამოფენილმა ხელნაწერებმა თვალი და გული ერთნაირად გაუხარა ბავშვებს.  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 1629 წელს გამოცემული  ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონითაც"  დაინტერესდნენ და ქართულ სტამბაში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნითაც".  ბოლოს ილია ჭავჭავაძის კაბინეტს მივაშურეთ. სამუშაო მაგიდას ბავშვები  სიყვარულით შემოეხვივნენ. ყოველი დეტალითა და ნივთით დაინტერესდნენ. უკან გამობრუნებულები კი ნანახსა და განცდილს ერთმანეთს ემოციებით უზიარებდნენ. შეთანხმდნენ, აქ კიდევ დაბრუნდებიან, როგორც კარგი მკითხველები, რადგან  მათ ნამდვილად იციან,  ,,ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება." მარი თაბაგარი

სრულად
Image 25 სექტემბერი 2024 წელი

"დედამიწაზე ბავშვი არ მეგულება, პინოქიოს თავგადასავლით არ დაინტერესებულიყოს და ეს მხიარული და კეთილი ბიჭუნა არ შეჰყვარებოდეს. ჩვენი სკოლის მეორეკლასელებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ ხის კაცუნას ამბავს. სკოლის სახელმძღვანელოში მოცემული ამბავი რომ წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, მწერალ კარლო კოლოდიზეც ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ, დიდ ეკრანზე მულტფილმიც ვნახეთ და პინოქიოზე შეყვარებულებმა წერილებიც მივწერეთ მას. ზოგიერთმა ყოფაქცევა დაუწუნა, ზოგმა - წიგნსა და გართობას შორის არჩევანი, უმრავლესობამ კი სათანადო რჩევა მისცა.აბა, რამდენს გიოცნებიათ, ზღაპრის პერსონაჟი ყოფილიყავით? ასე იოცნებეს მეორეკლასელებმაც. ჩვენს სკოლაში რომ გულით ნანატრი ყველა სურვილი ხდება, ეს აღარავის უკვირს. ჰოდა, ამ პატარებმაც აქსესუარები მოირგეს და კლასში გააცოცხლეს პინოქიო, მელაკუდა, კატა, მალვინა, ჯეპეტო, თეატრის თოჯინები. უცებ მოფიქრებული თავიანთი დიალოგებით გარკვეული სცენებიც გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენით ბევრიც იხალისეს. ასე იწყება და ძლიერდება წიგნის სიყვარული!   მჯერა, არც პინოქიო და არც ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ძალიან მალე კი ,,პინოქიოს თავგადასავლის" ყველა თავს ასეთივე ინტერესით წაიკითხავენ."   მარი თაბაგარი 

სრულად
Image 21 სექტემბერი 2024 წელი

გვინდა, გაცნობოთ, რომ წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით, წარმატებით ჩატარდა ტრენინგი მასწავლებლებისთვის პირველადი დახმარების საკითხებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა ჩვენი პედაგოგების აღჭურვას საჭირო ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით, რაც მათ მომავალში საშუალებას მისცემს, გადაუდებელ სიტუაციებში სწრაფად და სწორად იმოქმედონ. ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, რომელთა ცოდნითაც თავისუფლად შეძლებენ: გადაუდებელ შემთხვევებში დაზარალებულ ბავშვს ადგილზევე სწორად და თანმიმდევრობით გაუწიონ პირველადი დახმარება; საჭიროების შემთხვევაში სწორად და ეფექტურად ჩაატარონ გულ-ფილტვის რეანიმაცია; უცხო სხეულის გადაცდენისა და გადაყლაპვისას დიფერენცირება და პირველადი გადაუდებელი დახმარება გაუწიონ დაზარალებულს; სწორად შეაფასონ და მართონ მაღალი ტემპერატურა; ცხელების მართვის დროს განსაზღვრონ დასაშვები მედიკამენტების როლი და მნიშვნელობა; ალერგიისა თუ მწვავე ვირუსული დაავადებების შემთხვევაში სწორად შეაფასონ და ეფექტურად გაუწიონ პირველადი გადაუდებელი დახმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ჩვენი სკოლისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის დგას მოსწავლეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. პედაგოგების ცოდნა პირველადი დახმარების თაობაზე უზრუნველყოფს მეტად დაცულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება თავდაჯერებულობა და იმედი იმისა, რომ მათ გვერდით არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ იმოქმედონ კრიტიკულ მომენტში. ეს ტრენინგი ჩვენი სკოლის განვითარების ნაწილია. რადგან ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების სტანდარტები და შევქმნათ საუკეთესო პირობები ჩვენი მოსწავლეების განვითარებისთვის. მადლობას ვუხდით ყველა მასწავლებელს ჩართულობისა და პასუხისმგებლობისთვის! მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის ექიმ-პედიატრს თამარ ადეიშვილს! პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center

სრულად
Image 18 სექტემბერი 2024 წელი

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო,მოხარულები ვართ, რომ წარმოგიდგენთ ჩვენს განახლებულ მენიუს, რომელიც შექმნილია ჩვენი პატარა მეგობრების ჯანმრთელობისთვის !  ლანჩი (მხოლოდ პირველკლასელებისთვის) სადილი (პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით) ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მიიღონ საჭირო და სასარგებლო საკვები, რაც დაეხმარება მათ კონცენტრირებაში და ენერგიის მომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში! საუკეთესო სურვილებით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ადმინისტრაცია  

სრულად
Image 03 სექტემბერი 2024 წელი

მოგესალმებით, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!   უპირველესად, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი დიდი წარმატება და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. უნივერსიტეტებში ჩარიცხვა არის აღიარება თქვენი შრომის, თავდაუზოგავი სწავლა-განათლებისა და დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. ეს წარმატება არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების გამარჯვებაა.    ამაყად მინდა ავღნიშნო თქვენი გამორჩეული შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის მაღალ დონეს.    • ლუკა ინაშვილი - 100% ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი• მარიამ კაცაძე - 100% თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი• ლუკა მაჭავარიანი - 50% ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი• ლიზი ტვილდიანი - 70% კავკასიის უნივერსიტეტი• საბა ჩხაიძე - 70% თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი• ბარბარე ნატროშვილი - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი• გიორგი ბუჩუკური - 50% ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი• საბა კირკიტაძე - 50% თავისუფალი უნივერსიტეტი• ტასო როგავა - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი• ბარბარე გრიგალაშვილი - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი• სალომე ზიბზიბაძე - 70% კავკასიის უნივერსიტეტი• ნიკოლოზ ტოლიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი• დავით ჯიბლაძე - ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემია• სოფია კილინგარიდუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი• მარიამ ავაზაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი• ნია როსტიაშვილი - GIPA• დავით დაშნიანი - კავკასიის უნივერსიტეტი• ნიკოლოზ წერეთელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი• საბა ბეროშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი• ილია შონია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი• ლუკა ქალიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი ეს შედეგები მიანიშნებს, რომ თქვენი მომზადება და ცოდნა აღემატებოდა მოლოდინს, და სწორედ ამის შედეგად ჩაირიცხეთ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში. თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა, რომელიც სკოლაში გადადგით, დღევანდელ შედეგამდე მიგიყვანათ. ამჟამად კი, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ გზაზე თქვენ გააგრძელებთ თქვენი ცოდნის გაღრმავებას, პიროვნულ ზრდას და თქვენი უნიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას. გისურვებთ წარმატებას უმაღლესი განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სკოლა ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთ წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებთან გვქონდა ურთიერთობა.   გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ახალ გარემოში. თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ და თქვენი ყოველი წარმატება არის ჩვენი სკოლის გამარჯვება. მომავალშიც დაგიდგებით გვერდით და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საფუძველი ამ სკოლამ შექმნა. სიყვარულით და პატივისცემით, წმინდა ნინოს სახელობის აღმასრულებელი დირექტორილალი მელივა 

სრულად
Image 02 სექტემბერი 2024 წელი

ძვირფასო მშობლებო და პირველკლასელებო!   გეპატიჟებით ღია კარის დღეზე, რომელიც გაიმართება 14 სექტემბერს, 12 საათზე ჩვენს სკოლაში! ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ გაეცნოთ ჩვენი სკოლის გარემოს, შეხვდეთ მასწავლებლებს და გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. ერთად მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის! მოუთმენლად ველით თქვენს მოსვლას!

სრულად
Image 02 სექტემბერი 2024 წელი

ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და ჩვენ მოუთმენლად ველით მოსწავლეების დაბრუნებას!    ჩვენი სკოლა სრული მზადყოფნით ხვდება 2024-2025 სასწავლო წელს. გვინდა, რომ ეს წელი განსაკუთრებული იყოს თითოეული მოსწავლისთვის. მთელი ზაფხული ვმუშაობდით, რომ გაგვეახლებინა სასკოლო სივრცეები, გაგვეუმჯობესებინა ინფრასტრუქტურა და შეგვექმნა უსაფრთხო და კომფორტული გარემო ყველა მოსწავლისთვის. წელს ბევრი საინტერესო და ინოვაციური პროგრამა გველოდება, რომელიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებაში. ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. წარმატებული და პროდუქტიული სასწავლო წელი ყველას!   

სრულად
Image 11 ივნისი 2024 წელი

პროექტი: ,,გვიყვარს და გცახსოვს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია-გვახსოვდეს აფხაზეთი“I და II ეტაპის ანგარიში:საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 2023-24 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა აღნიშნული პროექტი: პროექტი ეძღვნება აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავს და მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს; იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ უფრო მასშტაბურად გაიაზროს პრობლემა, სწორად შეაფასოს მოვლენები, განსაზღვროს რა შეცდომები დაუშვა ორივე მხარემ და ეძებოს კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობიანი მოლაპარაკების რეალური გზები; რათა საბოლოოდ არ მოხდეს თაობათა გაუცხოება, საჭიროა დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები რეგიონისა და ქალაქის სკოლების ბაზაზე; პროექტი, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანეს უნარებს ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ქმედითად მიმართულია სამოქალაქო აქტივობისკენ; პროექტის პირველი ეტაპი მოიაზრებდა შიდასასკოლო ჩართულობას მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების; მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის რაიონს, სადაც მეგობარი სკოლის, ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის სიონში დაესწრნენ საკვირაო წირვას.•   საკვირაო წირვა ჩაატარა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.•  წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე.• ექსკურსია გაგრძელდა #წუღრუღაშენის — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც . მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.• შემდეგი ეტაპი კი ისტორიულ სოფელ #ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში. პროექტის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი,,ერთი მუჭა მიწა“ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა.  სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარი თაბაგარი.  წარმოდგენის განსახორციელებელ ასპექტებში სრული მხარდამჭერი სკოლის დირექტორი: ლალი მელივა;  მუსიკალური რედაქტორი: ნინო ბიბილური. ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან.  სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალური მოწვევით, პროექტში უშუალო ჩართულობით, თანამშრომლობს დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომლებიც მუსიკალური ნომრებითა და დეკლამირებული ტექსტებით ჩაერთვნენ ღონისძიებაში. მოწვეული სტუმრებს შორის იყვნენ : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, უმაღლესი სასულიერო წოდებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მწერლები და პოეტები. აფხაზეთის პრობლემის სხვადასხვა თემატურ საკითხის შესასწავლად, მოსწავლეებმა, პედაგოგების უშუალო დახმარებით, მოიძიეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ:  ისტორიული ნარკვევების, დოკუმენტური, მხატვრული ფილმების, მხატვრული ლიტერატურისა და თვითმხილველთა პირადი მონათხრობის სახით; სექციური მუშაობა ჩატარდა, ქართული ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების დისციპლინათა მიმართულებით• მოსწავლეებმა, პედაგოგების - სოფი გორგილაძის, ლეილა თვალაბეიშვილისა და მარინა ტოხიშვილის დახმარებით შექმნეს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ნაშრომები: ლიტერატურული ჩანახატი, ესე, ისტორიული ნარკვევი დაფილმი- ინტერვიუ ომის თვითმხილველებთან;ენგურის ხიდის მაკეტი;ჩაიწერა ვიდეო-ინტერვიუები თითოეულ მონაწილესთან.   საკითხზე მუშაობისას გამოიყენეს შემდეგი სქემა:• სად და როდის მოხდა კონფლიქტი;• რამდენი მხარე მონაწილებდა ამ კონფლიქტში;• როგორ განვითარდა მოვლენები და რამდენი წელი გაგრძელდა (გამოიყენეს, ისტორიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების, დევნილების და მწერლების კომენტარები)• როგორ დამთავრდა ეს კონფლიქტი?• რა ისტორიული ცოდნა შეგძინა ამ კვლევამ?• რა დასკვნა გამოიტანა მოსწავლემ ამ საკითხში ჩაღრმავების შემდეგ?• თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მხარემ და როგორ შეიძლება ჩაერთოს თქვენი თაობა ამ კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში? გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:მე-8 კლასი:1. ნინი ქარელიძე - ,,ზღვა, ტალღები, სიჩუმე“;2. სალომე გულისაშვილი -3. კესო თორდია - ,,ცხოვრება აფხაზეთში -დედის მონათხრობი“;4. მარიამ მეტრეველი - ,,დანაბარები“;5. ელისაბედ ჩხაიძე - ,,ყველაზე მეტად ხვალინდელი დღე მაშინებს...’’6. ანდრია გურაშვილი - ,, სასტიკი, სისხლმღვრელი ომი’’;7. ბარბარე ჩივაძე - ,,ჩვენ შევძლებთ ახალი ფურცლიდან დაწყებას“;8. ნუცა მელიქიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);9. ნატალი ჩიტაიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);10. ბარბარე ბროლაძე;11. ილია წიკლაური;12. ტასო დარსაველიძე;13. გიორგი ანთიძე;14. გიორგი ტალახაძე მე-9 კლასი15. ირაკლი კარტოზია - ,,წინააღმდეგობა მრისხანე სამყაროს მიმართ’’; (ისტორიული ნარკვევი);16. ანასტასია ციცქიშვილი - ,,რემინისცენციები აფხაზეთზე’’; (ჩანახატი)17. ანანო ხვედელიძე - ,,მშვიდობისმყოფელი თაობა“; (ისტორიული ნარკვევი);18. ლიზი პაპაშვილი - ,,მარად დაუვიწყარი“; (ლევან აბაშიძე);19. მალხაზ წვერიკმაზაშვილი - ,,სისხლისმღვრელი კონფლიქტი“; (ისტორიული ნარკვევი);20. ნატალია ქობელაშვილი - ,,მე შენ კარგად გხედავ“; (ჩანახატი);21. ნინო მახაშვილი - ,,ჩვენ მშვიდობიანი დიალოგი გვსურს“; (ესე)22. ანა გრიგალაშვილი - ,,წერილი აფხაზ თანატოლს“ (ჩანახატი);23. ავთანდილ მაღლაკელიძე - ,,წინაპრის მონათხრობი“; (ჩანახატი);24. ლუკა შიხიაშვილი - ,,რას ნიშნავს ჩვენთვის მშვიდობა" (ჩანახატი); მე-10 კლასი25. სანდრო კირკიტაძე; მე-11 კლასი26. საბა ფონჯავიძე - ,,ჯარისკაცის ჩანაწერები’’;27. ნინიკო პატარაია - ,,იქ, სადაც სიყვარულია“;28. თიკო ბეგიაშვილი - ,,იმედის ნაპერწკალი“; მე-6 კლასი29. ტასო ფორჩხიძე;30. მარიამ ანთიძე;31. ნანო ცეკვავა; მე-4 კლასი32. თეკლა ჩარგეიშვილი;33. დავით გოგიჩაიშვილი;34. დემეტრე ლიპარტელიანი; მე-8 ბ კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბროლაძემ შექმნა მაკეტი სახელწოდებით,,ენგურის ხიდი - ახალი გზა მშვიდობისთვის“ სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი მელივამ მოსწავლეებს გადასცა სერტიფიკატები .

სრულად
Image 06 ივნისი 2024 წელი

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა აქტივობები მე-5 და მე-9 კლასებში. ჩართული იყო 4 საგნის პედაგოგი (მოქალაქეობა - გური ბაბილოძე, ბიოლოგია - ნათია ხუჭუა, ფრანგული - თეონა ჩაკვეტაძე და რუსა კილაძე, ხელოვნება - ქეთი დევნოზაშვილი).   მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ანთროპოგენურმა ფაქტორებმა გარემოზე. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობით წარმოადგიმეს პრეზენტაციები, პლაკატები სლოგანით ,, გადაამუშავე ნარჩენები და და არა თავად ბუნება’’. ისაუბრეს მჟავა წვიმებზე, სათბურ ეფექტზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდუცირებულ ორგანიზმებს ბიომრავალფეროვნებაზე. ყურადღება გაამახვილეს რესურსების არაგონივრულ მოხმარების შედეგებზე და ალტერნატიული გზების მოძიების მნიშვნელობაზე. მე-5 კლასელებმა ბუნებაში შეასრულეს კომპლექსური დავალება ,, ეკო ჟურნალისტი’’, სადაც კოგნიტური სქემის გამოყენებით იმსჯელეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე. ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს მაკეტები და ნახატები, სადაც ასახეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი ქმედებების გავლენა გარემოზე. მოსწავლეებმა ფრანგულად გააფორმეს სლოგანები. სკოლოს დირექციის ხელშეწყობით დასუფთავდა სკოლის ტეროტორია და დაირგო ნერგები. ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.   

სრულად
Image 10 ივნისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი თამამი და ნაყოფირი ნაბიჯები კი პირველ მასწავლებლებტან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს, შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგეს. 6 ივნისს, 1ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - "სიკეთის კიდობანი" გამართეს. ღონისძიების შესახებ მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი, ღონისძიების ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი გვიყვება. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, იყო პირველი კლასის მასწავლებელი. თუმცა იმ საპასუხისმგებლო შრომასთან ერთად, თან რომ ახლავს, უდიდესი სიხარულიცაა, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგცქერის და თითქოს გეუბნება, აბა, მიდი და შემაყვარე შენი, ჩვენი ქართული ენაო. შენც თავს არ ზოგავ და გუშინ თუ აბიტურიენტს ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი" ფიქრის თემად უქციე, მუდამ აქტუალურ სოციალურ თემებზე მსჯელობით დიდებული ნაწარმოების თემა და იდეა დაანახე, ან ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონის" მხატვრული ხერხების სილამაზე აღაქმევინე, მთების დახუჭული თვალები, თუ აქვითინებული ქარი ფერმწერივით დაუხატე და საქართველოს ბედ-იღბალზე დააფიქრე, დღეს პირველკლასელთან ამ ყველაფრის ანი და ბანი უნდა გამოძერწო, იაკობის დიდაქტიკურ მოთხრობებს რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს. მასთან მისაახლოვებლად კი უამრავი გზა და ლაბირინთი გამოატარო. სასწავლო წლის ბოლოა და ვფიქრობ , ეს ლაბირინთი ურიგოდ არ გამოგვივლია. იაკობისა და ,,დედა ენის" სიყვარულმა, თუ შეძენილი ცოდნის შეჯამებამ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. 6 ივნისს I ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,სიკეთის კიდობანი" წარმოადგინეს. სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური Nino Bibiluri , მხარდამჭერი და თანაშემწე - ეკა ბიბილური Eka Bibiluri , ქორეოგრაფი - ნანუ ბურჭულაძე ნანუ ბურჭულაძე , ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და მუდამ შემოქმედებითი ენთუზიაზმით გვერდით მდგომი კი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა Lali Meliva გახლდათ. სპექტაკლი რამდენიმე მოქმედებად დავყავი. დასაწყისში იაკობ გოგებაშვილი (პატარა მსახიობი გაბრიელ ბუჩუკური) ვისტუმრეთ და ბავშვებმა უამრავი ლექსი, ანდაზა, აფორიზმი და ენის გასატეხი უთხრეს. შემდეგ კი იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობის ინსცენირება აჩვენეს ყურადღებიან და გულწრფელი ემოციით დატვირთულ მაყურებელს და ბოლოს, ,,რწყილი და ჭიანჭველა" მიუზიკლის სახით წარმოადგინეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბოლო აკორდი, იმ ბომბორასთან სტუმრობა იყო, ანბანის სწავლისას (სექტემბერში), სკოლის ეზოში რომ დავხატე და ბავშვები ბეჯითად სწავლას დაჰპირდნენ. დაპირება შეასრულეს და ახლა ამაყად დაუტოვეს ბომბორას საკუთარი სახელები: ელი, გაბრიელი, თეკლა, ანამარია, დაჩი, თია, ტასო, გაბრიელი, ნიკოლოზი, თებეა, დავითი, გაბრიელი. და ახლა, ამ მონავარდე ბავშვებისთვის, გულში ვიმეორებ მუხრან მაჭავარიანის ულამაზესი ლექსის სტრიქონებს:,,და...იარონ!იარონ!იარონ!ამინ!" 

სრულად