მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საფრენბურთო შიდასასკოლო ტურნირი ჩატარდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა შიდასასკოლო ტურნირი ფრენბურთში, რომელიც სპორტის მასწავლებლების ბექა კვარაცხელიასა და ქეთი მიქელაძის ინიციატივით ჩატარდა.

ამგვარი აქტივობა სპორტული სულისკვეთების გაძლიერებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის შესანიშნავი მაგალითი გახდა. ტურნირში მოასპარეზე გუნდებმა დიდი მონდომებითა და თავდადებით იბრძოლეს გამარჯვებისთვის, რაც მოტივაციას აძლევდა, როგორც მოთამაშეებს, ასევე მაყურებლებს.

განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მე-10  კლასის გუნდის წევრები, რომლებმაც მაღალ დონეზე აჩვენეს თამაში და ტაქტიკური უნარ-ჩვევები. გუნდური მუშაობის გამორჩეული უნარით მათ მოიპოვეს ღირსეული გამარჯვება.

სპორტული შეჯიბრი არა მხოლოდ ბავშვების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ პასუხისმგებლობის გამომუშავებისთვის, გუნდური მუშაობისა და მოტივაციის ამაღლებისთვის . ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობას წარმოაჩენს.