მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში, პედაგოგ  გუგა ბენდელიანის ინიციატივით, ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.

შეჯიბრი მოიცავდა სხვადასხვა სფეროს კითხვებს: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა და ბუნებისმეტყველება. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული, გამოავლინეს სწრაფი აზროვნება, კომუნიკაციის უნარები და შემოქმედებითი მიდგომა.

შეჯიბრის გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

  • ნიკოლოზ ხარჩილავა
  • დემეტრე გილაური
  • ნიკოლოზ კულდუნაშვილი
  • ელენე მურუსიძე
  •  ირინე ლომიძე.


გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები.

ღონისძიება მიიჩნიეს წარმატებულად და მოზარდების განვითარებისთვის მნიშვნელოვნად. აქტივობა მორგებული იყო სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე და მოტივაციის გაზრდაზე, რაც დადებითად აისახა მონაწილეების განწყობაზე და ცოდნის გაღრმავებაზე.