სიახლეები

Arrow Down Icon
Image 06 მარტი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განსაკუთრებული გამოცდილების მონაწილენი გახდნენ – მათ ნახეს ,,ვეფხისტყაოსნის" ანიმაციური ეკრანიზაცია, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის უკეთესად შესწავლაში დაეხმარებათ. ქართულის მასწავლებელმა, სოფიკო გორგილაძემ, სწავლების ამგვარი მეთოდი გამოიყენა, რადგან მოსწავლეები ანიმაციის, კინოსა და ქართული კულტურის ნიმუშებს ეზიარონ.IMDB რეიტინგი: 9.4ხანგრძლივობა: 1სთ 52წთტექნიკა: როტოსკოპია – პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაცია ამ სტილში! ქართული ლიტერატურის სწავლება ყოველთვის მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ პროგრამულ ტექსტად არ დარჩეს, არამედ ცოცხალ, ვიზუალურად აღსაქმელ და შთამაგონებელ ამბად იქცეს. მირზა პაპუნა დავითაიას ანიმაციური ფილმი ამის მაგალითია. როტოსკოპული ტექნიკის გამოყენება ამაღლებს ვიზუალური შთაბეჭდილების ხარისხსა და გმირებს რეალისტურ მოძრაობას ანიჭებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიაზ დიასამიძისა და იზა ლილუაშვილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც პოემის სულისკვეთებას იდეალურად ეხმიანება.მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები კულტურულ და ინტელექტუალურ ჰორიზონტებს აფართოებს – ისინი არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან "ვეფხისტყაოსნის" სამყაროს. სასკოლო სივრცეში მსგავსი ინიციატივები წახალისებულია! რაც მოიაზრებს: კლასიკური ლიტერატურის სწავლების ინოვაციურ მიდგომას;ვიზუალური აღქმის გაძლიერებასა და ემოციური კავშირის გაღრმავებას;ხელოვნების მრავალმხრივი აღქმის უნარის განვითარებას.

სრულად
Image 04 მარტი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტოხიშვილის ინიციატივით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - IV ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიება იყო განსაკუთრებული და ემოციური. ბავშვებმა გამოხატეს უდიდესი სიყვარული და პატივისცემა დედებისადმი. შემოქმედებითი მიდგომა: მოსწავლეების მიერ ქართველი კლასიკოსების ლექსებისა და წერილების წაკითხვა იყო შესანიშნავი საშუალება, რომ გაეცნოთ და გაეანალიზებინათ დედის არსი ქართულ ლიტერატურაში. ნინო ბიბილურის აკომპანიატორობით შესრულებული მუსიკალური ნომრები საღამოს კიდევ უფრო მეტ სილაღესა და ემოციურობას მატებდა. ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს დეკლამაციური ნიჭი, რაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია დარბაზში მყოფი დედების. ღონისძიება იყო ორგანიზებული, რაც აისახა გულთბილ და ამაღლებულ ატმოსფეროში. სკოლის დირექტორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის დასწრება ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები სასაჩუქრე შეფუთვითა და ყვავილების თაიგულით გადაეცათ მშობლებს. მარინა ტოხიშვილის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული საღამო იყო წარმატებული და დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელმაც აჩვენა მოსწავლეების სიყვარული და პატივისცემა დედებისადმი.

სრულად
Image 01 მარტი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში „მასლენიცას“ დღესასწაული აღნიშნეს! მე-5 კლასის მოსწავლეებმა აღმოსავლეთ სლავური ხალხური ტრადიცია – „მასლენიცა“ – გააცოცხლეს მინი სპექტაკლით, ცეკვა-სიმღერითა და კოსტუმირებული სანახაობით. ღონისძიება მხიარულ და თბილ გარემოში ჩატარდა, სადაც მუსიკალური აკომპანიმენტები და კულინარიული პროდუქტი არავის დატოვებდა გულგრილს. მოსწავლეებმა ბლინებით, გაზაფხულის მოლოდინითა და სიხარულით გააცილეს ზამთარი. ღონისძიების ორგანიზატორმა, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგიმა, ემილია ჭუჭულაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ეს აქტივობა სკოლისთვის სხვადასხვა ქვეყნების კულტურის გაცნობის მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რადგან გვჯერა, რომ მრავალფეროვანი ცოდნა დაეხმარება მოსწავლეებს მიღებული ინფორმაციის გააზრებასა და დახარისხებაში".

სრულად
Image 24 მარტი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ფიზიკის მასწავლებლის ირმა წითაძის უშუალო ჩართულობითა და მითითებით, მე-7 კლასელმა მოსწავლეებმა,  სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეასრულეს შემდეგი ტიპის აქტივიბა: საკვანძო შეკითხვა - როგორ შევქმნათ პოსტერი, სადაც აღვწერთ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს, და წარმოვადგენთ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით. დავალების მიზანი იყო: შექმნათ პოსტერი, სადაც აღწერდნენ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს და წარმოადგენდნენ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით. ზოგადად, სასწავლო აქტივობა ძალიან საინტერესოა და აერთიანებს, როგორც ფიზიკის, ისე შემოქმედებითი აზროვნების ელემენტებს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეების ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. 1. მულტიდისციპლინარული მიდგომის თვსლსაზრისით, აქტივობა აერთიანებს ფიზიკას, გრაფიკულ დიზაინს და შემოქმედებით აზროვნებას, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. 2.მოცემული სცენარი რეალურ სიტუაციაზეა დაფუძნებული, რაც ეხმარება მოსწავლეებს ფიზიკის კონცეფციების უკეთ გააზრებაში. 3.ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, უკეთ აღიქვან ფიზიკური სიდიდეების (სიჩქარე, დრო, მანძილი) ურთიერთკავშირი. 4. მოსწავლეებს მიეცათ დავალება, რომელიც მოითხოვდა სტრატეგიული დაგეგმვის უნარს და ინფორმაციის ორგანიზებულად წარმოდგენას. 5. ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისა და იდეების გაზიარების უნარის განვითარებაშიმასწავლებელმა მოსწავლეებს, მიაწოდა დეტალური ინსტრუქციები, როგორ უნდა შეედგინათ გრაფიკები და რომელი ფიზიკური სიდიდეები უნდა წარმოედგინათ. ეს აქტივობა ეფექტურად აერთიანებს ფიზიკის კონცეფციებსა და შემოქმედებით მიდგომას. მისი შესრულება ხელს უწყობს, მოსწავლეებში, გააზრებით სწავლებას და მოტივაციას. გარკვეული დეტალების დამატებითა და ინსტრუქციების დაზუსტებით, აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.

სრულად
Image 21 თებერვალი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური თამაში     ,,წიგნების თაროს" შესარჩევ კონკურსში. შიდასასკოლო ტურის შედეგ უფრო რთული, გასაუბრებების ეტაპი გაიარეს და თაროულ ოჯახს, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სამეულიც შეემატა: სანდრო კირკიტაძე, რეზი ახვლედიანი, თორნიკე კუტუბიძე. ზოგადად, ამგვარ პროექტებში მონაწილეობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რომ განვითარდნენ, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ახალი უნარები. სხვადასხვა თემაზე მუშაობა და კითხვა მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ უფრო ინფორმირებულები და კრიტიკულად მოაზროვნეები. გუნდური მუშაობა უვითარებს კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარებს. პროექტში ჩართვა ნიშნავს კონკურენციას, ახალი გამოწვევების მიღებასა და პიროვნულ ზრდას. ასეთი გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და ხსნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური თუ პირადი განვითარებისთვის. ყველას, ვინც შეუერთდა XV სასკოლო სეზონს, ვუსურვებთ წარმატებებს საინტერესო და შემეცნებით გზაზე!   

სრულად
Image 12 თებერვალი 2025 წელი

ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ცოდნის, ლოგიკური მსჯელობისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო კომბინაციაა წარმატებისთვის. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა -ში ჩატარებული შიდასასკოლო ტური, რომელიც შემოდგომა-ზამთრის სეზონის ფარგლებში გაიმართა, გამორჩეული ინიციატივა აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. თამაშის ორგანიზატორი, პედაგოგი გუგა ბენდელიანი, შეუდარებელი ენერგიითა და მონდომებით ჩაერთო პროცესში, რამაც კიდევ უფრო საინტერესო და დინამიკური გახადა შეჯიბრი. ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინტელექტუალური თამაშების უნივერსალურ ხასიათს. თითოეულმა გუნდმა გამოავლინა მახვილგონიერება, ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური კავშირების დანახვის უნარი. ზოგიერთი შეკითხვა მოსწავლეებმა ინტუიციით ამოხსნეს, ზოგზე კი სიღრმისეული მსჯელობა დასჭირდათ. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობამ არა მხოლოდ ინტელექტუალური გამოცდილება შესძინა მათ, არამედ განუვითარა გუნდური მუშაობის უნარი, სტრესულ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მიღების უნარი და კრიტიკული აზროვნება. თამაშის მსვლელობისას იგრძნობოდა მოზარდების აღტაცება და მოტივაცია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასეთი ტიპის შეჯიბრებები განათლების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სკოლაში ჩატარებული „რა? სად? როდის?“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ინტელექტუალური თამაშები საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ისინი არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებას უწყობენ ხელს, არამედ მოსწავლეებს უვითარებენ მნიშვნელოვან უნარებს, რაც მათ მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. სკოლაში მსგავსი ტურნირები სისტემატურად ჩატარდება და უფრო მეტ მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი ინტელექტუალური პოტენციალი.  

სრულად
Image 12 თებერვალი 2025 წელი

სოციალური საწარმო „კუბი კონტექსტში“ სივრცეა, სადაც იდეები ცოცხლდება, ცოდნა იზრდება და გამოცდილება ახალ ფორმებს იღებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლი VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან – ნინო ბიბილურთან, ირინე კვანჭიანთან და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ირმა კვანჭიანთან ერთად, დაესწრნენ შემეცნებით ლექციას კინოს ისტორიაზე. როგორ დაიბადა კინო?ეს კითხვა, რომელიც თითქოს მარტივი ჩანს, სინამდვილეში ბევრ უცნობ დეტალს მალავს. ლექციის განმავლობაში მოსწავლეები გაეცნენ იმ ექსპერიმენტებს, რომლებმაც სტატიკური ფოტოები მოძრაობაში მოიყვანეს, და აღმოაჩინეს, როგორ დაიბადა კინო, რომელსაც დღეს დიდი ინტერესით ვუყურებთ.ძმები ლუმიერები – პირველმა „ოპერატორებმა“, რომლებმაც სამყარო მოძრავ კადრებში გამოიხატეს.ჟორჟ მელიესი – ადამიანი-ორკესტრი, კინოს მაგიის ფუძემდებელი.ეადვერდ მაიბრიჯი – პიონერი, რომელმაც ფოტოები „გააცოცხლა“. ლექციას თან ახლდა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სადაც მოსწავლეებმა ამ ისტორიული ფიგურების ნამუშევრები იხილეს. მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ფილმების ნახვა, ანიმაციები და ის გასაოცარი ექსპერიმენტები, რომლებმაც კინემატოგრაფის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. კინო – უდიდესი სათამაშო კაცობრიობის ხელშილექციის მსვლელობისას VII კლასელებმა არა მხოლოდ მოისმინეს საინტერესო ფაქტები, არამედ აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. მათ შეძლეს, განესაზღვრათ კინოს სხვადასხვა ჟანრი, გაეაზრებინათ მისი განვითარების ეტაპები იყო შთაბეჭდილებები ემოციურად გაეზიარებინათ, რადგან კინო უბრალო გასართობი არ არის – ხელოვნებაა, რომელიც დროის, კულტურისა და ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება. ასეთი შეხვედრები მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ცოდნას ახალ პერსპექტივაში შეხედონ, გაიგონ, საიდან იწყება ის, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, და, რაც მთავარია, მოტივაცია მიიღონ ახალი აღმოჩენებისთვის.„კუბი კონტექსტში“ – ადგილი, სადაც ისტორია ცოცხლდება!

სრულად
Image 05 თებერვალი 2025 წელი

5 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – ეს არის წიგნის საჯაროდ კითხვის დღე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მკითხველებს აერთიანებს. უკვე რამდენიმე წელია ჩვენს სკოლაშიც აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მიზანია წიგნის მნიშვნელობის გაძლიერება, მოსწავლეებში კითხვის სიყვარულის გაღვივება და მათთვის ლიტერატურის სამყაროს გახსნა. წმ. ნინოს მართლმადიდებლური სკოლა დიდი სიამოვნებით შეუერთდა „საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას და განსაკუთრებული აქტივობები მოაწყო მოსწავლეებისთვის. ჩვენი სკოლის პედაგოგმა, ნინო გაგოევმა, სადამრიგებლო კლასში განსაკუთრებულად აღნიშნა ეს დღე. მან ბავშვებს წაუკითხა ცნობილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობები – „ბიბო“ და „გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა“.ინანიშვილის მოთხრობები საოცარი უბრალოებითა და სიღრმით გამოირჩევა – ისინი ბავშვებს ასწავლიან სიკეთეს, მეგობრობასა და ბუნების სიყვარულს. ბავშვები ყურადღებით უსმენდნენ მასწავლებელს, განიხილავდნენ მოთხრობების გმირებს და იმაზეც ფიქრობდნენ, რას ნიშნავს „ღამის შეყვარება“ და როგორ შეიძლება, წიგნმა შეცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე არა მხოლოდ ერთი დღის ღონისძიებაა – ეს არის პროცესი, რომელიც ბავშვებში წიგნის სიყვარულს და კითხვის კულტურას ნერგავს. პედაგოგი დარწმუნებულია, რომ ასეთ აქტივობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ბავშვები, რომლებიც პატარაობიდან სწავლობენ წიგნის მნიშვნელობას, მომავალშიც აქტიური მკითხველები და მოაზროვნე ადამიანები გახდებიან. წელს წმ. ნინოს მართლმადიდებლური სკოლა წარმატებით შეუერთდა მსოფლიო დღეს, და ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მასშტაბურად ავღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!  

სრულად
Image 07 თებერვალი 2025 წელი

ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, არაერთი შესანიშნავი მოსწავლის განათლებას ემსახურება. სწორედ აქ გაიმართა თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრაზე სკოლას ესტუმრა თანამედროვე ქართველი მწერალი, გივი ჩიღვინაძე , რომელიც მეორე, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ბავშვებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს სტუმარი. მეორეკლასელებმა მისი საბავშვო წიგნის, „მთებისა და ტყეების ამბები“, მიხედვით დადგმული პიესა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოსწავლე ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ასრულებდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა სპექტაკლის ეფექტს. შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ლექსები წაიკითხეს და მრავალი საინტერესო კითხვა დასვეს. ისინი განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდნენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურის გაცნობას, რაც მათ სიღრმისეულ ცოდნასა და წიგნებისადმი სიყვარულზე მეტყველებდა. მწერალმა მათ ახალი ნაწარმოებებიც წაუკითხა, გააცნო საავტორო წიგნები და საჩუქრებიც გადასცა, როგორც ბავშვებს, ისე მასწავლებლებს. ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის პედაგოგი, მარი თაბაგარი იყო. სწორედ მისი ძალისხმევითა და მონდომებით მომზადებული მოსწავლეები განსაკუთრებული ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდნენ.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა და სხვა პედაგოგები. ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და ლიტერატურისადმი ინტერესით. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის ქართული მწერლობის გაცნობა და წიგნებისადმი სიყვარული.

სრულად
Image 02 თებერვალი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლები დაესწრნენ  ინოვაციური სწავლების ტრენინგ-კურსს, რომელიც განკუთვნილი იყო  მათემატიტიკის პედაგოგებისთვის. "Max მათემატიკა" არის სინგაპურის მოდელზე დაფუძნებული მათემატიკის სახელმძღვანელო დაწყებითი კლასებისთვის. სამომავლო პერსპექტივით, მათემატიკის სწავლების ამ მეთოდის დანერგვა, მოსწავლეებში საგნის დაუფლების ინტერესს გაზრდის. ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები: სინგაპურის მოდელი: ეს მოდელი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მათემატიკის სწავლების მეთოდი მსოფლიოში. იგი ხაზს უსვამს მათემატიკური აზროვნების განვითარებას და პრობლემების გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებას. CPA მეთოდი (Concrete, Pictorial, Abstract): ეს მეთოდი გულისხმობს მათემატიკური ცნებების სწავლებას ჯერ კონკრეტული მაგალითების, შემდეგ ვიზუალური წარმოდგენების (სურათები, დიაგრამები) და ბოლოს აბსტრაქტული სიმბოლოების (რიცხვები, ფორმულები) გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეებმა საფუძვლიანად გაიგონ მათემატიკური ცნებები და არა მხოლოდ დაიზეპირონ ისინი. 6-საფეხურიანი კურსი: კურსის საფეხმობრივი სტრუქტურა უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები თანდათანობით და თანმიმდევრულად ითვისებდნენ მათემატიკურ ცოდნას. მასტიმულირებელი და ინტერაქტიული მასალა: სახელმძღვანელო შეიცავს სახალისო და საინტერესო აქტივობებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციას და ჩართულობას სასწავლო პროცესში. სკაფოლდინგ მეთოდით აგებული აქტივობები: ეს მეთოდი გულისხმობს, რომ აქტივობები თანდათანობით რთულდება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, წარმატებით გაუმკლავდნენ გამოწვევებს და განავითარონ თავიანთი უნარები.ინტეგრირებული შეფასება: შეფასება არის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი და ხელს უწყობს მოსწავლეების პროგრესის მონიტორინგს. დამოუკიდებელი და გუნდური სწავლების სილაბუსი: სახელმძღვანელო მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს როგორც დამოუკიდებელ, ისე გუნდურ მუშაობას. "Story Based" კურიკულუმი: მათემატიკური ცნებები ისწავლება საყვარელი პერსონაჟების დახმარებით, რაც სასწავლო პროცესს უფრო სახალისოსა და მიმზიდველს ხდის ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ "Max მათემატიკა" შეიცავს ბევრ ინოვაციურ და ეფექტურ მეთოდს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული მოსწავლეების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და მასწავლებლის კვალიფიკაციაზე. სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ ის არ არის წარმატების გარანტია. "Max მათემატიკა" არის თანამედროვე და ეფექტური სახელმძღვანელო, რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის მოდელზე და CPA მეთოდზე. იგი შეიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო აქტივობას, რაც ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების განვითარებას და პრობლემების გადაჭრის უნარების ჩამოყალიბებას. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული სხვა ფაქტორებზეც.

სრულად