მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 მარტი 2025 წელი

„ვეფხისტყაოსანი“ ეკრანზე – ინოვაციური ლიტერატურის გაკვეთილი წმინდა ნინოს სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მე-10 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე განსაკუთრებული გამოცდილების მონაწილენი გახდნენ – მათ ნახეს ,,ვეფხისტყაოსნის" ანიმაციური ეკრანიზაცია, რომელიც შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის უკეთესად შესწავლაში დაეხმარებათ.

ქართულის მასწავლებელმა, სოფიკო გორგილაძემ, სწავლების ამგვარი მეთოდი გამოიყენა, რადგან მოსწავლეები ანიმაციის, კინოსა და ქართული კულტურის ნიმუშებს ეზიარონ.
IMDB რეიტინგი: 9.4
ხანგრძლივობა: 1სთ 52წთ
ტექნიკა: როტოსკოპია – პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაცია ამ სტილში!

ქართული ლიტერატურის სწავლება ყოველთვის მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, რათა მოსწავლეებისთვის ,,ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ პროგრამულ ტექსტად არ დარჩეს, არამედ ცოცხალ, ვიზუალურად აღსაქმელ და შთამაგონებელ ამბად იქცეს.

მირზა პაპუნა დავითაიას ანიმაციური ფილმი ამის მაგალითია. როტოსკოპული ტექნიკის გამოყენება ამაღლებს ვიზუალური შთაბეჭდილების ხარისხსა და გმირებს რეალისტურ მოძრაობას ანიჭებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიაზ დიასამიძისა და იზა ლილუაშვილის მუსიკალური გაფორმება, რომელიც პოემის სულისკვეთებას იდეალურად ეხმიანება.
მოსწავლეებისთვის მსგავსი აქტივობები კულტურულ და ინტელექტუალურ ჰორიზონტებს აფართოებს – ისინი არა მხოლოდ კითხულობენ, არამედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან "ვეფხისტყაოსნის" სამყაროს. სასკოლო სივრცეში მსგავსი ინიციატივები წახალისებულია! რაც მოიაზრებს:

კლასიკური ლიტერატურის სწავლების ინოვაციურ მიდგომას;
ვიზუალური აღქმის გაძლიერებასა და ემოციური კავშირის გაღრმავებას;
ხელოვნების მრავალმხრივი აღქმის უნარის განვითარებას.