მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
07 თებერვალი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში თანამედროვე ქართველ მწერალს საინტერესო ღონისძიებით უმასპინძლეს

ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, არაერთი შესანიშნავი მოსწავლის განათლებას ემსახურება. სწორედ აქ გაიმართა თანამედროვე ქართული ლიტერატურისადმი მიძღვნილი შეხვედრა. შეხვედრაზე სკოლას ესტუმრა თანამედროვე ქართველი მწერალი, გივი ჩიღვინაძე , რომელიც მეორე, მესამე, მეხუთე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეხვდა. ბავშვებმა განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიიღეს სტუმარი. მეორეკლასელებმა მისი საბავშვო წიგნის, „მთებისა და ტყეების ამბები“, მიხედვით დადგმული პიესა წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოსწავლე ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ასრულებდა, რაც კიდევ უფრო ამდიდრებდა სპექტაკლის ეფექტს.

შეხვედრის განმავლობაში მოსწავლეებმა სხვა ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ლექსები წაიკითხეს და მრავალი საინტერესო კითხვა დასვეს. ისინი განსაკუთრებული ინტერესით მოეკიდნენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურის გაცნობას, რაც მათ სიღრმისეულ ცოდნასა და წიგნებისადმი სიყვარულზე მეტყველებდა. მწერალმა მათ ახალი ნაწარმოებებიც წაუკითხა, გააცნო საავტორო წიგნები და საჩუქრებიც გადასცა, როგორც ბავშვებს, ისე მასწავლებლებს.
 ღონისძიების ორგანიზატორი სკოლის პედაგოგი, მარი თაბაგარი იყო. სწორედ მისი ძალისხმევითა და მონდომებით მომზადებული მოსწავლეები განსაკუთრებული ცოდნითა და შემოქმედებითი უნარებით გამოირჩეოდნენ.  შეხვედრას

ასევე ესწრებოდნენ სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა და სხვა პედაგოგები.

ღონისძიება სავსე იყო სითბოთი, სიყვარულითა და ლიტერატურისადმი ინტერესით. მსგავსი შეხვედრები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი თაობისთვის ქართული მწერლობის გაცნობა და წიგნებისადმი სიყვარული.