საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური თამაში ,,წიგნების თაროს" შესარჩევ კონკურსში. შიდასასკოლო ტურის შედეგ უფრო რთული, გასაუბრებების ეტაპი გაიარეს და თაროულ ოჯახს, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სამეულიც შეემატა:
ზოგადად, ამგვარ პროექტებში მონაწილეობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რომ განვითარდნენ, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ახალი უნარები.
სხვადასხვა თემაზე მუშაობა და კითხვა მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ უფრო ინფორმირებულები და კრიტიკულად მოაზროვნეები. გუნდური მუშაობა უვითარებს კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარებს. პროექტში ჩართვა ნიშნავს კონკურენციას, ახალი გამოწვევების მიღებასა და პიროვნულ ზრდას. ასეთი გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და ხსნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური თუ პირადი განვითარებისთვის.
ყველას, ვინც შეუერთდა XV სასკოლო სეზონს, ვუსურვებთ წარმატებებს საინტერესო და შემეცნებით გზაზე!