სიახლეები

Arrow Down Icon
Image 01 თებერვალი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლეს. ახალგაზრდა სცენარისტი და სატელევიზიო შოუს "წიგნების თაროს" მონაწილე,  ალექსანდრე გუნია, სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა წიგნებისა და ლიტერატურის სიყვარულზე. საინტერესო სტუმარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიებით გაჯერებულ რეალობაში, ლიტერატურის მნიშვნელობა უდიდესია. ალექსანდრემ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება: როგორ შეცვალა წიგნის კითხვის პროცესმა მისი ცხოვრება, რა როლი ითამაშა ინტელექტუალურმა პროექტმა - ,,წიგნების თარო"-მ მის პროფესიულ განვითარებაში და რატომ უნდა დარჩეს ლიტერატურა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილად. მოსწავლეებისთვის ეს იყო უდიდესი მოტივაცია – არა მხოლოდ იკითხონ მეტი, არამედ დაინახონ, როგორ შეიძლება წიგნებმა უკეთესობისკენ შეცვალოს მათი აზროვნება და მსოფლმხედველობა. შეხვედრის მსვლელობისას, ალექსანდრემ, დამსწრე აუდიტორიას, წიგნების შერჩევის, ლიტერატურული ანალიზისა და მწერლის პროფესიის სირთულეებზე ესაუბრა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ შანსი პროექტში მონაწილეობის მიღების, ზოგადად სასკოლო თემთან ამგვარი შეხვედრები შეიძლება გადაიზარდოს უფრო მასშტაბურ პროექტად, თუ ახალგაზრდები, რომლებიც ლიტერატურით ან სხვა შემოქმედებითი სფეროებით არიან გატაცებულნი, თავიანთ გამოცდილებას მოსწავლეებს გაუზიარებენ. შესაძლებელია, მსგავსი შეხვედრების ციკლის ორგანიზება სხვადასხვა- საგნობრივი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. მოსწავლეების მონაწილეობა მსგავს ინიციატივებში არა კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს, არამედ მათ სოციალურ და პროფესიულ უნარებსაც აძლიერებს. ასეთ პროექტებში ჩართულობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტით გამოირჩევა: მსგავსი შეხვედრები აჩვენებს, რომ ლიტერატურა მხოლოდ სასწავლო მასალა არ არის, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილებებისა და ემოციების შემცველი ძალაა. მოზარდები ხვდებიან, რომ კითხვა თვითგანვითარების გზაა. წარმატებული ახალგაზრდების პირადი ისტორიების მოსმენა მოზარდებს აძლევს სტიმულს, დაინახონ ლიტერატურასთან, ჟურნალისტიკასთან, სცენარისტობასთან და სხვა შემოქმედებით დარგებთან დაკავშირებული კარიერული პერსპექტივები. მსგავსი შეხვედრები მოზარდებს ეხმარება თავისუფლად გამოხატონ აზრები, დაუსვან კითხვები და გაიღრმავონ ანალიტიკური უნარები. წიგნების განხილვა და დისკუსიები მათ ლოგიკურ და არგუმენტირებულ მსჯელობას უვითარებს. მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით შესაძლებელია ახალი პროექტების ჩამოყალიბება, როგორიცაა ლიტერატურული კლუბები, დისკუსიური ჯგუფები ან თუნდაც მოსწავლეთა მიერ შექმნილი მცირე მასშტაბის გამოცემები, ბლოგები და პოდკასტები. როცა მოსწავლეები ხედავენ, როგორ შეიძლება ლიტერატურამ და კითხვამ რეალურ ცხოვრებაში კარიერული ან პიროვნული წარმატება განსაზღვროს, ეს მათ დამატებით მოტივაციას აძლევს. ისინი იწყებენ წიგნებს არა მხოლოდ ცოდნის წყაროდ, არამედ საკუთარი ოცნებებისკენ სვლის ინსტრუმენტად. ამგვარი პროექტები განათლების მხოლოდ ფორმალურ მხარეზე არ არის ორიენტირებული – ისინი მოზარდებს უყალიბებს ღირებულებებს, ხსნის მათთვის ახალ გზებსა და აძლიერებს შემოქმედებითი აზროვნების უნარს. შედეგად, ასეთი ინიციატივები არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ საზოგადოებისთვის სარგებელის მომტანია, რადგან განათლებული, წიგნიერებაზე ორიენტირებული თაობა არის პროგრესის საფუძველი.

სრულად
Image 29 იანვარი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სამოქალაქო განათლებისც პედაგოგმა ჯუბა თომაძემ თემაზე,  „პოლიტიკა და პოლიტიკური კულტურა: რა არის და რას ეხება პოლიტიკა?ჩაატარა ინფორმაციული შეხვედრა, მოსწავლეებთან, რომელიც, შეეხებოდა პოლიტიკის მნიშვნელობას, ძირითად კონცეფციებსა და პოლიტიკურ კულტურას. შეხვედრაზე მოსწავლეებს განემარტათ შემდეგი საკითხები:1. პოლიტიკის არსის გაგება – რა არის პოლიტიკა, როგორია მისი როლი საზოგადოებაში და როგორ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.2. პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობა – როგორ განისაზღვრება პოლიტიკური კულტურა, რა ფაქტორები აყალიბებს მას და როგორ მოქმედებს დემოკრატიულ პროცესებზე.3. თუ როგორ შეუძლიათ, როგორც მოქალაქეებს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.4. პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის წახალისება – როგორ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში, როგორ მუშაობს პოლიტიკური სისტემა და რა უფლებები და მოვალეობები აქვთ. ამგვარი შეხვედრები და საუბრები მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთესად გაიგონ პოლიტიკისა და დემოკრატიის მექანიზმები. გაუმარტივდებათ საარჩევნო პროცესების, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მათი გავლენის გააზრება. განუვითარებათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჩართულობის სურვილი. დაეხმარება კრიტიკულად შეაფასონ პოლიტიკური მოვლენები და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მოამზადებს მათ, მომავალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრებისათვის.

სრულად
Image 06 იანვარი 2025 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და პიროვნული ზრდის მიმართულებით. დღეს, მთელი მსოფლიო რთული გამოწვევების წინაშე დგას, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი, სკოლამ შეძლო სასწავლო პროცესის სრული მობილიზაციით ჩართულიყო სრულფასოვან სასწავლო პროცესში. კვალიფიციური პედაგოგების ძალისხმევითა და ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით, შიექმნა ისეთი გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა შესაძლებლობა გამოევლინა საკუთარი შესაძლებლობები. სასკოლო თემის ჩართულობას ჰქონდა, როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მიდგომები. სემესტრის განმავლობაში განხორციელებული ყველა ღონისძიება წარმოადგენდა სკოლის მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობლების ერთობლივი მუშაობის შედეგს. მათ შეიმუშავეს საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გეგმები, რომლებიც მოსწავლეებს აძლევდა საშუალებას, საფუძვლიანად შეესწავლათ სასკოლო საგნები, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები.  მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა პროექტებში, კონკურსებსა და შეჯიბრებებში. მათ გამოიჩინეს თავი შემოქმედებითი პოტენციალითა და თვითდაჯერებულობით. მშობლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს სკოლის ინიციატივებს და ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში. ჩვენი სკოლის 2024- 25წლის პირველი სემესტრის პრიორიტეტული აქტივობებიდან გამოვყოფ შემდეგ სეგმენტებს: საგანმანათლებლო სფერო: სკოლაში ხორციელდებოდა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც მიმართული იყო მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებისკენ. ჩატარდა მასტერკლასები, სემინარები, დისკუსიები და სხვა ღონისძიებები, რომლებმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უფრო ღრმად შეესწავლათ სხვადასხვა საგანი და განევითარებინათ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. სპორტული აქტივობები: სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. სემესტრის განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ოლიმპიადები და ტურნირები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეცნობიერებინათ ჯანსაღი ცხოვრების არსი და განევითარებინათ გუნდური მუშაობის უნარები. კულტურული აქტივობები: სკოლა აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეთა თვითშემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობას. მოქმედებს რამდენიმე წრე, კულტურის სფეროს მიმართულებით. ჩატარდა კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გამოევლინათ შემოქმედებითი პოტენციალი და გაცნობოდნენ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას. შემეცნებითი აქტივობები: სკოლა ახორციელებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობას, მოსწავლეთა სულიერი განვითარებისთვის, სასულიერო პირის მიერ ჩატარდა რამდენიმე საინტერესო ლექცია, დისკუსია, ექსკურსიები და სხვა ღონისძიებები, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ ცოდნის არეალი და განევითარებინათ ინტერესი თეოლოგიური და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს მიმართ. მასწავლებლებმა გამოავლინეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და მზრუნველობა მოსწავლეთა ინდივიდუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამაზე მოწმობს, მათ მიერ, ინფორმაციის გადაცემის ინტელექტუალურ განვითარებაზე ორიენტირებული ინვესტიციური პროცესები. სასწავლო პროცესის განმავლობაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ განსხვავებებს. სკოლამ აამუშავა სისტემის რემედიაციის პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, ფსიქოლოგიურ მიდგომებს და ამ კუთხით გაძლიერებულად მუშაობენ სკოლის ფსიქოლოგები. მადლობას ვუხდი სრულიად სასკოლი თემს მხარდაჭერისა და მაღალი პროფესინალიზმისთვის, რადგან მათი მუშობის პრინციპებიდან გამომდინარე, მთავარი აქცენტი გაკეთდა მოსწავლეთა განვითარებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს შექმნისკენ. სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა . 

სრულად
Image 29 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის, მარი ჭიტაძის მიერ ჩატარებული ღონისძიება, „პეპის ჯადოსნური ახალი წელი,“ მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი წინასაახალწლო წარმოდგენა იყო, რომელიც სასკოლო თემისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ღონისძიება ხასიათდებოდა ფერადოვნებით, მხიარულებითა და ბავშვების შემოქმედებითი უნარების გამოყენებით. მასწავლებელმა მარი ჭიტაძემ ღონისძიების ორგანიზაციული ნაწილი თავად განახორციელა, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა ბავშვების მიერ შესასრულებელი როლების გადანაწილებაში. „პეპის ჯადოსნური ახალი წელი“ იყო ჯადოსნური სამყაროს გმირთა ისტორიების სინთეზი, სადაც ბავშვებმა დიდი მხიარულების ფონზეც გამოავლინეს თავიანთი სამსახიობო უნარები და ემოციური ჩართულობა. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ნინო ბიბილურმა, რომელმაც დადგმას შესაბამისი ატმოსფერო და დღესასწაულის განწყობა შესძინა. მუსიკალური ნომრები იყო ჰარმონიული და თითოეული სცენის ემოციურ ტონს გასაზრდელად მორგებული. ზოგადად სკოლის ადმინისტრაცია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამგვარი ღონისძიებების. განხორციელებას, რადგან ის აუცილებელია ბავშვების შემოქმედებითი განვითარებაისთვის. დადგმის პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ფანტაზიის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას. ღონისძიება დაეხმარა მშობლებისა და პედაგოგების სასკოლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვასა და ერთიანობის განცდის განმტკიცებას. ასეთი კოლაბორაციები ახალ წელს განსაკუთრებულად ხდის ბავშვებისთვის და ტრადიციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.სცენაზე გამოსვლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი ტალანტები და თავდაჯერებულობა მოიპოვონ.

სრულად
Image 28 დეკემბერი 2024 წელი

წინასაახალწლო ღონისძიებები დაარსების დღიდან ტრადიციად იქცა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. ამგვარი აქტივობები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს აძლევს საშუალებას, განავითარონ საკუთარი ნიჭი, გაიმყარონ თავდაჯერებულობა და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა. I ბ კლასის დამრიგებლის, ნინო კანტიძის ინიციატივითა და მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის ჩართულობით, გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიება სახელწოდებით: ,,საშობაო ზღაპარი". ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა ზღაპრის გმირების სამოსი და განსხვავებული იმიჯით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები. ღონისძიებას მუსიკალური ნომრებიც ამდიდრებდა, რომელიც პატარებმა მაღალი შემოქმედებითი ენერგიითა და მხატვრული შთაგონებით წარმოადგინეს. ღონისძიება იყო არა მხოლოდ მხიარული და ემოციური, არამედ ბავშვებისა და მშობლებისათვის საინტერესო და შთამაგონებელი. ეს დღე დაეხმარა ბავშვებს, უკეთესად აღიქვან მეგობრობის, შრომისუნარიანობისა და ერთიანობის მნიშვნელობა.

სრულად
Image 27 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი წინასაახალწლო ზეიმი მე-3 ბ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით. წინასაახალწლო ზეიმი კლასის დამრიგებლის, ლია ინჯიას ხელმძღვანელობით, ნამდვილ საგანმანათლებლო და კულტურულ დღესასწაულად იქცა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს უნიკალური პროექტი, რომელიც ფოკუსირებული იყო: მსოფლიო ტრადიციებზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ახალი წლის აღნიშვნის თავისებურებებზე. ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვნებითა და თემატურობით. ბავშვებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმოადგინეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები, რაც მათ მიერ გააზრებულ და ღრმა ინფორმაციის ფლობას მოწმობდა. დეკლამატორული ოსტატობა იწვევდა აღფრთოვანებას. ღონისძიებას კიდევ უფრო დიდი შარმი შესძინა სკოლის მუსიკალური ხელმძღვანელის, ნინო ბიბილურის, დახმარებით შესრულებულმა სიმღერებმა ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე. ბავშვებმა გამოავლინეს არა მხოლოდ მუსიკალური სმენა და ნიჭი, არამედ გუნდური მუშაობის უნარიც, რაც ცხადყოფს მათი განვითარების მაღალ დონეს.როგორც სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ აღნიშნა:,,ამ დღესასწაულმა აჩვენა მოსწავლეების არამხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ კულტურული შეგნება და შემოქმედებითი პოტენციალი. ზეიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამრიგებელმა, ლია ინჯიამ, მოსწავლეთა ნიჭის სწორი წარმართვით შესაძლებელი გახადა ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც მომავალში მათთვის შეუცვლელი გახდება". ღონისძიება იმსახურებს საუკეთესო შეფასებას, როგორც მისი საგანმანათლებლო, ასევე კულტურული და შემოქმედებითი მნიშვნელობისთვის.

სრულად
Image 24 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მედალოსან კურსდამთავრებულებს:       რატი მინაშვილს, ანა გულისაშვილს, მარიამ კობახიძეს, ლიზი თათულიშვილს მაია ტალახაძეს. სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა,  ლალი მელივამ გადასცა სიგელები და ოქროს მედლები.  ,,თქვენი შრომით, მიზანდასახულობითა და ცოდნისადმი სიყვარულით დაიმსახურეთ ღირსეული ჯილდო. ეს მიღწევა არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი წარმატებებისა, რომელიც მომავალში გელით.იმედია, თქვენი შრომისმოყვარეობა და შემართება შთაგონებად იქცევა კი მეგობრებისთვის და სკოლის მომავალი თაობებისთვის."აღნიშნა ლალი მელივამ.  ზოგადად, მედალი, როგორც მიღწევების სიმბოლო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. მისი მოპოვება პიროვნული შრომისა და მონდომების აღიარებას წარმოადგენს. ამგვარი ჯილდო ადამიანს უნერგავს თვითშეფასებისა და ღირსების განცდას. ეს წარმატება, მომავალში რთული გამოწვევების გადალახვის პროცესში, უდიდეს როლს ითამაშებს. იქნება გზამკვლევი, რომელიც მუდმივად შეგახსენებთ საკუთარ შესაძლებლობებსა და პოტენციალს. სწორედ ამიტომ, მედლის მნიშვნელობა შეიძლება იყოს ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე მისი მატერიალური ღირებულება.

სრულად
Image 24 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის  მე-11 კლასის მოსწავლეებმა აქტუალური პროექტი წარმოადგინეს გარემოს დაცვაზე. გაკვეთილს განსაკუთრებული ხიბლი მისცა მეცხრე კლასის მოსწავლეების დასწრებამ, რაც თაობათა შორის კომუნიკაციისა და ცოდნის გაზიარების მაგალითად იქცა. გაკვეთილის ხელმძღვანელი  პედაგოგი ჯუბა თომაძე იყო, რომელმაც მოსწავლეებს მოტივაციის უნარი შესძინა. ჯუბა თომაძემ გაკვეთილი ისე წარმართა, რომ ყველა მოსწავლე ჩართული იყო პროცესში. მისი მიდგომა იყო ინტერაქტიული და ინსპირაციული, თითოეული მონაწილის გამოსვლა პედაგოგმა გასაგებად და არსებითად განიხილა გარემოს დაცვის საკითხები და ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ მათ გადაჭრის გზებზეც.მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი თემები, რომლებიც მოიცავდა: ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებას; ნარჩენების მართვის ეფექტურ მეთოდებს; ბუნების მრავალფეროვნების შენარჩუნებას. პროექტები გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებით, კრიტიკული ანალიზით და მდგრადი განვითარების იდეებით. ასევე, მოსწავლეებმა ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით შექმნეს ვიზუალურად მიმზიდველი პრეზენტაციები, რაც თემებს უფრო გასაგებს და დამაჯერებელს ხდიდა. გაკვეთილმა მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ეთამაშათ აქტიური მსმენელის როლი, დაესვათ კითხვები და მოესმინათ უფროსკლასელების მოსაზრებები. ასეთი ტიპის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას და ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაღვივებას. გაკვეთილის ბოლოს ყველა მოსწავლე შეთანხმდა, რომ საჭიროა აქტიური ნაბიჯების გადადგმა გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად. გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ჯუბა თომაძე ხელმძღვანელობდა, ნამდვილად საუკეთესო მაგალითია. ამ გაკვეთილმა არა მხოლოდ გააღრმავა მოსწავლეების ცოდნა, არამედ შთააგონა ისინი, რომ აქტიურად იმოქმედონ გარემოს დასაცავად. ასეთი გაკვეთილები ახალი თაობის ეკოლოგიურად პასუხისმგებელი ლიდერების ჩამოყალიბების საწინდარია.

სრულად
Image 18 დეკემბერი 2024 წელი

წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის აღმასრულებელი დირექტორის, ლალი მელივას, მოძღვრის სპირიდონ მუმლაძისა და კატეხიზმოს მასწავლებლების ინიციატივით, სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერს. ეს განსაკუთრებული დღე მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა სულიერი ზრდისა და განვითარებისთვის. დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეძლეს დასწრებოდნენ სადღესასწაულო წირვას, მოესმინათ მოძღვრის ქადაგება და მიეღოთ წმინდა ზიარება. ყოველივე ეს, არამხოლოდ რელიგიური, არამედ სულიერი გზავნილებით სავსე გამოცდილება გახდა. მოძღვრის ქადაგება შეეხებოდა წმინდა ბარბარეს ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს, რომელიც თავდადებისა და რწმენის სიმბოლოდ გვევლინება. სწავლა-აღზრდის პროცესში ასეთი დღეები განსაკუთრებული როლს თამაშობს. მოსწავლეებმა გაიაზრეს რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის მნიშვნელობა. წმინდა ბარბარეს ცხოვრება გვახსენებს, რომ შინაგანი სიმტკიცე და სულიერი სიმაღლეები არის ჩვენი ყოფიერების ძირითადი ღირებულებები. ასეთი დღეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს, შეიმეცნონ რწმენის სიღრმე და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ხოლო მონასტერში ვიზიტი კიდევ უფრო ამდიდრებს მათ გამოცდილებას, აკავშირებს მათ ეროვნული და რელიგიური ტრადიციებთან

სრულად
Image 18 დეკემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პოეზიის დედოფლის- ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი სახელწოდებით -„მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა“, წარმატებით განხორციელდა. თეატრალური სტუდია „რამპას“ მიერ წარმოდგენილი დილა განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით იყო გაჯერებული.სპექტაკლის რეჟისორი მარი თაბაგარი,  მუსიკალური გამფორმებელი ნინო ბიბილური,პროდიუსერი ლალი მელივა და  ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა იყვნენ. ლიტერატურულ სპექტაკლს ესწრებოდნენ ანა კალანდაძის ოჯახის წევრები და სკოლის მოძღვარი სპირიდონ მუმლაძე, რაც დამატებით ელფერს სძენდა საღამოს. თეატრალური კომპოზიციის მეშვეობით მაყურებელმა პოეზიის დედოფლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები გაიცნო. წამითხული ლექსების ინტერპრეტაცია გულში ჩამწვდომი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მაყურებლისა თეატრალური სტუდიის ეს შეხვედრა სულიერი სიმდიდრისა და ქართული პოეზიისადმი სიყვარულის ცოცხალ მტკიცებულებად იქცა. ლიტერატურულმა სპექტაკლმა დამსწრეთა აღფრთოვანება და მადლიერება დაიმსახურა.

სრულად