01 ოქტომბერი 2020 წელი
...
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლურმა სკოლამ 1 ოქტომბერს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2020-2021 სასწავლო წელი განაახლა მხოლოდ I-VI კლასის მოსწავლეებისთვის. VII-XII კლასები სასწავლო პროცესს კვლავ ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ, ყოველდღიური ჩართვებით.
მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ბევრ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, შეზღუდვები ყველა სფეროს, მათ შორის განათლებასაც შეეხო. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებები და მათ შორის ჩვენი სკოლა, სხვადასხვა მექანიზმებს იყენებენ. სკოლაში ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია, რომ:
- ავადმყოფი მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები სკოლაში არ უნდა მივიდნენ;
- სკოლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველამ რეგულარულად დაიბანოს ხელი წყლითა და საპნით, გაიწმინდოს სპირტით / სადეზინფექციო ხელსახოცებით ან ქლორის ხსნარით და რომ სკოლაში, როგორც მინიმუმ ყოველდღე, მოხდეს ზედაპირების დეზინფექცია და წმენდა;
- სკოლებმა უნდა უზრუნველყონ წყლის, სანიტარული საშუალებების და ნარჩენების მართვის საშუალებების არსებობა და დაიცვან გარემოს წმენდისა და დეკონტამინაციის პროცედურები;
- სკოლებმა ხელი უნდა შეუწყონ სოციალურ დისტანცირებას (ეს ტერმინი გულისხმობს გარკვეულ მოქმედებებს, რომლებიც ძალზე გადამდები დაავადების გავრცელების შენელების მიზნით ხორციელდება, მაგალითად, ადამიანთა დიდი ჯგუფების შეკრების შეზღუდვას).
თითოეულ მოსწავლეს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს !