მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 ნოემბერი 2020 წელი

2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

სამწუხაროდ არც წმინდა ნინოს სკოლაა გამონაკლისი, ამიტომ ჩვენც პირველ სემესტრს ვისწავლით დისტანციურად. შეიცვალა დასვენების კალენდარი. მეორე სემესტრი დაიწყება 11 იანვარს, ნაცვლად 20 იანვრისა.


თვალი გავუსწოროთ რეალობას, მსოფლიო უწინდებური ვეღარ იქნება. ყველაზე მნიშვნელივანია ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. ყოველი ბნელი გვირაბის ბოლოს არის სინათლე და ამ სიბნელიდან გასვლისას სჯობს, ფსიქოლოგიურად ძლიერი და გაწონასწორებული შთამომვლობა გავიყვანოთ. გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას.


პატივისცემით წმინდა ნინოს სკოლის დირექტორი ლალი მელივა