მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 ოქტომბერი 2020 წელი

წმინდა ნინოს სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს

ძვირფასო მშობლებო, მოგმართავთ თხოვნით. 

ძალიან გთხოვთ სწორად გამიგეთ რისი თქმაც მინდა. იმას რასაც ამდენი ხანი ჩვენს შვილებს ვასწავლით, რომ წინასწარ ბუსავით არ დავითხაროთ თვალები,  ცხვარი მგლის შიშით არავის დაუხოცია... ვისწავლოთ დაბრკოლებებთან ბრძოლა და საკუთარ ნაჭუჭში არ ჩავიკეტოთ.... რეალურად როცა დავდექით ამის წინაშე ზუსტად ისე ვიქცევით.... გეთანხმებით, რომ ,, სიფრთხილეს თავი არ სტკივა" , უნდა დავიცვათ ის რეგულაციები რაც დაგვიწესეს, მაგრამ ვიდრე განათლებამ დაგვრთო ნება რომ სკოლას დავბრუნებოდით, თქვენ ნუ ასწრებთ მოვლენებს და შიშის გამო ნუ აჩერებთ სახლში შვილებს. რა თქმა უნდა, თუ ეს მხოლოდ შიშიააა... ღვთის რწმენით ყველაფერს გადავლახავთ, მაგრამ თავიდანვე თუ დავყრით ფარ-ხმალს და შიშს მივცემთ აღმოცენდეს ჩვენში ყველაფერიც შეიძლება დაგვემართოს. ნუ დაღუპავთ შვილებს,  უკვე ამ სიცარიელეს ვერაფერი შეუვსებთ.  სკოლაში დაცულები არიან, უბრალოდ, სახლში დაიცავით როცა ჩვენგან წამოვლენ.

სულ ღია გვაქვს ფანჯრები, სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება ყველაფერი. როგორ ფიქრობთ, ვისა აქვს ასი თავი, რაიმე საშიშროება  რომ იყოს , მე ჩემს შვილიშვილებს , ან ბევრი მასწავლებელი, საკუთარ შვილებს საფრთხეში ჩავაგდებთ??? ეს კორონა გადაივლის და  სულიერად ცარიელ, რობოტებად ქცეულ თაობას ვეღარ შევცვლით...

ეს ჩემი შეხედულებაა, თქვენ როგორც მიგაჩნიათ  ისე მოიქეცით, სწორედ ესაა ჩაფიქრებული, განათლება წიგნის გარეშე.... სიბნელისკენ მიგვყავს ჩვენი შვილები ნაცვლად იმისა, რომ გზა გავუნათოთ....

ის ვინც სკოლაში არ დადის  ონლაინ დაესწრება გაკვეთილებს.

ვინც დადის მათ ჩვეულებრივ ჩაუტარდებათ.

❤️❤️❤️