მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
17 აგვისტო 2020 წელი

წმინდა ნინოს სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება.

ჩვნთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოება. წმინდა ნინოს სკოლის ადმინისტრაცია ითვალისწინებს განათლების სამინისტროს ყველა რეგულაციას და ახალ სასწავლო წელს 14 სექტემბერს განაახლებს. სკოლაში დაგხვდებათ უსაფრთხო გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ ჩაერთონ სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობაში.

წინასწარ გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას.

წმინდა ნინოს სკოლა მზად არის იზრუნოს ჩვენი სკოლის მოსწავლეების განათლებასა და უსაფრთხოებაზე.