სიახლეები

Arrow Down Icon
Image 24 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა მოინახულეს შუაგულის სანერგე. სახალისო - შემეცნებითი ტური შუაგულის სანერგეში მოიცავდა: ექსკურსია სანერგეში, მცენარეების მოვლის საბაზისო ინფორმაციის მიღება; ექსკურსია ეკოფერმაში, შინაური ცხოველების მონახულება; საკუთარი ხელით ქოთანში მცენარის დარგვა ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მათ მიერ ჩარგული მცენარე და პატარა მებაღის დიპლომები. აქტივობის ინიციატორების , ნინი კანტიძისა და მარი ჭიტაძის თქმით, ბავშვებმა იდეალურად გაართვეს თავი სახალისო დავალებებს.

სრულად
Image 22 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის შემოქმედებითმა გუნდმა ,,იაკამმა" მონაწილება მიიღო თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორულ ფესტივალზე.მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა საზეიმო ვითარებაში.ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ ფესტივალზე და სხვადასხვა ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე ლიდერობს. შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს, ჯილდოები და სიგელები დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გადასცეს.სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლალი მელივამ, გუნდის წევრებს მიულოცა დამსახურებული წარმატება და დააჯილდოვა სამახსოვრო სიგელებით. ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, თბილისის მერიის დაფინანსებითა და დედაქალაქის საკრებულოს მხარდაჭერით, უკვე მესამედ ტარდება და მიზნად არასახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობას ისახავს. ღონისძიებაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, „თბილისი არის მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქალაქი და მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ფოლკლორული ანსამბლები კვლავ მონაწილეობენ“.

სრულად
Image 18 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა. მამა სპირიდონ მუმლაძემ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ესაუბრა სულიერ ფასეულობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ამგვარი საუბრები მოზარდებს ეხმარება გააცნობიერონ სულიერი ღირებულებები და ეკლესიის როლი საზოგადოებაში. მოძღვარმა ბავშვებს განუმარტა ეკლესიის როლსა და დანიშნულებაზე. როგორ შეიძლება ეკლესია ადამიანს დაეხმაროს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსწავლეებმა დასვეს აქტუალური შეკითხვები და მიიღეს პასუხები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიკეთე, სიკვდილ-სიცოცხლე, მიტევება და სიყვარული. ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს დიალოგის კულტურის განვითარებას, სადაც მოზარდებს შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.

სრულად
Image 17 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელთა შეხვედრა ანბანთან საინტერესო აქტივობებისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა. ბავშვებისთვის, საწყის ეტაპზე, წერა-კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა. მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი. I-ა კლასის დამრიგებელმა მარი ჭიტაძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის თამაშებითა და აქტივობებით წარმოაჩინა. ქართულ ანბანზე ლექსების დასწავლამ სიტყვების წარმოთქმასა და სწორი მეტყველების ხარისხი გამოავლინა; წინადადებაში ხმოვნებისა და თანხმოვნების პოზიციების განსაზღვრამ სწორად დამარცვლის პრინციპები დაასწავლა; ასოების პლასტილინით მოდელირებამ, ხელი შუწყო მათი ფორმის დამახსოვრებასა და წარმოსახვის უნარს. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით წარმოჩინდა მათი ინტერესები და შესაძლებლობები. Iა კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან დადგა მათთვის ასე სანატრელი, ანბანთან შეხვედრის დღე. მოსწავლეები გაეცნენ ანბანს. მოისმინეს ზღაპარი ,, ანბანეთის ამბები” ლექსებითა და ანდაზებით გაალამაზეს გაკვეთილი. გამოძერწეს ახალი მეგობრები ,,ა" და ,,ი". შექმნეს პირველი ხელნაწერი და ბოლოს უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმ ,,ბომბორას” , იმსჯელეს ნანახზე და მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის კითხვა და წერა."

სრულად
Image 17 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში,  I ბ კლსში ჩატარდა ქართულ ანბანთან შეხვედრის საჩვენებელი გაკვეთილი. ამგვარი ტიპის საჯარო პრეზენტაციები , სასიამოვნო პროცესი და მნიშვნელოვანი საფეხურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.პირველკლასელების საჩვენებელი გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი - ნინი კანტიძე.რატომ არის ქართული ანბანი მნიშვნელოვანი, ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა აქტივობის ფონზე.ქართულ ანბანთან გაცნობის საჩვენებელი გაკვეთილის გამართვა უმნიიშვნელოვანესია რიგი მიზეზის გამო, რომელიც ავლენს მასწავლებლის თავდაჯერებულობას, საკუთარი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას საგაკვეთილო პროცესში. პატარები კი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და მოტივაცია ექმნებათ წინარე ცოდნის გამოვლენის - აზრის გამოხატვის თვალსაზრისით.ამგვარი კოლაბორაციები მოსწავლეებს ეხმარება მასალის ღრმად შესწავლაში, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და პასუხისმგებლობის გამომუშავებაში. სწავლების ეფექტურად შესაფასებლად, საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. მასწავლებელი ნინი კანტიძე, დაწვრილებით აღწერს აქტივობის პერიპეტიებს:,,ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას” ხელში აიღებს. აიღებს, გადაშლის და თითქოს, ისევ დაიბადაო.” დღეს კი, ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც, თითქოს თავიდან დაიბადნენ, რადგან დავიწყეთ ანბანის შესწავლა. ამ აღსანიშნავ დღეს კი, განსაკუთრებულად მოვაწყეთ საკლასო ოთახი.ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გარდა შეძენილი ცოდნისა, დამატებით იხილეს ბიოგრაფიული ვიდეო ავტორის შესახებ. ისაუბრეს, თუ რატომ ეწოდა წიგნს დედაენა, გაიხსენეს ლეგენდა ,,აი იას” შექმნის შესახებ და რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექსიც მიუძღვნეს, როგორც მწერალს, ისე ამ უძვირფასეს წიგნს. ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ,,უსუნო ყვავილი” და ,,ჯიუტი თხები”, რომელთა ირგვლივაც იმსჯელეს და შესაბამისი ანდაზებიც უძღვნეს.გარდა ამისა, ჰქონდათ სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ გამოძერწეს ასოები ა და ი, სამახსოვროდ შეინახეს ,,პირველი ხელნაწერი”. ბენდელიანი ნინობეროშვილი ელენეზაქაიძე თომაზოიძე კატოკვინიკაძე მარიამიმეკოკიშვილი გვანცამძევაშვილი ბარბარერაზმაძე მარიამიტორჩინავა ანდრიაქავზინაძე ივაქოქიაშვილი იოანაშუბაშვილი ანაჩარგეიშვილი იოანეხუხუნაშვილი ბარბარეხუჯაძე მარიამიღეჩუაშვილი ბესარიონი ეს კლასის მოსწავლეთა ჩამონათვალია, რომელთა აქტივობამ წარმოაჩინა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად"

სრულად
Image 10 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ამგვარი აქტივობა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქართული დამწერლობა განსაკუთრებული და უნიკალურია. შიდასაკლასო კონკურსი ჩაატარა მე-4 კლასის პედაგოგმა  მარინა ტოხიშვილმა. მასწავლებელმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნა აქტივობის მიზანი, რომელიც შთაგონებულია ქართული ანბანის სილამაზითა და ხელით წერის შენარჩუნება - განვითარების კულტურით. ქართულ ანბანზე ფოკუსირებით, მონაწილეებმა დაწერეს უკვდავი სტრიქონები დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან. წერითი ნამუშევრები შესრულდა საწერი კალმით. სასკოლო ჟიურიმ, სკოლის დირექტორის ლალი მელივას ხელმძღვანელობით გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი : I გაბრიელ აბეწვაშვილიII ნიკოლოზ ხარჩილავაIII ნიკოლოზ ზამბახიძე თანაკლასელებმა დიდი აღტაცებითა და სიყვარულით მიულოცეს გამარჯვებულებს საპრიზო ადგილების მოპოვება.

სრულად
Image 09 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა კლასების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის მიზანი იყო არა მხოლოდ სპორტული უნარების გამოვლენა, არამედ გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. საფეხბურთო ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა და მოთამაშეები დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდნენ უპირატესობის წარმოჩენას. მე-9ა კლასის გუნდი გამოირჩეოდა სისხარტითა და სპორტსმენის პროფესიონალური უნარებით. კოორდინაცია, სტრატეგიული სვლა და თავდაუზოგავი მონდომება, საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდა. მიუხედავად დაძაბული მატჩებისა , მათ შეძლეს მეტოქეებთან ღირსეულად გამკლავება. სპორტის მასწავლებლები: ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე ღირსეულ და ობიექტურ არბიტრაჟს უწევდნენ მიმდინარე მატჩებს. კლასის დამრიგებელი ლალი მელივა და მათი თანაკლასელები სიამაყით სკანდირებდნენ გუნდის გასამხნევებლად.საფეხბურთო ტურნირის წარმატებულმა მსვლელობამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალა ერთობაშია.

სრულად
Image 08 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს. ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ. მათში განსაკუთრებული ინტერესი პიქტოგრამებმა გამოიწვია. ამიტომაც დიდი გულმოდგინებით აქციეს იგი კომუნიკაციის ენად და თიხისგან ნაძერწ "ქვის ლოდებზე", საინტერესო წარწერები შექმნეს. ძირითადი თემა - სანადიროდ წასვლა და ცეცხლის გაჩაღება იყო. მოსწავლეემბა გაიხსენეს ბიბლიური მითები ადამიანის შექმნასა თუ ბაბილონის გოდოლის შესახებ. ისინი ისე მოიხიბლნენ მითების თემით, პედაგოგის ინიციატივით, კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა საკუთარი მითი შექმნა. ასე წარმოიშვა მითები: "მაგიური ქვა", "ენების მცოდნე ქალღმერთი", "ადამიანი და ცხოველი", "თხოვნა". "ვისმენდი და ვფიქრობდი, სამყაროზე წარმოდგენითა თუ პერსონაჟთა სახეებით, ნებისმიერი მათგანი არსებულ ხალხურ თქმულებებსაც კი გაუტოლდა-მეთქი. თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, თითოეულსქართული ფესვები ჰქონდა და ჩვენი დროის მკვლევრებისთვისაც კი ნათელს გახდიდა, ქართველურ ენათა ოჯახიდან აღმოცენებული რომ იყო. ახლა ასომტავრული ანბანით წერილების შექმნას აპირებენ. მომავალში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მისულები, მეტი ინტერესით მოინახულებენ იქ დაცულ უძველეს ქართულ წარწერებსაც. კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაქტიონ ტაბიზის მსგავსად მათაც მოეწონათ (იოტა), თუმცა მეეჭვება ილია ჭავჭავაძის რეფორმას ოდესმე დაუპირისპირდნენ და მისი ანბანში დაბრუნება მითხოვონ",-ასე აფასებს მარი ტაბაგარი მოსწავლეთა ნამუსევრებს.

სრულად
Image 07 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინეტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებში ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა ანა კორძაია-სამადაშვილის - "გიმნაზისტკა" გაარჩიეს, რომელთან დაკავშირებით, საინტერესო დებატები მოაწყვეს. ,,გიმნაზისტკა" ოცნებობს, გახდეს , იმ ასაკისა რომ ,,სიტყვის შებრუნებას" უზრდელობად აღარ ჩაუთვლიან . შენ რას მიიჩნევ უზრდელობად? რამდენად საჭიროა აზრის კორექტულად გამოხატვა? რატომ? შურა გოგონას ეუბნება , თუ გინდა ხმა ამოგეღებოდეს , მაგარი უნდა იყო, ასაკს მნიშვნელობა არა აქვსო. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები და გააცანი შენი შეხედულებები კლასს", - მოსწავლეებმა სწორედ ეს თემა განიხილეს. დებატები კლასი დავყავით ორ გუნდად, რომელთაგან ერთს მიენიჭება მტკიცებითი პოზიციის სტატუსი , ანუ გუნდის წევრები ეთანხნებიან მოცემულ თეზისს, ხოლო მეორე გუნდს _ უარმყოფელი პოზიციის სტატუსი. ავირჩიეთ სამი სპიკერი თითოეული გუნდიდან, ისინი პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა არგუმენტზე. დებატების დროს თითოეულ სპიკერს პასუხის მოფიქრებაში ეხმარება გუნდი. მსაჯის როლი მნიშვნელოვანია, იგი წყვეტს საბოლოოდ რომელმა გუნდმა გაიმარჯვა. ბავშვებმა, როგორც ქათული ენის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება, დებატებს თავი კარგად გაართვეს. "ჩემი განსხვავებულები, უყვარხართ ლეიკოს", - აღნიშნავს პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი.  

სრულად
Image 05 ოქტომბერი 2024 წელი

მასწავლებლისთვის იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ვიდრე მოსწავლეების წარმატებაა. საგაკვეთილო პროცესი კრეატიული, შემოქმედებითი, მიდგომებისა და ურთიერთგაზიარების უნარების გამოვლენაა. დიდი ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ვის არ აუჩუყებს გულს, ვის არ მოანდომებს, რომ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, შეექმნა პაწაწინა ტექსტი, რომელიც მკითხველის გულწრფელი აღტაცების, დაფიქრების, ღიმილისა და ცრემლის მიზეზი გახდებოდა. პატარა და და ძალიან ჭკვიანმა  მე- 6ბ კლასელებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს მოთხრობა ხაზარულა, რომელიც ვაშლის ხის ისტორიაა.   გურიის ერთ-ერთ სოფელში, ამ სასარგებლო ხილის ირგვლივ დატრიალებული ამბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ... განვიხილეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, მხატვრულ სახეებზე, ხერხებზე, მოქმედების დრამატურგიაზე, სიუჟეტის მრავალფეროვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ეკოლოგიაზეც კი... ვერ შეველიეთ გმირებს.გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაგვესულიერებინა და ბოლომდე შეგვეტკბო ტექსტის არსი.თითოეულმა მოსწავლემ თავისებურად აამეტყველა მცენარე, ისეთი ფრაზები დაწერეს, რომ უდიდეს კლასიკოსსაც კი აუჩუყებდა გულს ,,ხაზარულას ფიქრები". დავით მახაშვილისთვის ის დრამატულ პესონაჟად დარჩა - ,,ვკვდებოდი, არ მინდოდა სიკვდილი, მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოჭრა, მეძნელებოდს აქაურობის დატოვება, რადგან ბებიაც და შვილიშვილიც ჩემი ოჯახი გახდა". ჯაბა ღვანიძისთვის მომაკვდავი ხის ფიქრები, მაინც სიცოცხლის დაუოკებელ სურვილს დაუკავშირდა: ,,როდესაც სამუდამოდ დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, თუ რატომ გამიმეტეს სასიკვდილოდ?!" ბარბარე ხარჩილავა მაინც ადამიანის დამნდობ ბუნებას ჩაეჭიდა და ხის ემოციებიც დაგვანახა: ,,ბიჭი ალბათ ჩემ შეშინებას ცდილობს. იმ ბებრუხანა ანანიას ფილოსოფიას არ დაუჯერებს. ამჯერად ავყვავდები, ნაყოფს გამოვიდხამ, თავი არ მაქვს, მაგრამ მათ გამო, მაინც დავიმძინებ ნაყოფით ტოტებს. ამ გაგანია ომის დროს მშივრებს ხომ არ დავტოვებ ფაშისტი ჰიტლერისგან განადგურებულ, დამშეულ და მაინც ხალისიან გურულებს. ...ამ ფიქრებში გაბრუებულმა გვერდებში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომჭრეს. სამუდამოდ დავხუჭე თვალები ყველაფერზე, იმისათვის, რომ ყინვიან ზამთარში ადამიანებისთვის სითბო მეჩუქებინა"... ნიკოლოზ მამედოვისთვის, ნებისმიერ ასაკში, სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ,,უნაყოფო, უმწეო ბებერს დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უსათუოდ ვიტყოდი: მე ვხედავ, მე მესმის, მე შემიძლია და სიცოცხლე მინდა! "... დემეტრე ნებიერიძემ ხაზარულას მიერ სიცოცხლესთან გამოთხოვების უკანასკნელი მომენტები და განცები აღწერა: ,, ფესვებიდან ვისრუტავ გაბზარული ჭურიდან გამოჟონილ წითელ, მათრობელა სითხეს... ახლა ვხვდები, რატომ იცინოდნენ, ტიროდნენ, ხუმრობდნენ, კამათობდნენ ღვინით მთვრალი ადამიანები... მჭრიან და ტკივილს ვერ ვგგრძნობ გაბრუებული, დიდი შეღავათია... უკანასკნელად ვახელ თვალებს და ვხედავ თვალცრემლიან ბიჭსა და ცისკენ ხელებაშვერილ დედაბერს ... ვხვდები, რომ ვკვდები - ვიძინებ სამუდამოდ!" ნიკოლოზ ჩხეიძემ გულაჩუყებული და უიმედო მცენარე აალაპარაკა: ,, საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ოჯახს, ვისთანაც მთელი სიცოცლე გავატარე და ვატკბობდი, აღარ ვჭირდებოდი. მაშ, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, როცა აღარავის უყვარხარ?!...ანდრია კუკულაძემ სასოწარკვეთილი ხაზარულას განცდები გააცოცხლა: ,,ღვინო შევისრუტე და თაბრუდახვეულმა ვერც კი ვიგრძენი ტკივილი, ისე გავეცალე სიცოცხლეს და გადავინაცვლე მარადისობაში"... ხატია ზაქაიძემ ხის სიცოცხლესთან განშორება გულისამაჩუყებელი ემოციით წარმოადგინა: ,,თურმე არ მცნობია ადამიანები - ჩემებს რომ ვუწოდებდი, გული მომიკვდა და საბოლოოოდ დავხუჭე თვალები" ... ნენე ხოჭოლავამ ხილულ სამყაროსთან უკანასკნელი შეხების ემოცია გააცოცხლა: ,, წუთიერად ჩამეძინა. რთულია საკუთარი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა... შემაჟრჟოლა და გამოვფხიზლდი, უცნაური ჩანდა სამყარო, ამქვეყნიური აღარ ვიყავი და სამუდამოდ მივენდე სიკვდილს" ... ანა გურაშვილმა ჩვეული სინატიფითა და სიფაქიზით წარმოგვიდგინა ვაშლის ხე : ,,ნეტავ, ბიჭისთვის მეც მეთქვა, როგორ მიყვარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანაა... სიცოცხლეს რომ დამიბრუნებდნენ ვეტყოდი, როგორ მინდოდა მათთან სიხარულის, სევდის, გაზიარება ... ნეტავ, როგორია იყო ადამიანი და გრძნობდე ამ ყველაფერს". ბარბარე კვენიაშვილმა სიყვარულით აღვსილი და უბოროტო ხის ბოლო სიტყვა დაწერა: ,,რატომ უნდა მომჭრან? ალბათ აღარ ვჭირდები, ნეტავ იცოდნენ, როგორ მიყვარს ეს ოჯახი!" ერეკლე ბეგიაშვილმა კი შესანიშნავი მხატვრული ხერხებით გადმოსცა ხაზარულას საბედისწერო დასასრული:,,მე, მათთვის ყველაფერი გავაკეთე, ჩემი სხეულის ჩამომხმარი ნაწილები უკანასკნელ მსხვერპლად გავეცი, რომ გაყინული სხეული გაეთბოთ... შემდეგ კი უმტკივნეულოდ გავქრი ამ სამყაროდან..." ბარბარე ქიტიაშვილმა სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბებერი ხის მონოლოგში: ,, ოდესმე ყველა დაბერდება და გასცილდება ამ წუთისოფელს, მთავარია ისე იცოცხლო, რომ ბედნიერება და სიხარული მიანოჭო ადამიანებს, მიდამოს, ყველაფერს - სულიერსა და უსულოს" მადლიერების p.sმე, როგორც მათ მასწავლებელს, ისღა დამრჩენია, გულწრფელი აღტაცება გამოვთქვა სათუთი ნააზრევისა და ზოგადად, სიყვარულით სავსე დამოკიდებულების გამო ...და ბოლოს, ადამიანებიც ხომ მცენარეებივით ვართ. ვისრუტავთ სიყვარულსა და დაუვიწყარ ემოციებს.მე, როგორც მასწავლებელი, ჩემი შეგირდებისგან...პატივისცემით სოფი მასწი.

სრულად