მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
11 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ლიტერატურული საღამო მიეძღვნა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-7ბ კლასელებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის  ირინე კვანჭიანის ინიციატივით წარმოადგინეს  ილია ჭავჭავაძის 187-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებული აქტივობა. მოსწავლეებმა პროფესიონალურად წარმოადგინეს კლასიკოსის საზოგადოებრივი და ლიტერატურული მოღვაწეობის ამსახველი ეპიზოდები.

ღონისძიების მიზანი იყო: ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება,  შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება.  ეროვნული იდეების აქტუალობის დემონსტრირება თანამედროვე საზოგადოებაში.
მოსწავლეების ეროვნული იდენტობის გაძლიერება.

აქტივობა ლიტერატურული საღამოს ფორმატით წარიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილიას ცხოვრებისა და შემოქმედების ეპიზოდები. წაიკითხეს ამონარიდები პოეტური შედევრებიდან და პუბლიცისტიკიდან .

ღონისძიების მსვლელობისას კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ილიას იდეების აქტუალობა თანამედროვე საზოგადოებაში.

სალონური ტიპის შეხვედრა შედგა შესაფერის გარემოში. წარმოდგენილ ექსპოზიციაზე, განთავსებული იყო ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქრონიკები გასული საუკუნის ბეჭდური მედიიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა, სხვადსხვა საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგი.

სამომავლოდ იგეგმება ექსკურსია ილია ჭავჭავაძის მუზეუმში.
მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ირინე კვანჭიანის დახმარებით, მიეცათ საშუალება, აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა ღონისძიების მომზადებაში, მასალების მოძიებასა და პუბლიკის წინაშე წარდგომაში.