მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სახალისო-შემეცნებით ტურით სანერგე მეურნეობას სტუმრობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მოინახულეს  შუაგულის სანერგე მეურნეობა. სახალისო / შემეცნებით ტურს შუაგულის სანერგეში მოიცავდა: აქტივობის ინიციატორების, კლასის დამრიგებლების,  ეკა ლომინაძისა და  მარინა ტოხიშვილის თქმით, ბავშვებმა იდეალურად გაართვეს თავი სახალისო დავალებებს. პატარებმა გამოცდილება მიიღეს, ახლოდან გაცნობოდნენ მცენარეებს, შინაურ ცხოველებსა და ბუნების სილამაზეს. ამგვარი აქტივობა ხელს უწყობს ბუნებისადმი სიყვარულისა და მზრუნველობის განვითარებას.

შემეცნებითი თვალსაზრისით, ექსკურსიის დროს, მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მცენარეების მოვლის შესახებ. ამით გაფართოვდა მათი ცოდნა ბოტანიკისა და ეკოლოგიის სფეროში. განივითარეს პრაქტიკული უნარებიც: საკუთარი ხელით დარგეს მცენარე და მიიღეს პოზიტიური ემოციები. აიმაღლეს განწყობა და მიეცათ საშუალება, განეცადათ წარმატების სიხარული.

საჩუქრად მიღებული მცენარის მოვლა კი ბავშვებს ასწავლის პასუხისმგებლობასა და ზრუნვას.
ასეთი აქტივობების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან ადრეული ასაკიდან ბუნებისადმი სიყვარულის ხელს შეუწყობს მომავალში გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებელი მოქალაქეების აღზრდას.