მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
12 ნოემბერი 2024 წელი

კინოჩვენება და განხილვა: "მონანიება" – ქართული ფილმის ისტორიული და თანამედროვე კონტექსტი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინტერდისციპლინური გაკვეთილის ფარგლებში მოეწყო ქართული მხატვრული ფილმის ,,მონანიება" ჩვენება და განხილვა.

კინოჩვენება გაიმართა ქართულის, ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებლების: სოფიკო გორგილაძის, კობა ბარბაქაძისა და გუგა ბენდელიანის ინიციატივით.

აქტივობის თემა იყო ქართული ფილმი "მონანიება" – ისტორიული კონტექსტი და თანამედროვეობასთან კავშირი. მოსწავლეებს გაუმდიდრდათ ცოდნა და წარმოდგენა ქართული კინემატოგრაფიის, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილის შესახებ.

ფილმის ნახვის შემდეგ განიხილეს მთავარი თემები და გმირები ისტორიული და სოციალურ კონტექსტში. მოსწავლეები დააკვირდნენ პერსონაჟებს, სიმბოლოებსა და სცენებში ასახულ თემებს. შეძლეს ფილმის იდეოლოგიური შინაარსისა და მხატვრული ხერხების აღქმა და კრიტიკული ანალიზი. განივითარეს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარები.

ფილმის დაწყებამდე პედაგოგმა მოსწავლლეებს მოკლედ გააცნო რეჟისორის, თენგიზ აბულაძის შემოქმედება. გასული საუკუნის ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი - საბჭოთა პერიოდი და დიქტატურა.

იმჯელეს:
რა კავშირი აქვთ ფილმში ასახულ მოვლენებს თანამედროვებასთან.
განიხილეს - "მონანიების" ძირითადი იდეები, პერსონაჟების ფსიქოლოგიური პორტრეტები და მათი მიმართება დღევანდელობასთან.