მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
07 ნოემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის XI კლასის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს სტუმრობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტოხიშვილის ინიციატივით XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. დაათვალიერეს ხელნაწერები და ააწყეს თავსატეხი  ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის მიხედვით.

ვიზიტის მიზანი იყო: მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ხელნაწერთა მნიშვნელობის გააზრება და პრაქტიკული დავალების შესრულების გზით მიღებული ცოდნის გამოყენება.

აქტივობები: მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები, გაეცნენ მათი შექმნის ისტორიას, მნიშვნელობასა და შენახვის მეთოდებს.

მოსწავლეებს დაევალათ ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკის მიხედვით თავსატეხის აწყობა. ამ აქტივობამ მათ საშუალება მისცა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქართველი კარტოგრაფის შემოქმედებასა და გაეანალიზებინათ წარსული დროის უაღრესად ზუსტი რუკა.

მარინა ტოხიშვილის თქმით, ,,მოსწავლეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია, ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ, ისტორიასა და კულტურაში. გაეცნენ ხელნაწერთა შექმნის პროცესსა და მათი შენახვის მეთოდებს; ვახუშტი ბაგრატიონის ევროპის რუკისა და მის მნიშვნელობას კარტოგრაფიის ისტორიაში. მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრობლემის გადაჭრის უნარებს.გაუღრმავდებათ ინტერესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; ისტორიისა და გეოგრაფიისადმი."

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტი წარმატებული იყო. მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო და სასარგებლო ცოდნა, გაიღრმავეს ქართული კულტურისადმი ინტერესი და განივითარეს მნიშვნელოვანი უნარები.

შემდგომი გეგმები:
კლასში განხილული იქნება ვიზიტის შთაბეჭდილებები და მიღებული ცოდნა.
მოსწავლეებს დაევალებათ მცირე პროექტების შექმნა, რომლებიც დაკავშირებული იქნება ხელნაწერებთან ან ვახუშტი ბაგრატიონის რუკასთან.