მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
31 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საშემოდგომო ექსპოზიცია მოეწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი ხელოვნების პედაგოგმა, ქეთი დევნიზაშვილმა მოაწყო შემოდგომის ნუგბარის ექსპოზიცია,სადაც წარმოდგენილი იყო ამ სეზონისთვის დამახასიათებელი პროდუქტები და ნუგბარი.

ექსპოზიციაზე სტუმრებს შეეძლოთ დაეგემოვნებინათ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სხვადასხვა ჯიშის ვაშლი, მსხალი, ყურძენი, თხილი, ნიგოზი, ასევე ტრადიციული ჩურჩხელა.

მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ტრადიციების დაცვასა და პოპულარიზაციას. ასევე მხატვრული კომპოზიციების შექმნას, ფერთა შეხამებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.