სიახლეები

Arrow Down Icon
Image 19 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ყოველწლიურად აწყობს ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამჯერად კახეთის ღირშესანიშნაობებსა და ხუროთმოძღვრების ძეგლებს ესტუმრნენ მოსწავლეები. სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, ჯერ ღვინისგვირაბი შემდეგ ალევერდისა და ახალიშუამთის მონასტერები მოილოცეს. შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე იყო. დასამახსოვრებელი და მდიდარი ინფორმაციით დატვირთული.

სრულად
Image 17 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ლიტერატურული სპექტაკლი - "ჭაბუკები დარჩნენ მარად". სპექტაკლის რეჟისორი მარი თაბაგარი გახლავთ, რომელიც შემოქმედებითი პროცესის შესახებ თავად გვიყვება და მოსწავლეთა ენთუზიაზმი და დირექტორისა და კოლეგების მხარდაჭერა ახარებს. " როცა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლადო ასათიანის "ბარდნალა" და მირზა გელოვანის "ცხრაკარა" ისწავლე, პოეტებზეც ბევრი ვისაუბრეთ. მათმა დიდმა ინტერესმა და ჩემმა დიდმა სიყვარულმა ლადო ასათიანისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ, სურვილი გამიჩინა, მათთვის გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებაც გამეცნო. შემოქმედს კი ყველაზე კარგად მაშინ ეცნობი, მის ბიოგრაფიასაც რომ თვალს გადაავლებ და ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვები იმ ცხოვრების გზაზე, სადაც ტკივილი თუ სიხარული მოულოდნელად წამოწევია და ლექსად, წერილად თუ ჩანაწერად დარჩენია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ოთხივე პოეტის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც და მათი მარგალიტებით ავკინძე სცენარი. ინსცენირების პროცესიც საინტერესო აღმოჩნდა და რეჟისორულმა ხედვამ მოსწავლეთა ინტერესიც ზუსტად აღმაქმევინა. მუშაობის პროცესში ჩვეული ენთუზიაძმითა და ლიტერატურის დიდი სიყვარულით მედგა მხარში სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლალი მელივა; შეუდარებელმა ნინო ბიბილურმა კი ამჯერადაც შესანიშნავი მუსიკალური ნომრები მოამზადა; ქორეოგრაფია თავის თავზე აიღო უნიჭიერესმა ნათელა ჩხაიძემ. სპექტაკლს მშობლებისა და მასწავლებლების გარდა ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც; ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, ქალბატონი თამარელა წოწორია, რომელმაც დასასრულსვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა სპექტაკლისა და პოეტების შემოქმედებაზე; ჟურნალისტი, პოეტი, ქალბატონი მარინა თექთუმანიძე და პოეტი ეკა ქაჯაია გულწრფელი ცრემლით, ნაადრევად გარდაცვლილი პოეტების სიყვარულის გარდა, ალბათ ბავშვების სამსახიობო ნიჭსაც ეხმიანებოდნენ. სამწუხაროდ, მოულოდნელი შეტყობინების გამო, სპექტაკლს ბოლომდე ვერ დაესწრო ქალბატონი მარინა, თუმცა მოგვიანებით მითხრა, რომსასაუბრო და სათქმელი უამრავი ჰქონდა. ის ხომ წლების მანძილზე იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქტორი. იმ "ნორჩი ლენინელის", რომელთანაც წლების წინ ჩვენი პოეტები ლადო, მირზა, გიორგი და ალექსანდრე თანამშრომლობდნენ. კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულს სტუმრობისა და ლიტერატურული საღამოს (სპექტაკლის) გალამაზებისთვის. დასასრულს, თუკი ამ ბავშვების გულში ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ ინტერესი და სიყვარული გავაღვივე, თუკი მათმა მეხსიერებამ ის ზღვა ინფორმაცია შემოინახა, რაც სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მიიღეს, ვიტყვი, არა მხოლოდ სცენარისტისა და რეჟისორის მისია, არამედ პედაგოგის მიზანი და ჩანაფიქრიც ზუსტად შემისრულებია. წარმატებას ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ბავშვებს მშობლებთან და მშობლიურ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან ერთად", - გვეუნება პედაგოგი და ღონისძიების ფოტოებისთვის პედაგოგ სოფო გორგილაძეს დიდ მადლობას უხდის. წყარო: www.etaloni.ge

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ტრადიციად იქცა მოსწავლეთა ჩართულობა შრომით საქმიანობაში. ამჯერად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის,  ელენე მიროტაძის დახმარებით დარგეს ბოსტნეული, რომელსაც შესაბამისად მოუვლიან, მორწყავენ, სარეველა ბალახებისგან გაწმენდავენ და საშემოდგომო მოსავალსაც აიღებენ. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ამგვარი აქტივობით ისინი ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავებენ მიწაზე მუშაობის მცირე გამოცდილებას.

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

2 მაისს, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პირველკლასელები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ. მონაწილეობა მიიღეს სააღდგომო პროგრამაში, მოისმინეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, დაათვალიერეს მუზეუმი.   სააღდგომო თემაზე პატარა ხელებით შექმნეს „კრავები“.    

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დისციპლინათაშორისი კავშირის პრინციპით, სისტემატიურად მართავს ერთობლივ გაკვეთილებს. პედაგოგებმა, ნათია ხუჭუამ, ქეთი დევნოზაშვილმა და გუგა ბენდელიანმა ჩაატარეს აქტივობა. მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, სამ საგანში: ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და კატეხიზმოში მოამზადეს ერთობლივი პროექტი თემაზე ,,მზის სისტემა".  მოსწავლეებმა პრაქტიკული კოლაბორაციით, პირადი რესურსით შეგროვებული (მაკულატურა) სხვადასხვა მასალის, ფაქტურისა და ტექნიკის გამოყენებით ახალი სიცოცხლე შესძინეს პლანეტებს. ციური სხეულების მოძრაობასა და გრავიტაციის ზეგავლენაზე მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და განიხილეს დოკუმენტური ფილმი ,,მოგზაურობა კოსმოსში”.  გამართეს დისკუსია თემაზე: სამყაროს ბიბლიური და მეცნიერული წარმოშობის შესახებ.    

სრულად
Image 01 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგების, რუსა კილაძისა და თეონა ჩაკვეტაძის ორგანიზებით, გაიმართა აქტივობა, რომელიც საფრანგეთში წინასააღდგომო რიტუალია.,,ნადირობა კვერცხებზე" - სახალისო აქტივობა/შეჯიბრი ინტერკულტურული განათლებისთვის. სააღდგომო  ლექსიკის: სიტყვების, ფრაზების, ლექსების გამოკითხვის შემდეგ,   მეხუთე კლასელების ორი ჯგუფი , სააღდგომო სიმღერების ფონზე , ერთმანეთს შეეჯიბრა სკოლის ბაღში დამალული შოკოლადის კვერცხების პოვნაში.     

სრულად
Image 26 აპრილი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მამა ანდრია ჯაღმაიძემ, სკოლის მასწავლებისა და მოსწავლეებისთვის ჩაატარა შვიდგზისზეთისცხება. სასულიერო პირებმა დაწვრილებით განმარტეს სახარებისეული პასაჟები, რათა მოსწავლეებისთვის უფრო ნათელი გამხდარიყო, თუ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის ამ უდიდეს ქრისტიანულ რიტუალს.

სრულად
Image 24 აპრილი 2024 წელი

დღეს ჩვენი სკოლის ეზოში პირველკლასელები აფუსფუსდნენ. თავიანთი პატარა ხელებით მარწყვისა და ჟოლოს ნერგები დარგეს. ასე აღნიშნეს დედამიწის დღე და თვითონაც იხალისეს. მათ ყველაზე მეტად ის ახარებთ , რომ ამ ნერგებზე თვითონვე უნდა იზრუნონ. მომავალში კი მოსავალს მოიწევენ და პირსაც ჩაიტკბარუნებენ. ჩვენს პატარა გარემოსდამცველებს სჯერათ, რომ ამით დედაბუნებას იცავენ და ჯანსაღი გარემო კი ჩვენს პლანეტას მეტად საიმედოს გახდის. ეს ნაყოფიერი დღე პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ , რადგან იციან , რომ “დედამიწა ჩვენი სახლია”. 

სრულად
Image 23 აპრილი 2024 წელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. პროექტში მონაწილეობა მიიღეს ქალაქის VIII-XI კლასის მოსწავლეებმა. ვიქტორინა გაიმართა სხვადასხვა სკოლების მიერ წარმოდგენილ გუნდებს შორის. გუნდები ხუთ-ხუთი მოთამაშისგან შედგებოდა (კაპიტნის ჩათვლით). ნახევარფინალს დაესწრო და შეაფასა ჟიურიმ, რომლის მიერ ქულების შეჯამების პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდა. ვიქტორინის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში (გამარჯვებული სკოლა, მეორე ადგილი, მესამე ადგილი და ა.შ.) გამოვლინდნენ, პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც ფინალში ითამაშებენ. ნახევარფინალში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა - ლალი მელივამ და სამოქალაქო განათლებისა და კატეხიზმოს პედაგოგმა - გუგა ბენდელიანმა. კონკურსი ჩატარდა „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით. საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

სრულად
Image 09 აპრილი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, პროექტის - "რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმიაა - გვახსოვდეს აფხაზეთი" ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი - "ერთი მუჭა მიწა". მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლისსააქტო დარბაზში, ჩატარდა სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღეატრალიზებული წარმოდგენა. ქვეყნის მომავალი თაობის მიერ ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან. სწორედ ამ დიად მიზანს ემსახურებოდა, რომელიც შთამბეჭდავად წარიმართა და გულგრილი არავინ დატოვა. სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაციამ ითანამშრომლა დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომელებიც ლიმიტირებული მუსიკალური ნომრებით ჩაერთნენ ღონისძიებაში. ღონისძიებას დაესწრნენ მიწვეული სტუმრები ქვეყნის პოლიტიკური, სასულიერო წოდების, კულტურული და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სკოლის აღმასრულებელი დირექტორი: ლალი მელივა; დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი: მარი თაბაგარი; მხატვარ-დეკორატორი: ქეთი დევნოზაშვილი; მუსიკალური გამფორმებელი: ნინო ბიბილური; პროექტის ავტორი: სოფიკო გორგილაძე. ღონისძიების სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი მარი თაბაგარი შთამბეჭდავი ღონისძიების შესახებ გვესაუბრება. ადამიანი არ მეგულება, საქართველო უყვარდეს და დღეს აფხაზეთი არ სტკიოდეს. ეს ტკივილი და განცდა რომ მომავალი თაობის ცნობიერებამდე სწორად მივიტანოთ, კონფლიქტის მიზეზები თუ არსებული პრობლემის არსი გავაცნობიერებინოთ, უფროსების მოვალეობაა.საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი, ქალბატონი Lali Meliva ყოველთვის სათანადოდ ზრუნავდა და ზრუნავს ამ საკითხზე.ამასვე ემსახურება პროექტი ,,რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია" და დღეს ჩვენს სკოლაში გამართული სპექტაკლი ,,ერთი მუჭა მიწა".სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი ნინო ბიბილურია, მხატვარ-დეკორატორი - ქეთი დევნოზაშვილი, პროექტის ხელმძღვანელი - სოფო გორგილაძე, პროდიუსერი - ლალი მელივა, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კი მე გახლავართ.სცენარში გამოყენებული მაქვს ციტატები და ლექსები გურამ ოდიშარიას, დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიას, შალვა ბაკურაძის შემოქმედებიდან.მოსწავლეები ენთუზიაზმითა და დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამ საფრთხილო თემას და შეძლებისდაგვარად, სიღრმისეულად გაიაზრეს ის ტკივილი, რაც მშობლიურ მიწასა და სასაზღვრო მავთულხლართს უკავშირდება.არცერთი სიტყვა, მოვლენა თუ ფაქტი გადაჭარბებული არ ყოფილა.სპექტაკლის ბოლოს საკუთარი აზრი გამოთქვეს ჩვენმა საპატიო სტუმრებმა: მწერალმა როსტომ ჩხეიძემ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.მშვიდობის სურვილი და სიყვარულის გზავნილი (ენგურს გადაღმა) ჩვენმა მოსწავლეებმა ულამაზესი ფორმით გამოხატეს, სიმბოლურად, ღუნღულა მტრედი გაუშვეს იმ მხარის მისამართით, ,,სიყვარული რომ ჰქვია"...სპექტაკლის ბოლოს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ჩვენი სტუმრები, ბოლნისის სკოლის უნიჭიერესი მოსწავლეები პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან ერთად. ნინო დევნოზაშვილი-შაინიძე დიდი მადლობა მათ სტუმრობისა და უმშვენიერესი მუსიკალურ-ლიტერატურული ნომრისათვის.კიდევ ერთხელ, მობრძანებისთვის უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ როსტომ ჩხეიძეს, ქალბატონ ნინო ვახანიას, ქალბატონ დარიკო ფიფიას, ეკა ქაჯაიასა და ნინო ფილფანს, რომელმაც მოპატიჟება მიიღო და გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ერთი საათი გაატარა დარბაზში..სპექტაკლი ბატონ გურამ ოდიშარიას ლექსით დავასრულეთ და ახლაც ეს ლექსი იყოს მცირე მიმოხილვის დასასრული:,,წყურვილო, ჩვენო მეგობარო,შეარიგე ადამიანები და მხეცები,ერთი მდინარისაკენ წარუძეხ,ერთი ხმით აღაღადე წყლის საგალობელი,წვიმავ, გააერთიანემგზავრები და ხეები.ყინვავ, შეამჭიდროვე ვარსკვლავებისიყვარულის კოცონთან", - გვიყვება საინტერესო ღონისძიების შესახებ დამდგმელი რეჟისორი. წყარო: www.etaloni.ge

სრულად