მოგესალმებით, ძვირფასო კურსდამთავრებულებო!
უპირველესად, მინდა გულწრფელად მოგილოცოთ თქვენი დიდი წარმატება და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი. უნივერსიტეტებში ჩარიცხვა არის აღიარება თქვენი შრომის, თავდაუზოგავი სწავლა-განათლებისა და დაუღალავი ძალისხმევის შედეგი. ეს წარმატება არა მხოლოდ თქვენი, არამედ ჩვენი სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლების გამარჯვებაა.
ამაყად მინდა ავღნიშნო თქვენი გამორჩეული შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი ცოდნისა და შრომისმოყვარეობის მაღალ დონეს.
• ლუკა ინაშვილი - 100% ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
• მარიამ კაცაძე - 100% თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• ლუკა მაჭავარიანი - 50% ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ლიზი ტვილდიანი - 70% კავკასიის უნივერსიტეტი
• საბა ჩხაიძე - 70% თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
• ბარბარე ნატროშვილი - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• გიორგი ბუჩუკური - 50% ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
• საბა კირკიტაძე - 50% თავისუფალი უნივერსიტეტი
• ტასო როგავა - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• ბარბარე გრიგალაშვილი - 50% თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• სალომე ზიბზიბაძე - 70% კავკასიის უნივერსიტეტი
• ნიკოლოზ ტოლიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი
• დავით ჯიბლაძე - ბათუმის სახელწიფო საზღვაო აკადემია
• სოფია კილინგარიდუ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• მარიამ ავაზაშვილი - კავკასიის უნივერსიტეტი
• ნია როსტიაშვილი - GIPA
• დავით დაშნიანი - კავკასიის უნივერსიტეტი
• ნიკოლოზ წერეთელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
• საბა ბეროშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
• ილია შონია - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
• ლუკა ქალიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი
ეს შედეგები მიანიშნებს, რომ თქვენი მომზადება და ცოდნა აღემატებოდა მოლოდინს, და სწორედ ამის შედეგად ჩაირიცხეთ ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.
თქვენმა ყოველმა ნაბიჯმა, რომელიც სკოლაში გადადგით, დღევანდელ შედეგამდე მიგიყვანათ. ამჟამად კი, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები გელოდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ახალ გზაზე თქვენ გააგრძელებთ თქვენი ცოდნის გაღრმავებას, პიროვნულ ზრდას და თქვენი უნიკალური ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზებას.
გისურვებთ წარმატებას უმაღლესი განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენი სკოლა ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია და ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთ წარმატებულ და ნიჭიერ ადამიანებთან გვქონდა ურთიერთობა.
გისურვებთ ბედნიერებასა და წარმატებას ახალ გარემოში. თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ და თქვენი ყოველი წარმატება არის ჩვენი სკოლის გამარჯვება.
მომავალშიც დაგიდგებით გვერდით და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საფუძველი ამ სკოლამ შექმნა.
სიყვარულით და პატივისცემით,
წმინდა ნინოს სახელობის აღმასრულებელი დირექტორი
ლალი მელივა