წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ისტორიის პედაგოგმა-ირმა კვანჭიანმა VIIIა კლასის მოსწავლეების აქტიური და შემოქმედებითი ჩართულობით წარმოადგინა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. პრეზენტატორებმა პროფესიონალურ დონეზე წარმოაჩინეს თეორიული ცოდნა და ეპოქისთვის შესაბამისი ხელნაკეთი მატერიალური რესურსები. გუნდური მუშაობის პრაქტიკამ გამოავლინა მოსწავლეების მრავალმხრივი უნარები და ცოდნა. საქართველოს ისტორიის ,,ოქროს ხანა" გამომსვლელებმა სრულიად ახალი ხედვით გააცნეს საზოგადოებას. დავით IV აღმაშენებელი, თამარის ეპოქისა და გიორგი V ბრწყინვალის მოღვაწეობა გუნდებმა სხვადასხვა აქტივობით, აუდიტორიისთვის საინტერესო პრეზენტაციებით წარმოაჩინეს.