სიახლეები

Arrow Down Icon
Image 07 დეკემბერი 2023 წელი

სასკოლო განათლებაში დიდი ყურადღება ექცევა  გეოგრაფიის შესწავლას. მსოფლიო ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ვრწმუნდებით, რომ მოგზაურობა ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო პროცესია ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის გეოგრაფიული გარემოს შესწავლისას მასწავლებელი,  მზია მელივა, დისციპლინათაშორისი კავშირის მიმართულებით, საინტერესო დავალებებს აძლევს მოსწავლეებს და ვირტუალურად ამოგზაურებს კონკრეტულ ლოკაციებზე. ამჯერად, მე-8ა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურად შეისწავლეს ატაკამის უდაბნო — მშრალი, გვალვიანი პლატო, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდების დასავლეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 1 000 კმ-ის სიგრძეზე. ნასას, „National Geographic“-ის და სხვათა მრავალი პუბლიკაციების თანახმად,  ატაკამა მსოფლიოში ყველაზე მშრალი და საინტერესო ადგილია.  მოსწავლეებმა ატაკამას უდაბნოზე მუშაობისას გამოიყენეს ინტერნეტ რესურსები, მოიძიეს მასალა და შემდეგ მატერიალურად, ბუკლეტების სახით წარმოადგინეს აღნიშნული გეოგრაფიული გარემოს  ღირშესანიშნაობები.  განსაზღვრეს კლიმატი,  გზა უდაბნოში,  ტბა ატაკამაში, აქ განთავსებული ათზე მეტი ობსერვატორია ALMA– ს მსგავსად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონომიული პროექტია,  ფლორა და ფაუნა და მრავალი საინტერესო ფაქტი, რაც ამ კუნძულთან არის დაკავშირებული. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები იყო საინტერესო და თითოეულის ინდივიდუალურად შესრულებულმა ნამუშევარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. 

სრულად
Image 04 დეკემბერი 2023 წელი

თანამედროვე სამყაროში ისტორიის სწავლება კიდევ უფრო აქტუალური გახდა ზოგადი განათლების, პოლიტიკური მოვლენების ობიექტური და ლოგიკური შეფასებისთვის, რაც ნებისმიერი ასაკის თაობაში უმნიშვნელოვანეს ცოდნად აღიქმება. ზოგადად, ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება, შეჯერება და ზოგიერთი საკითხის ახალი ნარატივით, შემოქმედებითი უნარებით პრეზენტაცია  საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აქტივობაა. ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ირმა კვანჭიანი, წლების მანძილზე საგაკვეთილო პროცესს წარმართავს შემდეგი პრინციპების დაცვით: 1-გუნდური მუშაობა; 2- მხოლოდ საქმიანი ხმაური; 3- დროის რაციონალურად გამოყენება; 4- ურთიერთპატივისცემა; 5- დებატებში გამომსვლელის ორატორული ხერხების გამოყენება და სუბორდინაციის დაცვა; თითოეული პუნქტი გუნდური მუშაობის შეფასების ცხრილში სპეციალური ქულებით ფასდება;  ამჯერად, VIIIა კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს თემაზე:  ,,არაბები და ისლამური სახალიფო".პედაგოგმა ქვესაკითხები გადაანწილა სამ ჯგუფში: 1. ისლამი, ერთ-ერთი მონოთეისტური რელიგია; 2. არაბთა მიღწევები: მეცნიერება, ლიტერატურა კულტურა; 3. არაბები და საქართველო;ნათელია, დავალება მოიაზრებდა ამ ქვეყნის ისტორიის, კულტურის, მეცნიერებისა და რელიგიის საკითხებს.მოსწავლეებმა არაბეთის განვითარების უმნიშვნელოვანესი პერიოდები მატერიალური სახით წარმოადგინეს მაკეტებისა და პოსტერების საშუალებით. გუნდებად დაყოფილმა ჯგუფებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს სასწავლო თემატიკასთან დაკავშირებით. დასკვნების გამოტანისას მოსმენისა და მეტყველების კულტურის მაღალი დონე გამოავლინეს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი -  ლალი მელივა; ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  ირინე კვანჭიანი. მათი შეფასებით, წარმოდგენილი მასალები დიდი პასუხისმგებლობით იყო შესრულებული, ესთეტიკით და დროსთან შესაბამისი ნიუანსების დაცვით.

სრულად
Image 15 ნოემბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში სხვადასხვა მოვლენასა და თარიღთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები იმართება. 14 ნოემბერი ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა, ამიტომ სკოლაში ბავშვების საყვარელი მწერლისადმი მიძღვნილი აქტივობები ჩატარდა. აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა მწერლის ცნობილი ნაწარმოებები - "კარლსონი" და "პეპი გრძელი წინდა" გაიხსენეს. კლასში, ნაწარმოებებიდან ამონარიდები გააჟღერეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს. ,,ჩემში ცხოვრობს ბავშვი , რომელსაც გაზრდა არ უნდა"ხშირად მეკითხებიან , რა შეტყობინება დევს ჩემს წიგნებში , რას ვარიგებ ბავშვებს , რა მინდა რომ მათ ვასწავლო. როგორც წესი, პასუხი მარტივია - მე არავის არაფერს ვარიგებ და არაფერს ვასწავლი. უბრალოდ, ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვფიქრობ, რომ დედამიწაზე რამდენიმე ბავშვი, მაინც სიამოვნებით წაიკითხავს პეპისა და კარლსონის თავგადასავალს და გულიანად იხალისებს.,,ვფიცავ, არასდროს გავიზრდები იმაზე დიდი, რომ შემრცხვეს წვიმაში ყვავილების მორწყვა…”.–,, არა, არა, მე ამას არ შევჭამ – ეს რა არის: ერთი ღვეზელი და რვა სანთელი. უკეთესი იქნებოდა – რვა ღვეზელი… და ერთი სანთელი, აბა, რას იტყვი?– დამიჯერე, კარლსონ, ბედნიერება ღვეზელში არ არის…”–გიყვარვარ მაინც?..– აბა რა, მიყვარხარ, სინდისს ვფიცავ! ბევრჯერ ვიმტვრიე თავი სადილის შემდეგ უძილობით გატანჯულმა, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ მიყვარხარ, – კარლსონმა ხელი მოუთათუნა ბიჭს ლოყაზე. – მიყვარხარ, მიყვარხარ. ვხვდები კიდეც, რატომ, შენ მე არა მგავხარ, პატარა ბიჭო.",,როდესაც გული ცხელია და ძლიერ ძგერს, გაყინვა შეუძლებელია ".,, ახლა ხომ წვიმს, პეპი, - გაუკვირდა ტომის, - წვიმის დროს ვინ რწყავს ყვავილებს?- მე ვრწყავ, - უპასუხა პეპიმ. - მე იქნებ მთელი ღამე გავათენე იმაზე ოცნებაში , დილას როგორ მოვრწყავდი ყვავილებს და ამ ქეციანი წვიმის გამო ოცნება ვერ უნდა ავისრულო?"ბავშვობიდანვე უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს როგორ შევასხათ ფრთები ჩვენს ოცნებას, წერს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ლეილა თვალაბეიშვილი.  

სრულად
Image 23 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე- 10 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეები გვაშორებს ამ ამბიდან, ქართულის მასწავლებლის, მარინა ტოხიშვილის ძალისხმევით მოსწავლეებმა სულ სხვა ნარატივით წარმოადგინეს კომპლექსური დავალება. თავდაპირველად მოინახულეს ძველი თბილისის ის ტერიტორია, სადაც სიცოცხლის ბოლო ეპიზოდი გაატარა აბო თბილელმა. ამ ტიპის აქტივობით, კიდევ უფრო მეტად, გაიმდიდრეს წარმოსახვითი ფანტაზია. იოანე საბანისძის ,,აბოს წამების" ტექსტის შესწავლის შემდეგ იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე, რომელიც ითვალისწინებდა  აბო თბილელის უბის წიგნაკის შექმნას. უნდა შეერჩიათ რამდენიმე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ეპიზოდი და გადმოეცათ მთავარი გმირის, აბოს, პერსპექტივიდან. პრეზენტაციამ მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეებმა შემოქმედებით ნაწილში შესანიშნავად წარმოაჩინეს წინარე ცოდნა და თითოეული დეტალი:  გმირის ხასიათი,  თვისებებები,  უკომპრომისობა,  ემპათია,  რწმენისთვის თავდადება და  სულიერ ფასეულობებზე სიცოცხლის სამსხვერპლოზე მიტანა. კომპლექსური დავალების ამგვარი შესრულება ნათელყოფს საკლასო სივრცეში მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ წარმართულ ცოდნა-გაცნობიერებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს.

სრულად
Image 19 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან და მასწავლებლებთან ერთად დაწყებითი კლასებიდანვე ეჩვევიან გუნდური მუშაობის პრინციპებს.სასურველ შედეგზე ორიენტირებული აქტივობა სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია, სადაც თითოეული წევრის ჩართულობაზეა დამოკიდებული დასახული მიზნის მიღწევა. ამ ეტაპზე პირველი კლასების დამრიგებლებმა, ეკა ბიბილურმა და ნინო გაგოევმა მოსწავლეები კულინარიულ მარათონში ჩართეს. სკოლის სასადილოში, პატარა მზარეულებმა, დიდი ჟრიამულით და ხალისით მოამზადეს საყვარელი ნუგბარი.ხელოვნების მასწავლებელმა, ქეთი დევნოზაშვილმა დიდი ოსტატობით შეაქმნევინა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ტკბილეული, რომელიც სიამოვნებით მიირთვეს და დარწმმუნდნენ, რომ გუნდური და ურთიერთშეთანხმებული დამოკიდებულება ყველგან და ყველაფერში სახალისო პროცესია.

სრულად
Image 16 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესები მხოლოდ კვებითი რეჟიმით არ არის დაცული. სპორტის პედაგოგები, ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, წელიწადში რამდენჯერმე მართავენ შიდასასკოლო ტურნირებს. ამჯერად, შეჯიბრი გაიმართა ფრენბურთში ასაკობრივი ჯგუფების ასპარეზობით. პირველი ადილის მფლობელები, გამარჯვებულები გახდნენ მე-9 კლასის მოსწავლეები;მეორე ადგილზე გავიდნენ მე-10 კლასელი მოასპარეზეები;მესამე ადგილი კი მე-8 კლასელებმა მოიპოვეს.

სრულად
Image 15 ნოემბერი 2023 წელი

აბო თბილელის წამება („წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზეა საინტერესო და შემოქმედებითი ნარატივით წარმოადგინეს X კლასის მოსწავლეებმა. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ირინე კვანჭიანის მითითებითშექმნეს მემუარული ტექსტი, რაც ძალიან საინტერესო და კრეატიული აღმოჩნდა მოსწავლეთა შემოქმედებითი მიდგომის თვალსაზრისით. კომპლექსური დავალება, პერსონაჟის უბის წიგნაკი, როგორც შინაარსობლივი, ასევე ესთეტიური კუთხით.   უბის წიგნაკი დროსთან შესაბამისი დაძველებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა.პრეზენტაციაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ტექსტის ცოდნისა და გააზრების ხარისხი, კრიტიკული აზროვნება, პირადი მოსაზრებები, მსჯელობის კულტურა, ყველა ის ნიუანსი, რაც სწავლა-სწავლების პროცესში მკაფიოდ წარმოაჩენს მასწავლებლისა და მოსწავლის კოლაბორაციულ, შედეგზე ორიენტირებულ, ხარისხისნად დასრულებულ სამუშაოს.

სრულად
Image 12 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლის აღმასრულებელი დირექტორის, ლალი მელივას ინიციატივით, მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის რაიონს, სადაც მეგობარი სკოლის,ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის სიონში დაესწრნენ საკვირაო წირვას. საკვირაო წირვა ჩაატარა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე, რომელთა თავნგანწივის მაგალითები დღესაც დიდ აღტაცემას და იმედს აღძრავს ადამიანთა გულებში. ექსკურსია გაგრძელდა წუღრუღაშენის — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც  მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. შემდეგი ეტაპი კი ისტორიულ სოფელ ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში. საამაყოა ის ფაქტი, რომ, სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიბადა ღვაწლმოსილი ქართველი სულხან-საბა ორბელიანი. ამ დიდებული მოღვაწის - მწერლის, პედაგოგის, დიპლომატის, პოლიტიკოსის, მთრგმნელის ძალისხმევით, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იყო მცდელობა ევროპაში ჩვენი ისტორიული და კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა. სწორედ საბას უკავშირდება ქართული ენის მრავალფეროვნების წარმოჩენა, მემუარული და იგავ-არაკული ჟანრის ქართულ მწერლობაში შემოტანა. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების მისია და დაფასება. მან საკმაოდ გრძელი და ურთულესი გზა გაიარა ევროპამდე, რათა წარმატება მოჰყოლოდა მის პოლიტიკურ მოლაპარაკებას ევროპელ ლიდერებთან. სამწუხაროდ, საბას მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ქართველ ერს, არც ერთი დღე არ შეუნელებია სწრაფვა ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ.ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება! დამეგობრებული სკოლის მუსიკალურმა გუნდებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ქართველ კლასიკოსთა ლექსები.გუნდის ხელმძღვანელმა ნინო ბიბილურმა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალთა პროფესიონალურად მომზადებისთვის .

სრულად
Image 08 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გამორჩეულია ხელოვანი მასწავლებლებით და მოსწავლეებით. ისინი გაწაფულნი არიან ხატვასა და ძერწვაში. ქართულის პედაგოგი, ლეილა თვალაბეიშვილი ლიტერატურული გმირების გამოქანდაკებით არის გატაცებული და გაკვეთილზე თვალსაჩინოდ წარუდგენს მოსწავლეებს მათ თოჯინურ ვარიანტს. ამჯერად მე-5ა კლასის მოსწავლეებთან ჩატარებულმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა, მოსწავლეთა აქტიურმა ჩართულობამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მასწავლებელში: ,,გერონტი, მირანდუხტი, ჯიხვა, კოწოწაშვილები, ცალფეხა სიკო, ნოდარა, ეთერი" _ ეს ის გმირებია , რომლებმაც კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს ადამიანების სულში და დაგვაფიქრეს ადამიანურ ღირსებებზე, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ადამიანი. რევაზ ინანიშვილის მოთხრობები ხომ ნამცეცებად გაბნეული სიკეთის მარცვლებია, რომლებიც უნდა ვიპოვოთ და ამოვკენკოთ, რომ ადამიანებს ვუწილადოთ ,,სულის პური".დღეს გვქონდა შემაჯამებელი გაკვეთილი, სადაც მეხუთე კლასელებმა ინანიშვილის ,, სულის პური" გვიწილადეს . ბედნიერი და ამაყი ვუსმენდი მათ მსჯელობას.ბოროტება ჩვენთვის კოცონია, რომელიც წყლის დასხმით უნდა ჩავაქროთ.... ჯაჭვია, რომელიც უნდა გაწყდეს... თითოეული რგოლი ჩვენი უარყოფითია, რომელიც უნდა ვძლიოთ.. ჩვენთვის ღრუბელი ბოროტების სიმბოლოა , მზე კი - სიკეთისა. წვიმის წვეთები ის მანკიერი მხარეა, რომელსაც აფრქვევს ბოროტებით დაბრმავებული ადამიანი . მზე კი - თავისი სხივებით უპირისპირდება ბოროტებას ... ბოროტი ღრუბელი, ჩვენს მზეს ვერ დაჩრდილავს, ვერ დაიმონებს, როცა ასეთი სინათლითა და სიკეთით სავსე თაობა გვეზრდება...როგორც შეგვეძლო ამოვკენკეთ ნამცეცებად მიმოფანტული სიკეთე და ვუწილადეთ ერთმანეთს ,,სულის პური."მადლობა , ჩემს საოცარ, უნიჭიერეს ბავშვებს. თქვენთან ერთად უსასრულოდ შემიძლია ფრენა ისე, რომ არც კი დავიღლები." 

სრულად
Image 05 ნოემბერი 2023 წელი

შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა. სწორედ, დროსთან და განწყობასთან შესაბამისი ღონისძიებები იმართება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. მე-2 კლასის მოსწავლეებმა ეზოში სახალისო აქტივობა გამართეს. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ნაირფერი ფოთლებით მოფენილი არემარე, იქვე წარმოდგენილი სხვადასხვა ჯიშის ხილი და ხალხური საკრავების გამოფენა ეგზოტიკურ სანახაობას ქმნიდა. პატარებისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩურჩხელების ამოვლების პროცესი გახლდათ, სადაც დიასახლისების როლი მოირგეს და ოსტატურად გაუძღვნენ განუმეორებელი ნუგბარის მომზადებას. გოგოებს ბიჭებმაც არ დაუდეს ტოლი და სახალისო აქტივობა, მასწავლებლების, მარი ჭიტაძისა და ნინი კანტიძის დახმარებით მშვენიერი შედეგით დასრულდა, ისე, როგორც შემოდგომისას ხდება ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში. ამგვარი კოლაბორაციებით მოსწავლეები სწავლობენ გუნდურად მუშაობას, საინტერესო და სახალისო პროცესით საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას.

სრულად