მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
25 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ტრადიციისამებრ, გაიმართა
2021-22 სასწავლო წლის კურდამთავრებულთა დაჯილდოება. მათ გადაეცათ კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები.    

სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი მელივამ და კლასის დამრიგებელმა თათია მხეიძემ
მედლები გადასცეს შემდეგ მოსწავლეებს:
1. თიკა დარახველიძეს;
2. მარიამ გრძელიძეს;
3. იოანე ჩხაიძეს;
4. მარიამ ბუქურს;
5. სანდრო შიხიაშვილს;
6. ნია შანიძეს;
7. ნიკოლოზ ბადალაშვილს.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებენ კარიერულ წარმატებებს.