მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 თებერვალი 2024 წელი

„ნოდარ დუმბაძეს რომ წაეკითხა, იამაყებდა თქვენით!“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შექმნილი დღიურები

საქართველოს საპარიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციაზე აისახება.

ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილის შესახებ თავად პედაგოგი სოფო გორგილაძე გვესაუბრება, რომლისთვისაც მოსწავლეებთან ურთიერთობას და მათ ხარისხიან განათლებაზე ზრუნვას დიდი ბედნიერება მოაქვს.

"მე-8 კლასელებმა სასიამოვნოდ გამაოცეს, ჩვენი სამწლიანი ურთიერთობის მანძილზე ფრაგმენტულ, მზაფრ ემოციებს მიტოვებენ და მგონია, რომ საკუთარი ბედნიერება მიწილადეს.

ახლაც ასე მოხდა:

ნოდარ დუმბაძე ხომ გენიალური მწერალი და მოაზროვნე იყო. მან ზუსტად იცოდა, როგორ მიეღწია ადამიანების ყველაზე ემოციურ ქარგამდე. ახლაც, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში შობილი თაობის გულებში ისეთი ცეცხლს ანთებს, რომ არ წვავს და სინათლით ავსებს...

რაღა ბევრი გავაგრძელო...

აფხაზეთი ხომ ჩვენი ტკივილია,

ბერძენი იანგულისთვისაც...

"Hellados" - მა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე, რომ ტექსტებზე მუშაობა შემდეგი დავალებით გავაგრძელეთ:

მოერგოთ პერსონაჟების - იანგულის ან ჯემალის როლი და შეექმნათ დღიურები, სადაც უნდა აესახათ მოთხრობაში გადმოცემული, ძირითად ეპიზოდებთან დაკავშირებული განცდები და დამოკიდებულებები.

ეპიზოდი 1: იანგულისა და ჯემალის ობლობის დაპირისპირება;

ეპიზოდი 2: იანგულის რეაქცია ჯემალის ობლობის გაგების ეპიზოდში;

ეპიზოდი 3: სამშობლოში დაბრუნებით გამოწვეული ფიქრები და ემოციები

სიყვარული...

ნაშრომში უნდა წარმოედგინათ დღიურისთვის დამახასიათებელი ჟანრობრივი მაჩვენებლები, გაეთვალისწინებინათ დრო და ეპოქა და პერსონაჟის საუბრის მანერა.

გამოცდილება : ანა ფრანკის დღიური;

ავტოპორტრეტი ქეთი ნიჟარაძე.

ისეთი ინტერესით შეუდგნენ დავალების შესრულებას, სიხარულით მეცხრე ცაზე ვფრენდი...

ანდრია გურაშვილის, ნუცა მელიქიშვილის, ნატალი ჩიტაიშვილის, ბარბარე ჩივაძის, ლაზარე კაპანაძის, ბარბარე ბროლაძის, მიშო ქორიძის (ტიპიური ზურიკელაა), სანდრო სვანიშვილის, ალექსანდრე ბენაშვილის, თამარ ჯაბნიძის ნაშრომებმა ჯერ გამაოცა და შემდეგ, სიცილნარევი ცრემლებიც მაღვრევინა, აი, ზუსტად ისე, ავტორმა რომ იცოდა მჯითხველის აღტაცებაში მოყვანა!!!

- ნოდარ დუმბაძეს რომ ეს დღიურები წაეკითხა, უსათუოდ იამაყებდა თქვენით!

სრულიად დამსახურებულად ვუთხარი მათ და ალბათ ქება დავაკელი კიდეც....",-გვიყვება პედაგოგი და გვიზიარებსამონარიდს ერთ-ერთი მოსწავლის - ნუცას დღიურიდან: "გუშინ სკრიპკა მცემე, ბრაზმორეული ვიყავი და ყველაფერი მაგ საცოდავზე გადავტეხე... მერე, რო დავფიქრდი მაგ საცოდავზე გადავტეხე... მერე, რო დავფიქრდი, მივხვდი, რომ მამაჩემს დავემსგავსე... და არ მინდა ეგ სინამდვილეში, არც არასდროს მომინდება...

ერთი გოგო მომწონს, იმ დღეს დაველაპარაკე და მითხრა, რომ არ ვჩანდი ისეთი, როგორიც სინამდვილეში ვარ. ეგ კარგია თუ ცუდი არ ვიცი, რავი, რაც არ უნდა იყოს, მე მაინც ბედნიერი ვარ. საერთოდ, ხმა რომ გამცა, ვერ ვხვდები, ჩემნაირ ბიჭთან რა უნდა ეგეთ გოგოს?!..."

"ყველა დღიური ერთმანეთზე უკეთესია, ბრავო, ვამაყობ თქვენით!" -დასძენს პედაგოგი.